https://sputnik-georgia.com/20231105/gaficva-operasi-284002824.html
სპეციალური განცხადება: ოპერის თეატრი გაფიცულთა რეალურ ხელფასებს ასახელებს
სპეციალური განცხადება: ოპერის თეატრი გაფიცულთა რეალურ ხელფასებს ასახელებს
Sputnik საქართველო
თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრმა გაფიცულ თანამშრომელთა ხელფასების შესახებ ინფორმაცია... 05.11.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-11-05T20:27+0400
2023-11-05T20:27+0400
2023-11-05T20:27+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/0c/263551295_0:0:3154:1774_1920x0_80_0_0_ced6b189279fbd19b0f8670dd9ec9e3f.jpg
თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრმა გაფიცულ თანამშრომელთა ხელფასების შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა.მანამდე, 3 ნოემბერს, თეატრის ტექნიკურმა პერსონალმა გაფიცვა გამოაცხადა და ხელფასების მომატება მოითხოვა. მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირების ინფორმაციით, მათი საშუალო ანაზღაურება 500 ლარია. ოპერის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები 21 დღე მიმდინარეობდა, მაგრამ უშედეგოდ. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ გაფიცვის გამოცხადების შემდეგ ორი თანამშრომელი გაათავისუფლეს. ახლა გაფიცულები მათ უკან დაბრუნებასაც მოითხოვენ.როგორც თეატრის დღევანდელ განცხადებაშია ნათქვამი, მედიაში ვრცელდება დეზინფორმაცია ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენის სამსახურის 21 გაფიცული თანამშრომლის შრომის პირობების შესახებ, რომ თითქოს მათი ყოველთვიური ხელფასი, დაახლოებით 500 ლარს შეადგენს.ოპერის თეატრის მტკიცებით, ბოლო10 თვის განმავლობაში თეატრის ადმინისტრაციამ გაფიცულ თანამშრომლებზე საკუთარი შემოსავლებიდან, სახელფასო დანამატების სახით, ჯამურად 63,5 ათასი ლარი გასცა, რაც თითოეულ დასაქმებულზე საშუალოდ 300 ლარს შეადგენდა ყოველთვიურად.უწყება მედიასაშულებებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და მცდარი ინფორმაციის გავრცელებისაგან.„თეატრის სცენის სამსახურის სხვა თანამშრომლები აგრძელებენ ჩვეულ რეჟიმში მუშაობას და თეატრის ფუნქციონირებას საფრთხე არ ემუქრება", — აღნიშნულია განცხადებაში.თეატრის აფიშის თანახმად, შემდეგი სპექტაკლი 14 ნოემბერს არის დაგეგმილი.
https://sputnik-georgia.com/20231103/operis-teatris-tanamshromlebma-gapicva-daiwyes-283957418.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/0c/263551295_276:0:3007:2048_1920x0_80_0_0_fda00fbf91f9b2ba2817ea3fd55e4c32.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი , საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი , საზოგადოება
თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრმა გაფიცულ თანამშრომელთა ხელფასების შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა.
მანამდე, 3 ნოემბერს, თეატრის ტექნიკურმა პერსონალმა გაფიცვა გამოაცხადა და ხელფასების მომატება მოითხოვა. მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირების ინფორმაციით, მათი საშუალო ანაზღაურება 500 ლარია. ოპერის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებები 21 დღე მიმდინარეობდა, მაგრამ უშედეგოდ. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ გაფიცვის გამოცხადების შემდეგ ორი თანამშრომელი გაათავისუფლეს. ახლა გაფიცულები მათ უკან დაბრუნებასაც მოითხოვენ.
როგორც თეატრის დღევანდელ განცხადებაშია ნათქვამი, მედიაში ვრცელდება დეზინფორმაცია ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენის სამსახურის 21 გაფიცული თანამშრომლის შრომის პირობების შესახებ, რომ თითქოს მათი ყოველთვიური ხელფასი, დაახლოებით 500 ლარს შეადგენს.
„თეატრის სცენის სამსახურში დასაქმებული პირების არსებული, ყოველთვიური მინიმალური შრომის ანაზღაურება 650 ლარია, ხოლო მაქსიმალური — 1350 ლარი. აღნიშნული ცრუ ინფორმაციის გავრცელება მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და თეატრის დისკრედიტაციას, რის გამოც თეატრი მიზანშეწონილად მიიჩნევს, გაასაჯაროვოს გაფიცულ თანამშრომელთა რეალური სამუშაო პირობები“, — ნათქვამია განცხადებაში.
ოპერის თეატრის მტკიცებით, ბოლო10 თვის განმავლობაში თეატრის ადმინისტრაციამ გაფიცულ თანამშრომლებზე საკუთარი შემოსავლებიდან, სახელფასო დანამატების სახით, ჯამურად 63,5 ათასი ლარი გასცა, რაც თითოეულ დასაქმებულზე საშუალოდ 300 ლარს შეადგენდა ყოველთვიურად.
„გარდა ამისა, 2024 წლის 01 იანვრიდან თეატრის სცენის სამსახურის თანამშრომლებს შრომის ანაზღაურება 35-40%-ით ეზრდებათ, რაც დამტკიცებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, 2023 წლის 18 ოქტომბერს მიღებული გადაწყვეტილებით“, — აღნიშნულია განცხადებაში.
უწყება მედიასაშულებებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და მცდარი ინფორმაციის გავრცელებისაგან.
„თეატრის სცენის სამსახურის სხვა თანამშრომლები აგრძელებენ ჩვეულ რეჟიმში მუშაობას და თეატრის ფუნქციონირებას საფრთხე არ ემუქრება", — აღნიშნულია განცხადებაში.
თეატრის აფიშის თანახმად, შემდეგი სპექტაკლი 14 ნოემბერს არის დაგეგმილი.