https://sputnik-georgia.com/20250610/saqartvelosi-axali-saertasoriso-saopero-festivali-dafuznda-293697787.html
საქართველოში ახალი საერთაშორისო საოპერო ფესტივალი დაფუძნდა
საქართველოში ახალი საერთაშორისო საოპერო ფესტივალი დაფუძნდა
Sputnik საქართველო
ფესტივალის მიზანია ქართული კულტურის პოპულარიზაცია და საოპერო თეატრალური ხელოვნების განვითარება 10.06.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-06-10T09:33+0400
2025-06-10T09:33+0400
2025-06-10T09:33+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/09/293695993_0:48:1280:768_1920x0_80_0_0_639cfb9c73c2000231dce62d8cef5504.jpg
თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. საქართველოს კულტურის სამინისტრომ დააარსა თბილისის საოპერო ფესტივალი, რომელიც მსოფლიოს წამყვან შემსრულებლებს გააერთიანებს, იტყობინება სამინისტროს პრესსამსახური.ახალ ფესტივალს მსოფლიოში ცნობილი საოპერო მომღერალი, ბანი გიორგი ანდღულაძე უხელმძღვანელებს. ანდღულაძის ოპერის დებიუტი იტალიაში, ჯუზეპე ვერდის ფესტივალზე შედგა, სადაც არტისტმა ოპერიდან „ტრუბადური“ ფერნანდოს პარტია შეასრულა.საქართველოს კულტურის მინისტრის ინიციატივით დაფუძნებული ყოველწლიური ფესტივალის მიზანია ქართული კულტურის პოპულარიზაცია და საოპერო თეატრალური ხელოვნების განვითარება, ახალგაზრდა თაობის საოპერო ხელოვნებით დაინტერესება და მათი ხელშეწყობა.ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში მოიწვევენ მსოფლიოში ცნობილ საოპერო ხელოვანებს. ჩატარდება მასტერკლასები, ქართველი სტუდენტებისთვის იქნება გაცვლითი და სტაჟირების პროგრამები მსოფლიოს წამყვან საოპერო თეატრებში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/06/09/293695993_97:0:1185:816_1920x0_80_0_0_cefa3f740f617277ab024e0d707b5e8d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი
საქართველოში ახალი საერთაშორისო საოპერო ფესტივალი დაფუძნდა
ფესტივალის მიზანია ქართული კულტურის პოპულარიზაცია და საოპერო თეატრალური ხელოვნების განვითარება
თბილისი, 10 ივნისი — Sputnik. საქართველოს კულტურის სამინისტრომ დააარსა თბილისის საოპერო ფესტივალი, რომელიც მსოფლიოს წამყვან შემსრულებლებს გააერთიანებს, იტყობინება სამინისტროს პრესსამსახური.
ახალ ფესტივალს მსოფლიოში ცნობილი საოპერო მომღერალი, ბანი გიორგი ანდღულაძე უხელმძღვანელებს. ანდღულაძის ოპერის დებიუტი იტალიაში, ჯუზეპე ვერდის ფესტივალზე შედგა, სადაც არტისტმა ოპერიდან „ტრუბადური“ ფერნანდოს პარტია შეასრულა.
„ვფიქრობ, შეიძლება ეს ქვეყანა მსოფლიო რუკაზე დავიტანოთ, როგორც დიდი საოპერო ლოკაცია, რომელიც მიიპყრობს ათასობით ოპერის მოყვარულს და ჩვენ შევძლებთ, ქართული საოპერო ხელოვნება ერთად განვავითაროთ და კიდევ უფრო მაღალ სიმაღლეზე წარმოვაჩინოთ მსოფლიოში“, - განაცხადა კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ.
საქართველოს კულტურის მინისტრის ინიციატივით დაფუძნებული ყოველწლიური ფესტივალის მიზანია ქართული კულტურის პოპულარიზაცია და საოპერო თეატრალური ხელოვნების განვითარება, ახალგაზრდა თაობის საოპერო ხელოვნებით დაინტერესება და მათი ხელშეწყობა.
ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად საქართველოში მოიწვევენ მსოფლიოში ცნობილ საოპერო ხელოვანებს. ჩატარდება მასტერკლასები, ქართველი სტუდენტებისთვის იქნება გაცვლითი და სტაჟირების პროგრამები მსოფლიოს წამყვან საოპერო თეატრებში.