ერევანი – სომხეთის დედაქალაქი და ქვეყნის უდიდესი ქალაქი. ყოფილი სახელებია ერებუნი და ერივანი. ერევანი გაშენებულია მდინარე რაზდანზე. ის მსოფლიოს ერთ–ერთი უძველესი ქალაქია. ერევანში მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ერევანი სომხეთის ისტორიის ლიტერატურაში პირველად მეექვსე საუკუნეშია ნახსენები. ერევნის ეკონომიკური და პოლიტიკური მნიშვნელობა მეცამეტე საუკუნიდან იზრდება. ეკონომიკური აღმავლობა დაიწყო მევიდმეტე საუკუნეში. მეცხრამეტე საუკუნეში ეკონომიკურ მომძლავრებას ხელი შეუწყო რკინიგზის განვითარებამ 1902 წელს ერევანი რკინიგზით დაუკავშირდა თბილისს, 1908 წელს ჯულფას. ერევანში მრავალი ღირსშესანიშნაობაა, მათ შორის, ერევნის სამების ეკლესია, ერევნის წმინდა გრიგოლ განმანათლებლის საკათედრო ტაძარი, ზორავორის ღვთისმშობლის ეკლესია, ერევნის ბოტანიკური ბაღი, მუზეუმები და სხვა.
გაეცანით სიახლეებს ერევნის შესახებ Sputnik–საქართველოს მეშვეობით.