ავღანეთ-პაკისტანის სრულმასშტაბიანი ომი: საფრთხეები რუსეთისა და ცენტრალური აზიისთვის

© AFP 2024 / ASGHAR ACHAKZAIЛюди размахивают флагами талибов в городе Чаман на афгано-пакистанской границе (14 июля 2021). Пакистан
Люди размахивают флагами талибов в городе Чаман на афгано-пакистанской границе (14 июля 2021). Пакистан - Sputnik საქართველო, 1920, 18.03.2026
გამოწერა
16 მარტს ქაბულზე განხორციელებულმა მასირებულმა ავიადარტყმამ კიდევ ერთხელ გაახსენა ყველას ავღანეთ-პაკისტანის ომი, რომელიც „ჩრდილში“ მძაფრდება, ირანის წინააღმდეგ აშშ-ისა და ისრაელის აგრესიის ფონზე. მეზობელი ქვეყნების კონფლიქტური პოტენციალი უკიდურესად მაღალია. პაკისტანს აქვს ბირთვული იარაღი, ხოლო ორი ქვეყნის მოსახლეობა, ჯამში, 295 მილიონს აღწევს. „ცეცხლის“ გავრცელება მრავალ ქვეყანას შეეხება, მათ შორის მეზობელ ტაჯიკეთს, უზბეკეთსა და თურქმენეთს.
„თებერვლის“ ომი მარტში უკვე სრულმასშტაბიან ხასიათს ატარებს. ავღანეთისა და პაკისტანის არმიები ორი კვირაა, აქტიურად იყენებენ ავიაციას, როგორც სასაზღვრო პროვინციებში, ისე მოწინააღმდეგის ტერიტორიის სიღრმეში. ორშაბათს, პაკისტანის უპილოტო აპარატების მიერ ავღანეთის დედაქალაქზე განხორციელებული მასირებული დარტყმის შედეგად, 408 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა. ისლამაბადი უარყოფს სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმას და აცხადებს, რომ სამიზნე იყო იარაღის საწყობები, რომელსაც თალიბები პაკისტანის წინააღმდეგ იყენებენ.
ავღანეთის შეიარაღებულმა ძალებმა 27 თებერვალს დარტყმა მიაყენეს პაკისტანის „ბირთვულ ობიექტს“, ხოლო 13 მარტს დრონებით გაანადგურეს პაკისტანის არმიის სარდლობის ცენტრები და სხვა „სტრატეგიული სამხედრო ობიექტები“ ისლამაბადში. „გაზაფხულის გამწვავება“ სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს რუსეთისთვის, ასევე ცენტრალური და სამხრეთი აზიის ქვეყნებისათვის.
პაკისტანი სამხედრო ძლიერების მსოფლიო რეიტინგში მე-14 ადგილს იკავებს და ასწრებს ესპანეთს, ირანსა და ისრაელს. ამასთან, მას გააჩნია, დაახლოებით, 180 ბირთვული ქობინი, რომელთა მოქმედების რადიუსი 2750 კილომეტრს აღწევს. მეორე მხრივ, თალიბებმა ახლახან დაამარცხეს აშშ-ს არმია, ბირთვული შეკავების მექანიზმი აქ არ მუშაობს. ორი კვირის განმავლობაში ათასობით მებრძოლი დაიღუპა, ასობით ერთეული ჯავშანტექნიკა განადგურდა და ესკალაცია გრძელდება. ათიათასობით ოჯახი დევნილად იქცა. მოწინააღმდეგეთა მნიშვნელოვანი დანაკარგებიც კი პროცესს ვერ აჩერებს.
ავღანეთ-პაკისტანის ომის ირანში პენტაგონისა და ისრაელის თავდაცვის ძალების ოპერაციებთან დროში დამთხვევა შემთხვევითი არ ჩანს. საბრძოლო მოქმედებები ავღანეთისა და პაკისტანის სასაზღვრო პროვინციებში აშშ-სთვის ხელსაყრელია, რადგან, ფაქტობრივად, ბლოკავს ჩინეთის შესაძლო სამხედრო დახმარებას ირანისთვის — პაკისტანის სახმელეთო „კორიდორის“ გავლით.
რუსეთი, ჩინეთი და თურქეთი მზად არიან, შუამავლები გახდნენ ავღანეთ-პაკისტანის კონფლიქტის მოგვარებაში. რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ავღანეთის საკითხებში, ზამირ კაბულოვმა, განაცხადა: „ჩვენ ვცდილობთ, ვიპოვოთ კომპრომისული გამოსავალი, რომელიც საბრძოლო შეჯახებებს შეაჩერებს და პროცესს დიპლომატიურ კალაპოტში გადაიყვანს… იმ შემთხვევაში, თუ ორივე მხარე ერთდროულად მოგვმართავს შუამავლობის თხოვნით. ამ ეტაპზე ასეთი რამ არ ხდება.“
მანამდე, პაკისტანმა ჩინეთის წინადადება შუამავლობისა და დიპლომატიური დარეგულირების შესახებ უარყო. ისლამაბადში მიიჩნევენ, რომ ავღანეთი წარმოადგენს ტერორისტული დაჯგუფებების მებრძოლთა ბაზას, რის გამოც კომპრომისი შეუძლებელია.
ორი, ოდესღაც „ძმური“ ქვეყნის კონფლიქტის საფუძველში პოსტკოლონიური „დურანდის ხაზია“, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოება პაკისტანსა და ავღანეთს შორის საზღვრად აღიარებს. თალიბები ამ ხაზს „გამოგონილად“ მიიჩნევენ. აღსანიშნავია, რომ 1947 წელს ბრიტანეთის ინდოეთის დაშლის შემდეგ, ქაბულს პაკისტანის 2640-კილომეტრიანი საზღვარი არასოდეს უღიარებია, არც ერთი მმართველის პერიოდში. შეთანხმება უფრო რთულია, ომი კი — უფრო ჩვეული. აქედან მოდის ქაოსი, საზღვარგარეთული შეიარაღებული „მოძრავი ჯგუფები“, პერიოდული კონფლიქტები და ავღანელი და პაკისტანელი სამხედროებს შორის სროლები.
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გაყოფილი ეთნოსი — პუშტუნები —ავღანეთსა და პაკისტანში (შესაბამისად, 40% და 60%) ცხოვრობენ. ავტორიტეტულმა ექსპერტმა ვიაჩესლავ ნეკრასოვმა გუშინ RT-სთან ინტერვიუში გაიხსენა, რომ ეს ადამიანები, „რომლებიც მჭიდროდ არიან დაკავშირებული ნათესაური და სავაჭრო კავშირებით, ქვეყნებს შორის სახელმწიფო საზღვარს არასოდეს აღიარებდნენ. დურანდის ხაზზე ასობით გადასასვლელია და ისლამაბადის მცდელობები მათი კონტროლის ქვეშ მოქცევის ან საქონელბრუნვაზე ეკონომიკური შეზღუდვების დაწესების ადრეც იწვევდა სასაზღვრო კონფლიქტებს… ამასთან, ცეცხლს აღვივებენ ისინიც, ვინც გეოგრაფიულად შორს არიან, თუმცა, ახლა ახლომდებარე ტერიტორიაზე იბრძვიან.“
პრობლემა ჯერ კიდევ 2025 წლის შემოდგომაზე „ენთებოდა“: პაკისტანში მოხდა ტერორისტული აქტები, რომელთა ორგანიზატორად ისლამაბადმა პაკისტანის „თალიბანი“ დაასახელა. ეს უკანასკნელი არ წარმოადგენს ავღანური თალიბანის ფილიალს და ქაბულის პროქსი-ომში უფრო მოსალოდნელია პაკისტანის ტერიტორიაზე ბელუჯისტანის „ამბოხებულთა“ გამოყენება. ვინც არ უნდა „ასხამდეს ამ ცეცხლზე ნავთს“, ავღანეთ-პაკისტანის კონფლიქტმა მეზობლებისთვის შექმნა მრავალმხრივი უსაფრთხოების საფრთხეები, ეკონომიკური არასტაბილურობა და შეაფერხა სახელმწიფოშორისი პროექტების განხორციელება (მაგალითად, კორიდორი „ჩრდილოეთი – სამხრეთი“).
რუსეთისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის ავღანეთში სტაბილურობას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. ომის პირობებში ნეიტრალიტეტის შენარჩუნება ძალიან რთულია. „კომერსანტმა“ 17 მარტს აღნიშნა: „რუსეთს აქვს სტრატეგიული კავშირები ინდოეთთან, რომელიც პაკისტანთან მუდმივ დაპირისპირებაში იმყოფება. ბალანსის გადახრა ინდოეთ–ავღანეთის ალიანსის მიმართულებით ყველაზე მოსალოდნელად გამოიყურება, თუმცა, ეს მოსკოვისთვის ისლამაბადთან ურთიერთობების გაციებას ნიშნავს.“ რუსეთის გეოპოლიტიკური მიზნების უფრო ღრმა განხილვაც კი რომ გვერდზე გადავდოთ, პირობითი ალიანსები გაცილებით უფრო რთულ სურათს ქმნის: ერთი მხრივ — ჩინეთი, პაკისტანი და ირანი; მეორე მხრივ — ავღანეთი, ინდოეთი და ისრაელი.
ცნობილია, რომ ინდოეთი 2017 წლიდან განსაკუთრებულ ურთიერთობებს ინარჩუნებს ისრაელთან. ინდოეთის პრემიერ-მინისტრის, ნარენდრა მოდის, 26 თებერვლის სახელმწიფო ვიზიტის დროს, ორმხრივი ურთიერთობები „განსაკუთრებული სტრატეგიული პარტნიორობის“ დონემდე ამაღლდა, მრავალმილიარდიანი ერთობლივი პროექტებით. შესაძლოა, ეს უბრალო დამთხვევა იყოს, თუმცა, მოდის ვიზიტი ირანის წინააღმდეგ აშშ-სა და ისრაელის აგრესიის დაწყებამდე ორი დღით ადრე და ავღანეთ-პაკისტანის ომის დაწყებამდე ერთი დღით ადრე დასრულდა.
აღმოსავლეთი რთული რამაა. მთელმა მსოფლიომ და კაცობრიობის დიდმა ნაწილი შეიძლება, მძიმედ შეიგრძნოს ავღანეთსა და პაკისტანს შორის ომის შედეგები, რომელიც ირანის წინააღმდეგ აშშ-სა და ისრაელის აგრესიის „ჩრდილში“ მძაფრდება.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0