11:07 13 აპრილი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0798
  • 100 RUB4.4334
  • USD3.4232
კარგი ამბები
მოკლე ბმულის მიღება
544330

კლასიკურ ასტროლოგიაში ზოდიაქოს 12 ნიშანი ოთხ სტიქიად იყოფა: ცეცხლი, წყალი, მიწა და ჰაერი. თითოეული სტიქია ამა თუ იმ თანავარსკვლავედის წარმომადგენლებზე თავისებურ გავლენას ახდენს

თითოეულ სტიქიას სამი ნიშანი შეესატყვისება: ცეცხლი - ვერძი, ლომი, მშვილდოსანი; მიწა - კურო, ქალწული, თხის რქა; ჰაერი - ტყუპი, სასწორი, მერწყული; წყალი - კირჩხიბი, მორიელი, თევზები.

რა თქმა უნდა, ადამიანის ხასიათზე მოქმედებს გარე ფაქტორები, ცხოვრებისეული მოვლენები, გენეტიკა, ასევე, ადამიანის პირადი არჩევანი, მაგრამ ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს და ამასთან, თითოეული სტიქიის წარმომადგენლებს თავიანთი ტიპური მახასიათებლები გამოარჩევთ.

მიწის ნიშნების ზოგადი დახასიათება

როგორც ასტროლოგები მიიჩნევენ, მიწის სტიქიის ნიშნების საფუძველში მდგრადობის, სტაბილურობისკენ მიდრეკილება და ასევე, ამ სტაბილურობის პოვნის უნარი დევს. ქალწული, კურო და თხის რქა, შესაძლოა, ვითარებაზე სხვადასხვაგვარად რეაგირებენ, აქვთ სხვადასხვა ცხოვრებისეული ფასეულობანი, მაგრამ ისინი სამივეს მთავარი ორიენტირია მყარი მიწა ფეხქვეშ.

მიწის ნიშნები აუცილებლად უნდა აცნობიერებდნენ, რას გაურბიან, და საკუთარი პიროვნების შინაგანი საყრდენი უნდა იგრძნონ. ასეთ შემთხვევაში ისინი იხსნებიან, მათ იზიდავენ გარშემომყოფები, შეუძლიათ, კომპანიის სული და გული, საკმაოდ წარმატებული ადამიანები გახდნენ. საყრდენის გარეშე კუროც, ქალწულიცა და თხის რქაც კარგავს ცხოვრებისეულ ორიენტირებს და შეცდომას შეცდომაზე უშვებს, ან ხელსაყრელ შესაძლებლობებს ხელიდან უშვებს.

მიწის სტიქიის ხასიათის განსაკუთრებული თვისებები

კუროს, ქალწულისა და თხის რქის ნიშნით დაბადებულები რეალური მიზნებისკენ ისწრაფვიან. აქედან გამომდინარე, შეიძლება მოჩანდეს, რომ ძალზე „მიწიერი" არსებები არიან, მეწვრილმანეებიც კი, ხოლო წარმოსახვის უნარი საერთოდ არ გააჩნიათ. მაგრამ ეს ასე არაა - მიწის ნიშნებს აქვთ ფანტაზიის უნარი, უბრალოდ, მათ შემთხვევაში ფანტაზიაც კი იმაზე მუშაობს, რომ რეალობად გადაიქცეს და სინამდვილის მოლოდინებს შეესაბამებოდეს. აქ კი სიფრთხილეა საჭირო - ყველაფრისა და ყველას გაკონტროლება ამ ცხოვრებაში შეუძლებელია. ასევე, მიწის სტიქიის ნიშნებს არც დინებაზე პასიურად მიყოლა შეუძლიათ - როგორც წესი, დინება ინიციატივის გარეშე ჭაობად გადაიქცევა ხოლმე.

მიწის ნიშნებს უყვართ, როცა საკუთარი თავის იმედი აქვთ, აი, გარისკვა კი არ უყვართ. ხანდახან ეს იმას იწვევს, რომ ისინი ერთ წრეზე ტრიალებენ და მოვლენების ჩვეული სვლის შეცვლის ძალა არ შესწევთ. ექსპერტები მათ ურჩევენ, ხანდახან ყოველდღიურობის ფარგლებს გასცდნენ.

მიწის სტიქიის ნიშნების ტალანტები

ორგანიზებულობა. სამი ნიშანი ორგანიზებულია, თუმცა, სხვადასხვაგვარად.

კუროს შეუძლია ყოფის მაქსიმალურად კომფორტულად ორგანიზება. ხანდახან ის ამ უნარს პროფესიული კუთხით იყენებს, მაგალითად, ხდება ინტერიერის დიზაინერი.

ქალწულს თვითორგანიზება ეხერხება, ამიტომ ამ ნიშნის წარმომადგენელთა შორის ძალზე იშვიათია ადამიანი, რომელიც აგვიანებს, ან ვადებს არღვევს.

თხის რქას გარშემო ადამიანების შემოკრება შეუძლია, ამიტომ მიწის სხვა ნიშნებთან შედარებით ხშირად ხდება ლიდერი. მისი გასწრება კარიერულ კიბეზე ხანდახან ლომსაც კი უჭირს, რადგან თხის რქა წარმატების გარე ატრიბუტებისკენ კი არა, არამედ მისი არსისკენ ისწრაფვის. მას ფული არა კარგი ავტომობილის ან ძვირფასი საათისთვის, არამედ საკუთარ თვალში თავისი ავტორიტეტის ასამაღლებლად სჭირდება.

სიჯიუტე - მიწის სამივე ნიშანს შეუძლია შრომა და დაწყებულის ბოლომდე მიყვანა, ნელა და მეთოდურად. სპრინტი მათთვის არაა - მოკლე დისტანციაზე, შესაძლოა, წააგონ, სამაგიეროდ იქ, სადაც საჭიროა ამტანობა, მუხლჩაუხრელი შრომა, კურო, ქალწული და თხის რქა ნებისმიერ გამოწვევას გაუმკლავდებიან. მოკლედ, კურდღლისა და კუს შეჯიბრებაში ისინი კუები არიან.

სიტყვის ოსტატობა - შესაძლოა, მოგეჩვენოთ, რომ მიწის ნიშნები მხოლოდ ფულის გამომუშავებაზე, ორგანიზებაზე არიან გადასული, მხოლოდ მატერიალური კეთილდღეობისთვის იბრძვიან, ხოლო „მაღალი მატერიები" მათთვის უცხოა. მაგრამ ეს ასე არაა. ხშირად საკმაოდ სიტყვაკაზმული არიან, თუმცა, ამ ნიჭს თავისებურად იყენებენ. მაგალითად, ყველა თხის რქა, კურო ან ქალწული არ დაიწყებს საავტორო სიმღერების წერას და ამ სიმღერით ბარში ან რესტორანში გამოსვლას, მაგრამ ცეცხლოვანი სიტყვის დაწერა, მაგალითად, კომპანიის საიუბილეოდ, სამოტივაციო რგოლის ან სტატიის მომზადება, მჭევრმეტყველება, როცა ეს საჭიროა და კამათში გამარჯვება კარგად ეხერხებათ.

მიწის ნიშნებს სხვა ნიჭიც აქვთ, მაგალითად, მსახიობობის, სპორტის, მხატვრობისა და სხვა.

მთავარი თემები