ავღანეთი, ოფიციალურად ავღანეთის ისლამური სახელმწიფო – სახელმწიფო ცენტრალურ აზიაში. არა აქვს ზღვაზე გასასვლელი. არის ერთ–ერთი უღარიბესი ქვეყანა მსოფლიოში, ავღანეთში 1978 წლიდან სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. ესაზღვრება ირანი, პაკისტანი, ჩინეთი, ინდოეთი. ქვეყანა მდებარეობს აღმოსავლეთისა და დასავლეთის გზაშესაყარზე და ვაჭრობისა და მიგრაციის უძველეს ცენტრს წარმოადგენს. ავღანეთის დედაქალაქია ქაბული. ასევე მნიშვნელოვანი ქალაქებია ყანდაარი, მაზარი შარიფი, ჩარიკარი, ჰერათი. სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ ქვეყანაში თავისი ჯარები შეიყვანა საბჭოთა კავშირმა. ეს 1989 წელს დასრულდა, მაგრამ სამოქალაქო ომი არ დასრულებულა. გაძლიერდა თალიბების გავლენა. ასევე, გაიზარდა ნარკოტიკების წარმოება. 2001 წელს ჩატარდა ოპერაცია აშშ–სა და მისი მოკავშირეების მხარდაჭეროთ და დაამხეს თალიბანის რეჟიმი, მაგრამ ის საბოლოოდ არ განადგურებულა. ბრძოლა ავღანეთში დღესაც მიმდინარეობს. ქვეყანა იყოფა 32 ვილაიეთად. 

გაეცანით სიახლეებს ლატვიის შესახებ Sputnik–საქართველოს მეშვეობით.

 

 

მასალები
პერიოდის არჩევა
კიდევ 20 მასალა
  • ერთი კვირა
  • ერთი თვე
  • ერთი წელი
  • ყველა
ყველა ახალი ამბავი
0