https://sputnik-georgia.com/20240128/saqartvelom-mezoblebis-statusi-gaatanabra-ras-secvlis-strategiuli-urtiertobebi-erevantan-285945052.html
საქართველომ მეზობლების სტატუსი გაათანაბრა: რას შეცვლის სტრატეგიული ურთიერთობები ერევანთან
საქართველომ მეზობლების სტატუსი გაათანაბრა: რას შეცვლის სტრატეგიული ურთიერთობები ერევანთან
Sputnik საქართველო
ქვეყნებს დიდი ხანია ესაჭიროებოდათ კონტაქტების განახლება და დღის წესრიგის კორექტირება, მიაჩნია ექსპერტს 28.01.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-01-28T16:14+0400
2024-01-28T16:14+0400
2024-02-07T21:01+0400
ახალი ამბები
საქართველო
სომხეთი
ერევანი
კავკასია
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1a/283692150_0:165:1148:811_1920x0_80_0_0_7c295a0e403c24844cde148814a4f428.jpg
თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. სომხეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრებმა ნიკოლ ფაშინიანმა და ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში გამართულ შეხვედრაზე ოფიციალურად დაამტკიცეს ორმხრივი ურთიერთობების ახალი ეტაპი და ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს, წერს Sputnik-სომხეთი.სომხური მხარე ამისკენ ბოლო წლებში მიისწრაფოდა. 2019 წლიდან ერევანი თბილისს ურთიერთობების გაღრმავებას და სტრატეგიულ დონეზე აყვანას სთავაზობდა. ამის დასტურია საქართველოს მაშინდელი პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძისა და ნიკოლ ფაშინიანის არაფორმალური შეხვედრების ფორმატი.2021 წელს სომხურმა მხარემ საქართველოსთან დაკავშირებული გეგმები მთავრობის ხუთწლიან პროგრამაში დააფიქსირა. ერევანმა გამოკვეთა საქართველოსთან „განსაკუთრებული და კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარების“ კურსი, ხოლო თბილისთან საკომუნიკაციო კავშირების გაუმჯობესებას მისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია. მთელი ამ წლების განმავლობაში ორმხრივი ურთიერთობები ვითარდებოდა პრაგმატული პარტნიორობის ხაზით.ფაშინიანი: საქართველო და სომხეთი საბაჟო პროცედურების გამარტივებაზე მუშაობენ >>სტრატეგიული შეთანხმების გაფორმების კომენტირებისას, რომელსაც არსებითად ისტორიული მნიშვნელობა აქვს, საქართველოს საკითხებში ექსპერტმა ჯონი მელიქიანმა აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი აბალანსებს თბილისის ურთიერთობას მეზობლებთან.მან აღნიშნა, რომ საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობა აზერბაიჯანთან და თურქეთთან 2007 წლიდან აქვს.მისი თქმით, სხვადასხვა გეოპოლიტიკური ცვლილების ფონზე, მათ შორის ბაქოს აგრესიის ჩათვლით ერევნის წინააღმდეგ სომხეთის ტერიტორიების შემდგომ ოკუპაციასთან ერთად, საქართველომ გადააფასა და გადახედა თავისი როლი რეგიონში და რეგიონული პროცესების გავლენის ხარისხი თავის ქვეყანაზე.გარდა ამისა, ბოლოს ქვეყნებმა მეგობრობის, თანამშრომლობისა და ორმხრივი უსაფრთხოების ხელშეკრულება 2001 წელს გააფორმეს. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და გაჩნდა სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში კორექტირების და ახალი ელემენტების შემოტანის საჭიროება.ექსპერტმა განმარტა, რომ შეთანხმება გახდება სტიმული ყველა სფეროში ურთიერთობების განვითარებისთვის. ის უახლოეს 5-7 წელიწადში პროგნოზირებს სავაჭრო ბრუნვის გაორმაგებას (ამჟამად ის 1 მილიარდ დოლარს აღემატება - რედ.), ინვესტიციების და ერთობლივი პროექტების ზრდას. ერთ-ერთი ასეთი პროექტი შეიძლება გახდეს ერევნის ჩართვა შავი ზღვის ელექტროკაბელის ინიციატივაში, რაზეც ფაშინიანი ასევე საუბრობდა თბილისში გამართულ ბრიფინგზე.საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მემორანდუმი გაფორმდა >>რაც შეეხება ქვეყნების შეთანხმებას სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის თემაზე, მელიქიანი ამას უფრო ორივე მხარის პოლიტიკური ნების და გადაწყვეტილების საკითხად მიიჩნევს.საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში. 2023 წლის ივლისიდან ქვეყნებს შორის საზღვრის გადაკვეთა ID-ბარათებით არის შესაძლებელი.2024 წლის იანვარში მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას სტრატეგიული პარტნიორობის დაწყების შესახებ. სომხეთი საქართველოს ათ ძირითად სავაჭრო პარტნიორს შორის ერთ-ერთია. საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2023 წელს 1,1 მილიარდი დოლარი შეადგინა.
საქართველო
სომხეთი
ერევანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1a/283692150_70:151:950:811_1920x0_80_0_0_84e084369c637004b95e7cd35be152eb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, სომხეთი, ერევანი , კავკასია, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, სომხეთი, ერევანი , კავკასია, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველომ მეზობლების სტატუსი გაათანაბრა: რას შეცვლის სტრატეგიული ურთიერთობები ერევანთან
16:14 28.01.2024 (განახლებულია: 21:01 07.02.2024) ქვეყნებს დიდი ხანია ესაჭიროებოდათ კონტაქტების განახლება და დღის წესრიგის კორექტირება, მიაჩნია ექსპერტს
თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. სომხეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრებმა ნიკოლ ფაშინიანმა და ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში გამართულ შეხვედრაზე ოფიციალურად დაამტკიცეს ორმხრივი ურთიერთობების ახალი ეტაპი და ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს, წერს Sputnik-სომხეთი.
სომხური მხარე ამისკენ ბოლო წლებში მიისწრაფოდა. 2019 წლიდან ერევანი თბილისს ურთიერთობების გაღრმავებას და სტრატეგიულ დონეზე აყვანას სთავაზობდა. ამის დასტურია საქართველოს მაშინდელი პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძისა და ნიკოლ ფაშინიანის არაფორმალური შეხვედრების ფორმატი.
2021 წელს სომხურმა მხარემ საქართველოსთან დაკავშირებული გეგმები მთავრობის ხუთწლიან პროგრამაში დააფიქსირა. ერევანმა გამოკვეთა საქართველოსთან „განსაკუთრებული და კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარების“ კურსი, ხოლო თბილისთან საკომუნიკაციო კავშირების გაუმჯობესებას მისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა გააჩნია. მთელი ამ წლების განმავლობაში ორმხრივი ურთიერთობები ვითარდებოდა პრაგმატული პარტნიორობის ხაზით.
სტრატეგიული შეთანხმების გაფორმების კომენტირებისას, რომელსაც არსებითად ისტორიული მნიშვნელობა აქვს, საქართველოს საკითხებში ექსპერტმა ჯონი მელიქიანმა აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი აბალანსებს თბილისის ურთიერთობას მეზობლებთან.
მან აღნიშნა, რომ საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობა აზერბაიჯანთან და თურქეთთან 2007 წლიდან აქვს.
„სომხეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ აუცილებელია საქართველოსთან ურთიერთობებისთვის სტრატეგიული ხასიათის მინიჭება. საქართველო ამ მხრივ 2022 წლამდე აქტიურობას არ იჩენდა", - განაცხადა მელიქიანმა.
მისი თქმით, სხვადასხვა გეოპოლიტიკური ცვლილების ფონზე, მათ შორის ბაქოს აგრესიის ჩათვლით ერევნის წინააღმდეგ სომხეთის ტერიტორიების შემდგომ ოკუპაციასთან ერთად, საქართველომ გადააფასა და გადახედა თავისი როლი რეგიონში და რეგიონული პროცესების გავლენის ხარისხი თავის ქვეყანაზე.
გარდა ამისა, ბოლოს ქვეყნებმა მეგობრობის, თანამშრომლობისა და ორმხრივი უსაფრთხოების ხელშეკრულება 2001 წელს გააფორმეს. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და გაჩნდა სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში კორექტირების და ახალი ელემენტების შემოტანის საჭიროება.
ექსპერტმა განმარტა, რომ შეთანხმება გახდება სტიმული ყველა სფეროში ურთიერთობების განვითარებისთვის. ის უახლოეს 5-7 წელიწადში პროგნოზირებს სავაჭრო ბრუნვის გაორმაგებას (ამჟამად ის 1 მილიარდ დოლარს აღემატება - რედ.), ინვესტიციების და ერთობლივი პროექტების ზრდას. ერთ-ერთი ასეთი პროექტი შეიძლება გახდეს ერევნის ჩართვა შავი ზღვის ელექტროკაბელის ინიციატივაში, რაზეც ფაშინიანი ასევე საუბრობდა თბილისში გამართულ ბრიფინგზე.
რაც შეეხება ქვეყნების შეთანხმებას სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის თემაზე, მელიქიანი ამას უფრო ორივე მხარის პოლიტიკური ნების და გადაწყვეტილების საკითხად მიიჩნევს.
საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში. 2023 წლის ივლისიდან ქვეყნებს შორის საზღვრის გადაკვეთა ID-ბარათებით არის შესაძლებელი.
2024 წლის იანვარში მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას სტრატეგიული პარტნიორობის დაწყების შესახებ. სომხეთი საქართველოს ათ ძირითად სავაჭრო პარტნიორს შორის ერთ-ერთია. საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2023 წელს 1,1 მილიარდი დოლარი შეადგინა.