https://sputnik-georgia.com/20221209/sabavsvo-evrovizia-xmis-micema-onlain-272856003.html
„საბავშვო ევროვიზიაზე“ ხმის მიცემა ონლაინ 9 დეკემბერს დაიწყება
„საბავშვო ევროვიზიაზე“ ხმის მიცემა ონლაინ 9 დეკემბერს დაიწყება
Sputnik საქართველო
სიმღერის საიუბილეო კონკურსზე, რომელიც ერევანში 11 დეკემბერს ჩატარდება, საქართველოს წარმომადგენელი მარიამ ბიგვავა მერვე ნომრით გამოვა. 09.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-09T10:33+0400
2022-12-09T10:33+0400
2022-12-09T14:54+0400
კულტურა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
ერევანი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/07/272809913_0:208:2000:1333_1920x0_80_0_0_b42457c6ac85b9313f8c31c8b5ae9f39.jpg
თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. ონლაინ ხმის მიცემა სიმღერის საერთაშორისო კონკურსზე „საბავშვო ევროვიზია - 2022“ 9 დეკემბერს დაიწყება, ნათქვამია Junior Eurovision Song Contest-ის ვებ-გვერდზე.სასურველი კონკურსანტისთვის ხმის მისაცემად საჭიროა მისი კლიპის ნახვა ბოლომდე და შემდეგ ხმის მიცემა. ფავორიტ კონკურსანტთან ერთად კიდევ ორი შემსრულებლის აღნიშვნა შეიძლება. კენჭისყრა 23:00 საათზე დაიწყება.სიმღერის მეოცე საიუბილეო კონკურსზე, რომელიც ერევანში 11 დეკემბერს ჩატარდება, საქართველოს წარმომადგენელი მარიამ ბიგვავა მერვე ნომრით გამოვა.ზედიზედ მეხუთე წელია „საბავშვო ევროვიზიის“ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ქართველ კონკურსანტს „პირველი არხის“ პროექტ „რანინაზე“ ირჩევენ. საუკეთესო შემსრულებელს პროფესიონალური ჟიური რამდენიმე საკონკურსო ტურის შედეგად ირჩევს. წელს შოუს გამარჯვებული მარიამ ბიგვავა გახდა.საქართველო „საბავშვო ევროვიზიაში“ 2007 წლიდან მონაწილეობს და ამ კონკურსის გამარჯვებული სამჯერ გახდა – 2008, 2011 და 2016 წლებში. შარშან საქართველოს წარმომადგენელმა ნიკო ქაჯაიამ „საბავშვო ევროვიზია 2021“-ზე მეოთხე ადგილი (163 ქულა) დაიკავა. პირველ ადგილზე სომხეთის წარმომადგენელი მალენა გავიდა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
ერევანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/07/272809913_116:0:1893:1333_1920x0_80_0_0_b2c7ea25f0042e6ae706fb1ffeb3ee2c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
კულტურა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ერევანი
კულტურა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ერევანი
„საბავშვო ევროვიზიაზე“ ხმის მიცემა ონლაინ 9 დეკემბერს დაიწყება
10:33 09.12.2022 (განახლებულია: 14:54 09.12.2022) სიმღერის საიუბილეო კონკურსზე, რომელიც ერევანში 11 დეკემბერს ჩატარდება, საქართველოს წარმომადგენელი მარიამ ბიგვავა მერვე ნომრით გამოვა.
თბილისი, 9 დეკემბერი — Sputnik. ონლაინ ხმის მიცემა სიმღერის საერთაშორისო კონკურსზე „საბავშვო ევროვიზია - 2022“ 9 დეკემბერს დაიწყება, ნათქვამია Junior Eurovision Song Contest-ის
ვებ-გვერდზე.
სასურველი კონკურსანტისთვის ხმის მისაცემად საჭიროა მისი კლიპის ნახვა ბოლომდე და შემდეგ ხმის მიცემა. ფავორიტ კონკურსანტთან ერთად კიდევ ორი შემსრულებლის აღნიშვნა შეიძლება. კენჭისყრა 23:00 საათზე დაიწყება.
სიმღერის მეოცე საიუბილეო კონკურსზე, რომელიც ერევანში 11 დეკემბერს ჩატარდება, საქართველოს წარმომადგენელი მარიამ ბიგვავა მერვე ნომრით გამოვა.
ზედიზედ მეხუთე წელია „საბავშვო ევროვიზიის“ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად ქართველ კონკურსანტს „პირველი არხის“ პროექტ „რანინაზე“ ირჩევენ. საუკეთესო შემსრულებელს პროფესიონალური ჟიური რამდენიმე საკონკურსო ტურის შედეგად ირჩევს. წელს შოუს გამარჯვებული მარიამ ბიგვავა გახდა.
საქართველო „საბავშვო ევროვიზიაში“ 2007 წლიდან მონაწილეობს და ამ კონკურსის გამარჯვებული სამჯერ გახდა – 2008, 2011 და 2016 წლებში. შარშან საქართველოს წარმომადგენელმა ნიკო ქაჯაიამ „საბავშვო ევროვიზია 2021“-ზე მეოთხე ადგილი (163 ქულა) დაიკავა. პირველ ადგილზე სომხეთის წარმომადგენელი მალენა გავიდა.