ცნობილი ქართველი რეჟისორი გიორგი დანელია 88 წლისა გარდაიცვალა. რეჟისორი ბოლო პერიოდში ავადმყოფობდა. თებერვლის ბოლოს ის მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში პნევმონიის დიაგნოზით მოათავსეს. დანელია 1930 წლის 25 აგვისტოს თბილისში დაიბადა, მაგრამ სულ ერთი წლის იყო, როცა ოჯახი მოსკოვში გადასახლდა. 50-იან წლებში დაამთავრა მოსკოვის არქიტექტურის ინსტიტუტი, ხოლო 1959 წელს უმაღლესი სარეჟისორო კურსი „მოსფილმში“, მიხეილ კალატოზოვის კლასში. გიორგი დანელიას ცნობილი ფილმებია „არ დაიდარდო", „აფონია", „დავდივარ მოსკოვის ქუჩებში", „მიმინო", „შემოდგომის მარათონი", „ქინ-ძა-ძა", „პასპორტი". დანელია 1989 წელს სსრკ-ის სახალხო არტისტი გახდა, ხოლო 2000 წელს საქართველოს ღირსების ორდენი გადაეცა. თბილისში, კინოთეატრ „რუსთაველის” წინ მისი სახელობის ვარსკვლავია გახსნილი. დიდი რეჟისორის მოღვაწეობის შესახებ ახალ ამბებს გაეცანით „Sputnik - საქართველოს“ ვებ-გვერდზე.

მასალები
პერიოდის არჩევა
კიდევ 20 მასალა
  • ერთი კვირა
  • ერთი თვე
  • ერთი წელი
  • ყველა
ყველა ახალი ამბავი
0