ნიკოლოზ ცისკარიძე: გიორგი დანელიას ფილმები – ეს არის ქართული ისტორია

© photo: Sputnik / Ekaterina Chesnokova / გადასვლა მედიაბანკშიგიორგი დანელია
გიორგი დანელია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ლეგენდარული კინორეჟისორის გიორგი დანელიას ყველა ფილმში "ქართული ისტორია" არსებობს, მიიჩნევს „Sputnik–საქართველოს“ ავტორი ნიკოლოზ ცისკარიძე.

გიორგი დანელიას ფილმებზე არაერთი თაობა გაიზარდა, მათ შორის მეც. და მიმაჩნია, რომ საბჭოთა კავშირში ის პირველი სერიოზული ფანტასტი იყო.

ამის ნათელი მაგალითია ის, რომ საბჭოთა ხელისუფლებამ მას ნება დართო, გადაეღო ისეთი ანტიუტოპიური ფილმი, როგორიცაა „ქინ-ძა-ძა“, რომელიც ორუელის ნაწარმოებებს ეხმიანება. ალბათ იმიტომ, რომ დანელიას სიტყვას ფასი ჰქონდა და მან ამ სცენარის გატანა შეძლო.

გიორგი დანელია - Sputnik საქართველო
გიორგი დანელია: გზა არქიტექტორობიდან გენიალურ კინორეჟისორობამდე

ფილმს კოლოსალური წარმატება ხვდა წილად. არადა ყველა ძალიან გაკვირვებული იყო, საერთოდ როგორ დართეს ნება, გადაეღოთ ეს ფანტასტიკა. 

ახლახან პეტერბურგში ვიყავი, ქალაქში ვსეირნობდი, ხიდზე გადავედი და ფილმ „შემოდგომის მარათონის" კადრები გამახსენდა. ეს ფილმი ძალიან უყვარდა დედაჩემს და რამდენჯერმე ვნახეთ კინოთეატრებში, სანამ ტელევიზიით აჩვენებდნენ. ეს ფილმი არის ადამიანური სიკეთის ნადვილი ძეგლი.

დანელიას, ამ არაჩვეულებრივად აღზრდილ ადამიანს, საოცრად ინტელიგენტური იუმორი აქვს. 

გიორგი დანელია იმ ხელოვანთა კატეგორიას ეკუთვნის, ვისაც საკუთარი სამყაროს შექმნა შეუძლია, ვისაც საკუთარი ხელწერა გააჩნია და რომლის ამოცნობაც სწორედ ამ ხელწერით შეიძლება. ეს უკიდურესად იშვიათი ნიჭია. 

ძალიან ცოტაა ისეთი რეჟისორი, ვისაც შეუძლია ისე გადაიღოს ფილმი საკუთარ სამშობლოზე, რომ სხვა ეროვნებისთვის იყოს საინტერესო. ეს საოცარი თვისებაა!

დანელიამ შეძლო იშვიათი რამ: მის ფილმებში მონაწილეობდნენ როგორც რუსი, ისე ქართველი მსახიობები, მაგრამ ფილმი საქართველოს შესახებ იყო! ეს იყო ქართული ისტორია ქართული იუმორით.

და ყველას რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ფილმი იყო არა უცხო ქვეყანაზე, არამედ რაღაც ძალიან ახლობელსა და მშობლიურზე.

ყველა ახალი ამბავი
0