https://sputnik-georgia.com/20220128/qartul-somxuri-samartlebrivi-porumi-tebervalshi-gaimarteba-263960247.html
თბილისში ქართულ–სომხური სამართლებრივი ფორუმი თებერვალში გაიმართება
თბილისში ქართულ–სომხური სამართლებრივი ფორუმი თებერვალში გაიმართება
Sputnik საქართველო
რატი ბრეგაძემ იმედი გამოთქვა, რომ ქართულ–სომხური ურთიერთობები მომავალშიც წარმატებული იქნება. 28.01.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-01-28T16:19+0400
2022-01-28T16:19+0400
2022-01-28T20:39+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველო
ერევანი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/0f/252028518_0:0:3000:1688_1920x0_80_0_0_ff398c144a19c873577cd5baaa57d5c2.jpg
თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. ქართულ–სომხური სამართლებრივი ფორუმი საქართველოში მიმდინარე წლის თებერვალში გაიმართება, განაცხადა ქვეყნის იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძე სომხეთში ვიზიტის შეჯამებისას.ბრეგაძე ერევანში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა. მან ბოლო ოფიციალური შეხვედრა სომხეთის პარლამენტის სპიკერთან ალენ სიმონიანთან გამართა.მინისტრმა სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეს თანამშრომლობის ახალი ფორმატი გააცნო, რომელსაც ორ ქვეყანას შორის გუშინ გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს.როგორც მინისტრმა აღნიშნა, სომხური მხარე დაინტერესებულია ქართული ნოვაციებით – მობილური იუსტიციის სახლებითა და მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმით. ვიზიტის ფარგლებში ქართულმა მხარემ სომხეთში მასშტაბური პრეზენტაცია გამართა.მინისტრმა სომეხ კოლეგა კარენ ანდრეასიანს მადლობა გადაუხადა იმისათვის, რომ საშუალება მიეცა, არმავირის პენიტენციურ დაწესებულებაში მოენახულებინა საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც სასჯელს სომხეთში იხდიან. „მინდა ჩვენს სომეხ კოლეგებს გადავუხადო მადლობა იმისათვის, რომ პატიმრების უფლებრივი მდგომარეობა ძალიან მაღალი სტანდარტით არის დაცული“, – განაცხადა ბრეგაძემ.იუსტიციის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ქართულ–სომხური ურთიერთობები მომავალშიც წარმატებული იქნება.საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 17 ივლისს დამყარდა. ქვეყნები ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობენ. ქვეყნებს შორის მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი და სომხეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ათეულში შედის.
https://sputnik-georgia.com/20220127/rati-bregazem-somxetsi-armaviris-cixe-daatvaliera-263940284.html
საქართველო
ერევანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/0f/252028518_329:0:3000:2003_1920x0_80_0_0_a7a443b5da4746e99058fdd568e7bd00.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, ერევანი
პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, ერევანი
თბილისში ქართულ–სომხური სამართლებრივი ფორუმი თებერვალში გაიმართება
16:19 28.01.2022 (განახლებულია: 20:39 28.01.2022) რატი ბრეგაძემ იმედი გამოთქვა, რომ ქართულ–სომხური ურთიერთობები მომავალშიც წარმატებული იქნება.
თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. ქართულ–სომხური სამართლებრივი ფორუმი საქართველოში მიმდინარე წლის თებერვალში გაიმართება, განაცხადა ქვეყნის იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძე სომხეთში ვიზიტის შეჯამებისას.
ბრეგაძე ერევანში ორდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა. მან ბოლო ოფიციალური შეხვედრა სომხეთის პარლამენტის სპიკერთან ალენ სიმონიანთან გამართა.
მინისტრმა სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარეს თანამშრომლობის ახალი ფორმატი გააცნო, რომელსაც ორ ქვეყანას შორის გუშინ გაფორმებული მემორანდუმი ითვალისწინებს.
„ორი დღის განმავლობაში საკმაოდ დატვირთული დღის წესრიგი გვქონდა. ამ დღეებში ჩვენ შევჯერდით თანამშრომლობის სრულიად ახალ ფორმებზე და ამის პირველი გამოხატულება იქნება ქართულ–სომხური სამართლებრივი ფორუმი, რომელიც თებერვალში საქართველოში გაიმართება“, – განაცხადა ბრეგაძემ.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, სომხური მხარე დაინტერესებულია ქართული ნოვაციებით – მობილური იუსტიციის სახლებითა და მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმით. ვიზიტის ფარგლებში ქართულმა მხარემ სომხეთში მასშტაბური პრეზენტაცია გამართა.
მინისტრმა სომეხ კოლეგა კარენ ანდრეასიანს მადლობა გადაუხადა იმისათვის, რომ საშუალება მიეცა, არმავირის პენიტენციურ დაწესებულებაში მოენახულებინა საქართველოს ის მოქალაქეები, რომლებიც სასჯელს სომხეთში იხდიან.
„მინდა ჩვენს სომეხ კოლეგებს გადავუხადო მადლობა იმისათვის, რომ პატიმრების უფლებრივი მდგომარეობა ძალიან მაღალი სტანდარტით არის დაცული“, – განაცხადა ბრეგაძემ.
იუსტიციის მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ ქართულ–სომხური ურთიერთობები მომავალშიც წარმატებული იქნება.
საქართველოსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 17 ივლისს დამყარდა. ქვეყნები ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობენ. ქვეყნებს შორის მოქმედებს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი და სომხეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ათეულში შედის.