https://sputnik-georgia.com/20220816/afetqeba-erevnis-bazroba-surmaluze-269478504.html
მაშველებმა აფეთქებული ბაზრობის ნანგრევებში ბავშვისა და ორსული ქალის ცხედრები იპოვეს
მაშველებმა აფეთქებული ბაზრობის ნანგრევებში ბავშვისა და ორსული ქალის ცხედრები იპოვეს
Sputnik საქართველო
თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. ერევანში „სურმალუს“ ბაზრობაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 16 ადამიანს მიაღწია, იუწყება ქვეყნის საგანგებო... 16.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-16T09:42+0400
2022-08-16T09:42+0400
2023-07-20T15:46+0400
მსოფლიო დღეს
სომხეთი
ერევანი
შემთხვევები
კავკასია
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/0f/269470786_0:317:3077:2047_1920x0_80_0_0_64596920c46c14fd8df64d2e8f304cbe.jpg
თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. ერევანში „სურმალუს“ ბაზრობაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 16 ადამიანს მიაღწია, იუწყება ქვეყნის საგანგებო სიტუაციათა სამსახური.გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო საათებში მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ექვსი ცხედარი ამოიყვანეს, მათ შორის ერთი ბავშვია.ამ დროისათვის უგზოუკვლოდ დაკარგულად 18 ადამიანი მიიჩნევა. აფეთქების შედეგად დაშავდა 60 კაცი. მათგან 12 ჯერ ისევ საავადმყოფოებშია.სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება, მასში 170 კაცზე მეტია ჩართული.„სურმალუს“ ბაზრობაზე აფეთქება 14 აგვისტოს მოხდა. ერევნის მერიის ინფორმაციით, აფეთქდა პიროტექნიკის საწყობი, რასაც შემდეგ ძლიერი ხანძარი მოჰყვა. საგანგებო სიტუაციათა სამსახურში ტერაქტის ვერსიას გამორიცხავენ. საგამოძიებო კომიტეტმა საქმე სახანძრო უსაფრთხოების წესების და იოლად აალებადი მასალების შენახვის წესების დარღვევის მუხლით აღძრა, რასაც გაუფრთხილებლობით ადამიანების დაღუპვა მოჰყვა.
სომხეთი
ერევანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/0f/269470786_117:0:2846:2047_1920x0_80_0_0_459040576992e0c5ad589d68eada7cee.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სომხეთი, ერევანი , შემთხვევები, კავკასია, მსოფლიოს ახალი ამბები
სომხეთი, ერევანი , შემთხვევები, კავკასია, მსოფლიოს ახალი ამბები
მაშველებმა აფეთქებული ბაზრობის ნანგრევებში ბავშვისა და ორსული ქალის ცხედრები იპოვეს
09:42 16.08.2022 (განახლებულია: 15:46 20.07.2023) თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. ერევანში „სურმალუს“ ბაზრობაზე მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 16 ადამიანს მიაღწია, იუწყება ქვეყნის საგანგებო სიტუაციათა სამსახური.
გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო საათებში მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ექვსი ცხედარი ამოიყვანეს, მათ შორის ერთი ბავშვია.
„სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შედეგად აღმოჩენილია 15 ცხედარი. აქედან ცხრა პირის ვინაობა, მათ შორის ბავშვისა, ჯერჯერობით დაუდგენელია“, — ნათქვამია საგანგებო სიტუაციათა სამსახურის განცხადებაში.
ამ დროისათვის უგზოუკვლოდ დაკარგულად 18 ადამიანი მიიჩნევა. აფეთქების შედეგად დაშავდა 60 კაცი. მათგან 12 ჯერ ისევ საავადმყოფოებშია.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება, მასში 170 კაცზე მეტია ჩართული.
„სურმალუს“ ბაზრობაზე აფეთქება 14 აგვისტოს მოხდა. ერევნის მერიის ინფორმაციით, აფეთქდა პიროტექნიკის საწყობი, რასაც შემდეგ ძლიერი ხანძარი მოჰყვა. საგანგებო სიტუაციათა სამსახურში ტერაქტის ვერსიას გამორიცხავენ. საგამოძიებო კომიტეტმა საქმე სახანძრო უსაფრთხოების წესების და იოლად აალებადი მასალების შენახვის წესების დარღვევის მუხლით აღძრა, რასაც გაუფრთხილებლობით ადამიანების დაღუპვა მოჰყვა.