რეზო გიგინეიშვილი: დანელიამ გვიანდერძა „არ იდარდო!“

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიგიორგი დანელია
გიორგი დანელია - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეზო გიგინეიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გიორგი დანელიას სიკეთეს ბევრი ადამიანი აღნიშნავს

თბილისი, 6 აპრილი - Sputnik. პოპულარულმა კინორეჟისორმა რეზო გიგინეიშვილმა აღნიშნა თავისი თანამემამულისა და კოლეგის, გამოჩენილი რეჟისორის, გიორგი დანელიას დამსახურება. გიორგი დანელია ხუთშაბათს გარდაიცვალა.

„დაგვემშვიდობა... და წავიდა“ – რობერტ სტურუა დანელიას ემშვიდობება >>

დანელია მოსკოვში 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. კინორეჟისორის მეუღლის თქმით, მას გული გაუჩერდა. დანელიას 9 აპრილს მოსკოვში, ნოვოდევიჩის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

„ბევრი ადამიანი დამსახურებულად წერს გიორგი ნიკოლაევიჩის სიკეთის შესახებ, მე მის მრავალრიცხოვან ღირსებებს დავამატებდი სიმამაცეს და გამბედაობას - ცხოვრებაში ამდენი განსაცდელის შემდეგ ის არ გაბოროტებულა და გვიანდერძა „არ იდარდო!“, - დაწერა გიგინეიშვილმა Instagram-ზე.

დანელია საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში 24 თებერვალს გადაიყვანეს ფილტვის ანთებით. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმე იყო. სუნთქვის სტაბილიზაციისთვის ექიმებმა რეჟისორი სპეციალურად შეიყვანეს ხელოვნური კომის მდგომარეობაში. სამ დღეში მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა და ის კომიდან გამოიყვანეს. მას შემდეგ ის მკურნალობას საავადმყოფოში აგრძელებდა.

გიორგი დანელია – საბჭოთა კინორეჟისორი და სცენარისტი. მისი ყველაზე ცნობილი ფილმებია „არ იდარდო", „აფონია", „დავდივარ მოსკოვის ქუჩებში", „მიმინო", „შემოდგომის მარათონი", „ქინ-ძა-ძა", „პასპორტი".

ყველა ახალი ამბავი
0