ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი არსებობის 165 წელზე მეტს ითვლის. ეგრეთ წოდებული ქარვასლის თეატრის შენობას საძირკველი 1847 წელს ჩაეყარა. ოთხი წლის შემდეგ, 1851 წელს ამიერკავკასიაში პირველი ოპერის თეატრი გრანდიოზული მეჯლისით გაიხსნა. 1851 წლის 9 ნოემბერს თბილისის პირველი საოპერო სეზონი გაეტანო დონიცეტის ლუჩია დი ლამერმურით გაიხსნა. ოპერა საგანგებოდ მოწვეულმა იტალიურმა დასმა შეასრულა. დირიჟორი იყო ბარბიერი, რომელმაც სამი თვის განმავლობაში თბილისში თორმეტი საოპერო დადგმა განახორციელა. თბილისის ოპერის თეატრი 1874 წელს ხანძრის შედეგად განადგურდა. თეატრი 22 წლით საზაფხულო თეატრის სცენაზე გადავიდა. რუსთაველის გამზირზე ოპერის თეატრის მშენებლობა 1896 წელს დასრულდა. არქიტექტორი იყო ვიქტორ შრეტერი. თეატრის სცენაზე სრულდებოდა სხვადასხვა კომპოზიტორის ნაწარმოებები. პირველი ქართული ოპერა 1918 წელს წარმოდგენილი იყო რევაზ გოგნიაშვილის ქრისტინე. თუმცა, ოპერის თეატრის სცენაზე შესრულებული ამ ჟანრის პირველი კლასიკური ნიმუშები იყო დიმიტრი არაყიშვილის თქმულება შოთა რუსთაველზე, ზაქარია ფალიაშვილის აბესალომ და ეთერი, ვიქტორ დოლიძის ქეთო და კოტე. თეატრი ზაქარია ფალიაშვილის სახელს 1937 წლიდან ატარებს და ყოველ სეზონს ამ კომპოზიტორის ოპერით აბესალომ და ეთერი ხსნის. თბილისის ოპერისა და ბალეტის სცენაზე დადგმული პირველი ქართული ბალეტი იყო ანდრია ბალანჩივაძის მზეჭაბუკი (მთების გული). ამ თეატრის სცენაზე მოღვაწეობდნენ და მოღვაწეობენ მსოფლიოში აღირებული მოცეკვავეები და მომღერლები: ვახტანგ ჭაბუკიანი, ვერა წიგნაძე, ნინო ანანიაშვილი, ნიკოლოზ ცისკარიძე, ირმა ნიორაძე, ვანო სარაჯიშვილი, სანდრო ინაშვილი, ნიკო ქუმსიაშვილი, დავით ანდღულაძე, პეტრე ამირანაშვილი, ვერა დავიდოვა, ცისანა ტატიშვილი, პაატა ბურჭულაძე, ზურაბ სოტკილავა, ვალერიანო გამგებელი, ლადო ათანელი, ნაირა გლუნჩაძე, ნინო სურგულაძე და სხვები.

 

გაეცანით სიახლეებს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის შესახებ Sputnik-საქართველოს მეშვეობით.

მასალები
პერიოდის არჩევა
კიდევ 20 მასალა
  • ერთი კვირა
  • ერთი თვე
  • ერთი წელი
  • ყველა
ყველა ახალი ამბავი
0