მოსკოვის ერთ-ერთ ქუჩას შეიძლება გიორგი დანელიას სახელი ეწოდოს

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშიგიორგი დანელია
გიორგი დანელია - Sputnik საქართველო
გამოწერა
კინორეჟისორს 9 აპრილს მოსკოვის ნოვოდევიჩის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. რუსეთში ქართული დიასპორა ინიციატივით გამოვიდა, რომ მოსკოვის ერთ-ერთ სკვერს ან ქუჩას რეჟისორ გიორგი დანელიას სახელი ეწოდოს, განაცხადა „Sputnik საქართველოსთან" რუსეთში ქართული ეროვნულ–კულტურული ავტონომიის პრეს–მდივანმა ანდრო ივანოვმა.

გიორგი დანელიას ნოვოდევიჩის სასაფლაოზე დაკრძალავენ>>>

შესაბამისი შუამდგომლობით ქართული საზოგადოება მოსკოვის მერს სერგეი სობიანინს და მოსკოვის საქალაქო დუმას მიმართავს.

„მისი ფილმები „მიმინო", „არ დაიდარდო", „ქინ-ძა-ძა" და სხვები საბჭოთა კინოს ნამდვილი მარგალიტებია, რომლებიც დღეისათვის რუსეთის, საქართველოს და მსოფლიო კინემატოგრაფის საერთო მონაპოვარია. ვითხოვთ ასევე გათვალისწინებული იყოს ის ფაქტი, რომ მისი კინოფილმი „დავდივარ მოსკოვის ქუჩებში" საბჭოთა ეპოქის რუსეთის დედაქალაქის სავიზიტო ბარათი გახდა. იმ ქუჩის არსებობა, რომელსაც სახელი იმ ადამიანის საპატივცემულოდ დაერქვა, რომელმაც საკუთარი სიყვარული და ენერგია მოსკოვს მიუძღვნა, სიმბოლური იქნებოდა", - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ივანოვმა განაცხადა, აღნიშნული საკითხის განხილვა რამდენიმე წლის შემდეგ მოხდება, რამდენადაც რუსული კანონმდებობით ქუჩის სახელის გადარქმევა ადამიანის საპატივცემულოდ, მისი გარდაცვალებიდან ორი წლის შემდეგ არის შესაძლებელი.

გიორგი დანელია - Sputnik საქართველო
პრემიერ-მინისტრი: დანელიას ფილმები თაობებს აერთიანებს

„თუმცა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს უფრო ადრე მოხდება, რამდენადაც არსებობს გამონაკლისი", - განაცხადა ივანოვმა.

დანელია 4 აპრილს 88 წლისა გარდაიცვალა. მას გული გაუჩერდა. კინორეჟისორს 9 აპრილს მოსკოვის ნოვოდევიჩის სასაფლაოზე დაკრძალავენ.

დანელია საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში 24 თებერვალს გადაიყვანეს ფილტვის ანთებით. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმე იყო. სუნთქვის სტაბილიზაციისთვის ექიმებმა რეჟისორი სპეციალურად შეიყვანეს ხელოვნური კომის მდგომარეობაში. სამ დღეში მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა და ის კომიდან გამოიყვანეს. მას შემდეგ ის მკურნალობას საავადმყოფოში აგრძელებდა.

რამდენიმე დღის წინ დანელიას მეუღლემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ რეჟისორი თავს უკეთ გრძნობდა. მაგრამ დღეს დანელიას ახლობლებმა მისი გარდაცვალების შესახებ განაცხადეს.

გიორგი დანელია – საბჭოთა კინორეჟისორი და სცენარისტი. მისი ყველაზე ცნობილი ფილმებია „არ დაიდარდო", „აფონია", „დავდივარ მოსკოვის ქუჩებში", „მიმინო", „შემოდგომის მარათონი", „ქინ-ძა-ძა", „პასპორტი".

 

ყველა ახალი ამბავი
0