რატი ბრეგაძემ სომხეთში არმავირის ციხე დაათვალიერა

© Sputnik / Ministry of Justice of Georgiaსაქართველოს და იუსტიციის მინისტრები რატი ბრეგაძე და კარენ ანდრეასიანი
საქართველოს და იუსტიციის მინისტრები რატი ბრეგაძე და კარენ ანდრეასიანი - Sputnik საქართველო, 1920, 27.01.2022
გამოწერა
იუსტიციის მინისტრი გაესაუბრა საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც სასჯელს არმავირის ციხეში იხდიან
თბილისი, 27 იანვარი – Sputnik. საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სომხეთში ვიზიტის ფარგლებში არმავირის სასჯელაღსრულების დაწესებულებას ეწვია, ნათქვამია ქართული უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
იუსტიციის მინისტრმა ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და არმავირის ციხეში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს გაესაუბრა. სომხეთში სასჯელს 7 საქართველოს მოქალაქე იხდის.
ქართულმა დელეგაციამ დაათვალიერა სასჯელაღსრულების დაწესებულების დაცვისა და სამედიცინო განყოფილებები, ასევე სამზარეულო და სასადილო.
„არმავირის ციხეში ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი მიმდინარეობს, ახალი დამონტაჟებულია ვიდეოსამეთვალყურეო სისტემა და ციხის მხოლოდ ერთი ნაწილია გარემონტებული“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ოთხშაბათს ბრეგაძე სომხეთის იუსტიციის მინისტრს კარენ ანდრეასიანს შეხვდა.
მხარეებმა განიხილეს გამოცდილების გაცვლის შესაძლებლობა: სომხეთისთვის განიხილებოდა ქართული იუსტიციის სახლების გადმოღების პერსპექტივები, საქართველოსთვის კი მანდატურის სამსახურის რეფორმირების გამოცდილება, ასევე გამოცდილება საჯარო სერვისების მიწოდებაში, რომელიც სომხეთს აქვს განხორციელებული.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად იმუშავებდნენ ყალბი დოკუმენტების ბრუნვის აღსაკვეთად. მხარეებმა დაიწყეს მზადება იურისტთა სომხურ-ქართული ფორუმისთვის, რომელიც თებერვალში გაიმართება.
წყარო - საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ყველა ახალი ამბავი
0