ერევანში რუსეთის საელჩოსთან უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს

© photo: Sputnik / Asatur Esayants / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 20.09.2023
გამოწერა
თბილისი, 20 სექტემბერი − Sputnik. ერევანში რუსეთის საელჩოს შენობასთან უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა, ამ დროისათვის იქ 20-მდე პოლიციელი დგას, იუწყება „რია ნოვოსტი" საკუთარ კორესპონდენტზე დაყრდნობით.

„დიპლომატიური მისიის წინ პოლიციის რამდენიმე მსუბუქი ავტომობილი და გაძლიერებული დაცვა დგას. გარდა ამისა, საელჩოსთან ასევე იმყოფება ადგილობრივი ახალგაზრდების მცირე ჯგუფი, მაგრამ ისინი აქტიურად არ გამოხატავენ თავიანთ აზრს და არანაირ ლოზუნგებს არ ყვირიან“, − წერს სააგენტო.

გუშინ ყარაბაღში ვითარების გამწვავების ფონზე ერევანში საპროტესტო აქციები დაიწყო. მოქალაქეები, მთავრობის სახლის გარდა, ასევე შეიკრიბნენ რუსეთის საელჩოს წინ. აქციის მონაწილეებმა თავდაპირველად ნაწილობრივ, შემდეგ კი სრულად დაბლოკეს რუსული დიპლომატიური მისია. რუსეთის საელჩომ ნოტა გაუგზავნა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს და დიპმისიის მუშაობის აღსადგენად ზომების მიღება მოსთხოვა.
შეკრებილები რუსეთისგან მთიან ყარაბაღში ვითარების დარეგულირებას მოითხოვდნენ. ადგილზე ისმოდა ანტირუსული ლოზუნგები და შეძახილები. მოგვიანებით აქციის მონაწილეებსა და ძალოვნებს შორის შეჯახებაც მოხდა, რა დროსაც რამდენიმე მოქალაქე დააკავეს. საბოლოოდ პოლიციამ შენობის განბლოკვა მოახერხა.
აზერბაიჯანმა ყარაბაღში „ლოკალური ხასიათის ანტიტერორისტული ღონისძიებები“ სამშაბათს, 19 სექტემბერს დაიწყო „კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მიზნით“. ბაქოს განცხადებით, აღნიშნული ღონისძიებების ფარგლებში გამოიყენება მაღალი სიზუსტის იარაღი, რომელსაც მწყობრიდან გამოჰყავს სომხეთის შეიარაღებული ძალების ფორმირებების პოზიციები, მათი საცეცხლე წერტილები, ასევე საბრძოლო საშუალებები და სამხედრო დანიშნულების ობიექტები, ხოლო სამოქალაქო მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე შეტევები არ ხორციელდება.
ერევანში ბაქოს ნაბიჯები „ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დაარღვევად“ და ბაქოს „აგრესიულ ნაბიჯებად“ შეაფასეს და განაცხადეს, რომ სომხეთს მთიან ყარაბაღში სამხედრო ძალები არ ჰყავს.
ყველა ახალი ამბავი
0