https://sputnik-georgia.com/20220223/deputatebi-erevanshi-shexvedrebs-martaven-264703427.html
საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ერევანში ორმხრივი შეხვედრები გამართა
საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ერევანში ორმხრივი შეხვედრები გამართა
Sputnik საქართველო
„ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეა შედგება ევროპარლამენტის და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების დელეგაციებისგან.
2022-02-23T13:40+0400
2022-02-23T13:40+0400
2022-02-23T19:52+0400
საქართველო
ერევანი
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23741/86/237418664_0:85:1600:985_1920x0_80_0_0_5b4845915e3c4dbbce20becc27863d53.jpg
თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ, ევროპასთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით, ერევანში „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეის სხდომაში მიიღო მონაწილეობა.საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტებმა მაკა ბოჭორიშვილმა და ანდრიუს კუბილიუსმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან შეხვედრები გამართეს.შეხვედრებზე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები და რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა რეგიონში მშვიდობისა სტაბილურობის უზრუნველყოფის აუცილებლობა.სალომე ზურაბიშვილმა საქართველოსთვის „ევრონესტის“ მნიშვნელობა განმარტა>>>მაკა ბოჭორიშვილმა საქართველო-სომხეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის სხვადასხვა მიმართულებით აქტიურად მუშაობის მზადყოფნა გამოთქვა.ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ლევან ქარუმიძემ შეხვედრა გამართა სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ჰაკობ არშაკიანთან. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე.„ევრონესტი“ – პარლამენტთაშორისი ასამბლეაა, რომელიც შექმნილია ევროკავშირთან „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის მონაწილე სახელმწიფოების დასაახლოებლად.პროექტი „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ არის ევროკავშირის ღია თანამშრომლობის პროგრამა ექვს ქვეყანასთან – სომხეთთან, აზერბაიჯანთან, ბელარუსთან, საქართველოსთან, მოლდავეთთან და უკრაინასთან. პროგრამა არ ითვალისწინებს ევროკავშირის წევრობას, მაგრამ ითვალისწინებს ამ ორგანიზაციასთან პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებას.წყარო: საქართველოს პარლამენტი
საქართველო
ერევანი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23741/86/237418664_88:0:1512:1068_1920x0_80_0_0_aa3fe6ea169285aec273f65cd99f4e86.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო ერევანი პარლამენტი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა
საქართველო ერევანი პარლამენტი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა
საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ერევანში ორმხრივი შეხვედრები გამართა
13:40 23.02.2022 (განახლებულია: 19:52 23.02.2022) „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეა ევროპარლამენტისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების დელეგაციებისგან შედგება.
თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ, ევროპასთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით, ერევანში „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეის სხდომაში მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში „ევრონესტის“ საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტებმა მაკა ბოჭორიშვილმა და ანდრიუს კუბილიუსმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან შეხვედრები გამართეს.
შეხვედრებზე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები და რეგიონში მიმდინარე პროცესები განიხილეს. ხაზგასმით აღინიშნა რეგიონში მშვიდობისა სტაბილურობის უზრუნველყოფის აუცილებლობა.
მაკა ბოჭორიშვილმა საქართველო-სომხეთს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის სხვადასხვა მიმართულებით აქტიურად მუშაობის მზადყოფნა გამოთქვა.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ლევან ქარუმიძემ შეხვედრა გამართა სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ჰაკობ არშაკიანთან. მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს რეგიონში უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე.
„ევრონესტი“ – პარლამენტთაშორისი ასამბლეაა, რომელიც შექმნილია ევროკავშირთან „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის მონაწილე სახელმწიფოების დასაახლოებლად.
პროექტი „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ არის ევროკავშირის ღია თანამშრომლობის პროგრამა ექვს ქვეყანასთან – სომხეთთან, აზერბაიჯანთან, ბელარუსთან, საქართველოსთან, მოლდავეთთან და უკრაინასთან. პროგრამა არ ითვალისწინებს ევროკავშირის წევრობას, მაგრამ ითვალისწინებს ამ ორგანიზაციასთან პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებას.