„ჟიზელი“, „ბაიადერა“, „გედების ტბა“ - 24 ივნისიდან თბილისი ბალეტის ფესტივალს უმასპინძლებს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliოპერისა და ბალეტის თეატრი
ოპერისა და ბალეტის თეატრი - Sputnik საქართველო, 1920, 09.06.2025
გამოწერა
თბილისის ბალეტის ფესტივალი 2017 წლიდან იმართება
თბილისი, 9 ივნისი — Sputnik. თბილისის ბალეტის ფესტივალი ფალიაშვილის სახელობის სახელმწიფო ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე 24 ივნისიდან 6 ივლისამდე გაიმართება, იუწყებიან ორგანიზატორები.
ლეგენდარული ქართველი პრიმა-ბალერინას, ნინო ანანიაშვილის სამხატვრო ხელმძღვანელობით, მაყურებელი ოპერის სცენაზე ნიდერლანდების, გერმანიისა და დანიის წამყვანი ევროპული საბალეტო დასების მოცეკვავეებსა და სოლისტებს იხილავს. ისინი საქართველოს სახელმწიფო ბალეტთან ერთად წარდგებიან.
„თბილისის ბალეტის საერთაშორისო ფესტივალი ის ადგილია, სადაც ერთმანეთს ხვდება კლასიკური და თანამედროვე ქორეოგრაფია, სოლისტები და კორდებალეტი, საყოველთაოდ აღიარებული შემსრულებლები და ამომავალი ვარსკვლავები, ნაცნობნი და ჯერ უცნობნი, ხელოვანები და ხელოვნების მოყვარულნი, სოლო შემსრულებლები და საბალეტო დასები, აღმოსავლეთი და დასავლეთი. აქ შეხვედრის ის ადგილია, სადაც ყველა ერთდროულად სწავლობს და ასწავლის“, - ამბობს ნინო ანანიაშვილი.
ფესტივალის პროგრამა:
24 ივნისი – გახსნა. სამი ერთაქტიანი სპექტაკლი: „გედების ტბა“ (ორი მოქმედება), „სერენადა“, „საგალობელი“;
26 ივნისი – ბალეტი „ჟიზელი“;
28 ივნისი – თანამედროვე ქორეოგრაფიის საღამო, Kammerbelletten
1 და 2 ივლისი – ერთაქტიანი ბალეტები;
4 და 6 ივლისი – ბალეტი „ბაიადერა“.
თბილისის ბალეტის ფესტივალი, რომელსაც საერთაშორისო სტატუსი მიენიჭა, 2017 წლიდან ტარდება. მისი სამხატვრო ხელმძღვანელია პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილი.
ფესტივალი კორონავირუსის პანდემიის დროს არ ჩატარებულა. წელს, თბილისი ღონისძიებას მეექვსედ უმასპინძლებს.
ყველა ახალი ამბავი
0