გიორგი დანელიას უკანასკნელ გზაზე აცილებენ

© photo: Sputnik / Ilya Pitalev / გადასვლა მედიაბანკშიგიორგი დანელიასთან გამომშვიდობების ცერემონია
გიორგი დანელიასთან გამომშვიდობების ცერემონია - Sputnik საქართველო
გამოწერა
კინორეჟისორთან გამოთხოვების ცერემონია მოსკოვის კინოს სახლში იმართება.

თბილისი, 9 აპრილი — Sputnik. ლეგენდარულ რეჟისორ გიორგი დანელიას მოსკოვის კინოს სახლში ოჯახის წევრები, კოლეგები, ახლობლები და მისი ნიჭის თაყვანისმცემლები ემშვიდობებიან.

რეჟისორს დღეს მოსკოვში, ნოვოდევიჩის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

დანელია მოსკოვში 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. კინორეჟისორის მეუღლის თქმით, მას გული გაუჩერდა.

ილია მეორე: გიორგი დანელიას სული მარადიული ცხოვრების გზის დასაწყისშია>>>

დიდი რეჟისორის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვეს საქართველოსა და რუსეთის მთავრობების წარმომადგენლებმა, ასევე ხელოვნების ცნობილმა მოღვაწეებმა, მათ შორის იმ ადამიანებმა, რომლებმაც საკუთარი გამოცდილებით იციან, თუ როგორი იყო ასეთი მასშტაბის ხელოვანთან მუშაობა. 

გიორგი დანელია - Sputnik საქართველო
რეზო გიგინეიშვილი: დანელიამ გვიანდერძა „არ იდარდო!“

დანელია რუსეთში უყვარდათ და აფასებდნენ, როგორც „რუსული სულის მცოდნეს“, საქართველოში კი უყვარდათ იმის გამო, რომ მის ყველა ფილმში „ქართული სული ვლინდება“.

„მთელი ღამე ვტიროდი ქალივით...“, – განაცხადა ამ დღეებში ვახტანგ კიკაბიძემ, რომელიც დანელიასთან თითქმის 45 წელი მეგობრობდა.

დანელიამ „ჩვენი დროის ხელოვნების ისტორიაში წარუშლელი კვალი დატოვა“, – განაცხადა საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ. 

© photo: Sputnik / Ilya Pitalev / გადასვლა მედიაბანკშირეჟისორი გიორგი დანელია და მისი მეუღლე გალინა იურკოვა-დანელია
 გიორგი დანელიას უკანასკნელ გზაზე აცილებენ - Sputnik საქართველო
რეჟისორი გიორგი დანელია და მისი მეუღლე გალინა იურკოვა-დანელია

მისი ყველა ქმედება იყო საქციელი „საოცარი ნიჭის მქონე, სამართლიანი, ღრმა და ჭკვიანი ადამიანის“, განაცხადა კინემატოგრაფისტთა კავშირის თავმჯდომარემ, რეჟისორმა ნიკიტა მიხალკოვმა, რომელმაც თავისი პირველი როლი ითამაშა სწორედ დანელიას ფილმში „დავდივარ მოსკოვის ქუჩებში“. როგორც მან აღნიშნა, მასწავლებლის წასვლა მისთვის აუნაზღაურებელი დანაკარგია.

გიორგი დანელია – საბჭოთა კინორეჟისორი და სცენარისტი. მისი ყველაზე ცნობილი ფილმებია „არ იდარდო", „აფონია", „დავდივარ მოსკოვის ქუჩებში", „მიმინო", „შემოდგომის მარათონი", „ქინ-ძა-ძა", „პასპორტი".

ყველა ახალი ამბავი
0