https://sputnik-georgia.com/20231230/tanamsromelta-gatavisufleba-operisa-da-baletis-teatrsi-administraciis-ganmarteba-285346226.html
თანამშრომელთა გათავისუფლება ოპერისა და ბალეტის თეატრში: ადმინისტრაციის განმარტება
თანამშრომელთა გათავისუფლება ოპერისა და ბალეტის თეატრში: ადმინისტრაციის განმარტება
Sputnik საქართველო
ხელფასების ზრდა ოპერისა და ბალეტის თეატრის ტექნიკურ პერსონალსა და ადმინისტრაციას შორის კონფლიქტის მიზეზი გახდა 30.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-30T20:34+0400
2023-12-30T20:34+0400
2023-12-30T20:34+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
კულტურა საქართველოში
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/0c/263551268_0:0:3079:1731_1920x0_80_0_0_2f9216132e48cf312363dcdf82efbc79.jpg
თბილისი, 30 დეკემბერი – Sputnik. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ტექნიკური პერსონალის ნაწილის გათავისუფლება განპირობებულია იმით, რომ მათმა გაფიცვამ ხელფასების ორჯერ გაზრდის მოთხოვნით ყველა გონივრულ ვადას გადააჭარბა, ნათქვამია თეატრის განცხადებაში.თეატრის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე სცენის მექანიკოსების, გამნათებლების და რეკვიზიტორების ხელფასების 100%-ით გაზრდა შეუძლებელია.ხელფასების გაზრდაზე მუშაობა გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე ტექნიკური პერსონალი გაიფიცა. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ ოპერისა და ბალეტის თეატრის ბიუჯეტის გაზრდა ჯერ კიდევ 2 ოქტომბერს შეათანხმა, რათა ახალი წლიდან ხელფასები 35-40%-ით გაიზარდოს. ამის შესახებ ინფორმირებული იყვნენ თანამშრომლები, პროფკავშირები და ყველა, ვინც მონაწილეობდა მედიაციის პროცესში.თეატრში მწუხარებით აღნიშნეს, რომ შრომის ანაზღაურების ზემოაღნიშნული პროცენტული ზრდა თეატრის სცენის სამსახურში დასაქმებული პირებისათვის არ აღმოჩნდა მისაღები, რის გამოც სცენის სამსახურში დასაქმებული პირების ერთმა ნაწილმა 2023 წლის 3 ნოემბრიდან მიიღო გაფიცვის გადაწყვეტილება.ადმინისტრაციაში აღნიშნეს, რომ თეატრის ფუნქციონირება ვერ იქნება დამოკიდებული თანამშრომელთა ცალკეული ნაწილის ნებაზე. აქედან გამომდინარე, შემოქმედებითი პროცესის შეუფერხებელი გაგრძელებისა და გამართული ფუნქციონირებისთვის თეატრმა უზრუნველყო გაფიცული თანამშრომლების ნაცვლად სხვა პირების მობილიზება.ერთი და იმავე ფუნქციის შესასრულებლად თანამშრომლების გაორმაგებული ოდენობა არაგონივრული და დამაზიანებელია. შესაბამისად, გაფიცულ თანამშრომლებთან კვლავ სახელშეკრულებო ურთიერთობაში შესვლა ობიექტური მიზეზით ვეღარ განხორციელდება, ნათქვამია განცხადებაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/0c/263551268_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_13a4548f454370cb50374869155ed456.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში, კულტურა საქართველოში, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში, კულტურა საქართველოში, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი
თანამშრომელთა გათავისუფლება ოპერისა და ბალეტის თეატრში: ადმინისტრაციის განმარტება
ხელფასების ზრდა ოპერისა და ბალეტის თეატრის ტექნიკურ პერსონალსა და ადმინისტრაციას შორის კონფლიქტის მიზეზი გახდა
თბილისი, 30 დეკემბერი – Sputnik. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ტექნიკური პერსონალის ნაწილის გათავისუფლება განპირობებულია იმით, რომ მათმა გაფიცვამ ხელფასების ორჯერ გაზრდის მოთხოვნით ყველა გონივრულ ვადას გადააჭარბა, ნათქვამია თეატრის განცხადებაში.
თეატრის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე სცენის მექანიკოსების, გამნათებლების და რეკვიზიტორების ხელფასების 100%-ით გაზრდა შეუძლებელია.
ხელფასების გაზრდაზე მუშაობა გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე ტექნიკური პერსონალი გაიფიცა. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ ოპერისა და ბალეტის თეატრის ბიუჯეტის გაზრდა ჯერ კიდევ 2 ოქტომბერს შეათანხმა, რათა ახალი წლიდან ხელფასები 35-40%-ით გაიზარდოს. ამის შესახებ ინფორმირებული იყვნენ თანამშრომლები, პროფკავშირები და ყველა, ვინც მონაწილეობდა მედიაციის პროცესში.
თეატრში მწუხარებით აღნიშნეს, რომ შრომის ანაზღაურების ზემოაღნიშნული პროცენტული ზრდა თეატრის სცენის სამსახურში დასაქმებული პირებისათვის არ აღმოჩნდა მისაღები, რის გამოც სცენის სამსახურში დასაქმებული პირების ერთმა ნაწილმა 2023 წლის 3 ნოემბრიდან მიიღო გაფიცვის გადაწყვეტილება.
„გაფიცულმა თანამშრომლებმა იცოდნენ, რომ ხელფასის შეთანხმებულ - 35-40% პროცენტზე მეტი ოდენობით გაზრდის რესურსი თეატრს არ გააჩნდა, თუმცა, მათ არ გაითვალისწინეს თეატრის ინტერესები და საფრთხის ქვეშ დააყენეს მისი ფუნქციონირების საკითხი, არ შეცვალეს პოზიცია და თეატრის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე, შრომითი ურთიერთობის შეჩერების 30 დღიანი გონივრული ვადის გასვლის შემდეგაც, 24 დღის განმავლობაში არ შეწყვიტეს გაფიცვის პროცესი“, - ნათქვამია განცხადებაში.
ადმინისტრაციაში აღნიშნეს, რომ თეატრის ფუნქციონირება ვერ იქნება დამოკიდებული თანამშრომელთა ცალკეული ნაწილის ნებაზე. აქედან გამომდინარე, შემოქმედებითი პროცესის შეუფერხებელი გაგრძელებისა და გამართული ფუნქციონირებისთვის თეატრმა უზრუნველყო გაფიცული თანამშრომლების ნაცვლად სხვა პირების მობილიზება.
ერთი და იმავე ფუნქციის შესასრულებლად თანამშრომლების გაორმაგებული ოდენობა არაგონივრული და დამაზიანებელია. შესაბამისად, გაფიცულ თანამშრომლებთან კვლავ სახელშეკრულებო ურთიერთობაში შესვლა ობიექტური მიზეზით ვეღარ განხორციელდება, ნათქვამია განცხადებაში.