პრემიერ-მინისტრი: დანელიას ფილმები თაობებს აერთიანებს

© photo: Sputnik / Sergey Pyatakovგიორგი დანელია
გიორგი დანელია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველმა პრემიერმა დანელიას დიდი ხელოვანი უწოდა

თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. დანელიას კინოშედევრების სიყვარული ყველა თაობას აერთიანებს, ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის სამძიმრის წერილში, რომელიც მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

გიორგი დანელიას სევდიანი კომედიები: მეგობრები იხსენებენ >>

ცნობილი კინორეჟისორი გიორგი დანელია 4 აპრილს 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ კინორეჟისორ გიორგი დანელიას გარდაცვალების გამო. გიორგი დანელიას კინოშედევრების სიყვარული ყველა თაობას აერთიანებს, რაც მხოლოდ დიდ ხელოვანს შეუძლია“, – აღნიშნულია პრემიერის სამძიმრის წერილში.

გიორგი დანელია - Sputnik საქართველო
გიორგი დანელია: გზა არქიტექტორობიდან გენიალურ კინორეჟისორობამდე

დანელია საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში 24 თებერვალს გადაიყვანეს ფილტვის ანთებით. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმე იყო. სუნთქვის სტაბილიზაციისთვის ექიმებმა რეჟისორი სპეციალურად შეიყვანეს ხელოვნური კომის მდგომარეობაში. სამ დღეში მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა და ის კომიდან გამოიყვანეს. მას შემდეგ ის მკურნალობას საავადმყოფოში აგრძელებდა.

რამდენიმე დღის წინ დანელიას მეუღლემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ რეჟისორი თავს უკეთ გრძნობდა. მაგრამ დღეს დანელიას ახლობლებმა მისი გარდაცვალების შესახებ განაცხადეს.

გიორგი დანელია – საბჭოთა კინორეჟისორი და სცენარისტი. მისი ყველაზე ცნობილი ფილმებია „არ დაიდარდო", „აფონია", „დავდივარ მოსკოვის ქუჩებში", „მიმინო", „შემოდგომის მარათონი", „ქინ-ძა-ძა", „პასპორტი".

ყველა ახალი ამბავი
0