https://sputnik-georgia.com/20221212/rusetma-avstralia-pirferobasidaandanasaula-272961716.html
რუსეთის საგარეო უწყებამ ავსტრალია პირფერობაში დაადანაშაულა
რუსეთის საგარეო უწყებამ ავსტრალია პირფერობაში დაადანაშაულა
Sputnik საქართველო
თბილისი, 12 დეკემბერი − Sputnik. ავსტრალიის ხელისუფლებას არ სურს გამოიძიოს მისი სამხედროების მიერ ავღანეთში მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობის ფაქტები, რაც... 12.12.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-12-12T17:28+0400
2022-12-12T17:28+0400
2023-07-20T15:48+0400
ავსტრალია
ავღანეთი
რუსეთი
პოლიტიკა
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/1e/272583342_0:48:1600:948_1920x0_80_0_0_41a391e6979cc99762c5d323cb373b94.jpg
თბილისი, 12 დეკემბერი − Sputnik. ავსტრალიის ხელისუფლებას არ სურს გამოიძიოს მისი სამხედროების მიერ ავღანეთში მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობის ფაქტები, რაც ავსტრალიის პოლიტიკური კლასის პირფერობაზე მეტყველებს, განაცხადეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.როგორც უწყებაში ამბობენ, ოფიციალური კანბერა ცდილობს ავსტრალიის შეიარაღებული ძალების გენერალური ინსპექტორის მიერ ავღანეთში ავსტრალიელი სამხედროების მიერ ჩადენილი დანაშაულების ფაქტებზე ჩატარებული გამოძიების შედეგები (ბრერეტონის ანგარიში) „დაარეტუშიროს“, ან „თაროზე შემოდოს“. აქტივისტები და პრესა კი კვლავაც მოითხოვენ დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას.უწყების განცხადებით, იმ 19 მოქმედი თუ ყოფილი სამხედროდან, რომელთა წინააღმდეგაც ავღანეთში ჩადენილი დანაშაულების მტკიცებულებები მოიპოვეს, სისხლის სამართლის პასუხისგებაში არცერთი არაა მიცემული.2020 წელს ავსტრალიის ხელისუფლებამ, „ბრერეტონის მოხსენების“ საპასუხოდ, სპეციალური საგამოძიებო ბიურო შექმნა ავღანეთში ავსტრალიელების მიერ ომის დანაშაულების გამოსაძიებლად. „ბრერეტონის“ მოხსენებაში, რომელიც 2020 წლის ნოემბერში გამოვიდა, საუბარი იყო 25 ავსტრალიელი სამხედროს მიერ ავღანეთის ომში (2005-2016 წლების პერიოდში) მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების მკვლელობის 39 შემთხვევაზე.
ავსტრალია
ავღანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/1e/272583342_92:0:1508:1062_1920x0_80_0_0_24191c48c44e4ec16b646280b55018fd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ავსტრალია , ავღანეთი, რუსეთი, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
ავსტრალია , ავღანეთი, რუსეთი, პოლიტიკა, მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთის საგარეო უწყებამ ავსტრალია პირფერობაში დაადანაშაულა
17:28 12.12.2022 (განახლებულია: 15:48 20.07.2023) თბილისი, 12 დეკემბერი − Sputnik. ავსტრალიის ხელისუფლებას არ სურს გამოიძიოს მისი სამხედროების მიერ ავღანეთში მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობის ფაქტები, რაც ავსტრალიის პოლიტიკური კლასის პირფერობაზე მეტყველებს, განაცხადეს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
„ამ პრობლემის დარეგულირების სურვილის არქონა ავსტრალიის პოლიტიკური კლასის თვალთმაქცობას მოწმობს, რომელიც მუდმივად საუბრობს „წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგისადმი“ თავის ერთგულებაზე, ადამიანის უფლებების დაცვაზე, საერთაშორისო სამართლის პატივისცემაზე და ა.შ., მაგრამ სინამდვილეში ორმაგ სტანდარტებს მისდევს“, − ნათქვამია სამინისტროს საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
როგორც უწყებაში ამბობენ, ოფიციალური კანბერა ცდილობს ავსტრალიის შეიარაღებული ძალების გენერალური ინსპექტორის მიერ ავღანეთში ავსტრალიელი სამხედროების მიერ ჩადენილი დანაშაულების ფაქტებზე ჩატარებული გამოძიების შედეგები (ბრერეტონის ანგარიში) „დაარეტუშიროს“, ან „თაროზე შემოდოს“. აქტივისტები და პრესა კი კვლავაც მოითხოვენ დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას.
„ბრერეტონის მოხსენების გამოქვეყნებიდან ორი წლის შემდეგაც მისი მთავარი რეკომენდაციები არსებითად კვლავაც შეუსრულებელია, მიუხედავად იმისა, რომ კაბინეტის წინა ხელმძღვანელი სკოტ მორისონი და დღევანდელი პრემიერ-მინისტრი ენტონი ალბანეზე ამის გაკეთების პირობას დებდნენ“, − წერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
უწყების განცხადებით, იმ 19 მოქმედი თუ ყოფილი სამხედროდან, რომელთა წინააღმდეგაც ავღანეთში ჩადენილი დანაშაულების მტკიცებულებები მოიპოვეს, სისხლის სამართლის პასუხისგებაში არცერთი არაა მიცემული.
2020 წელს ავსტრალიის ხელისუფლებამ, „ბრერეტონის მოხსენების“ საპასუხოდ, სპეციალური საგამოძიებო ბიურო შექმნა ავღანეთში ავსტრალიელების მიერ ომის დანაშაულების გამოსაძიებლად. „ბრერეტონის“ მოხსენებაში, რომელიც 2020 წლის ნოემბერში გამოვიდა, საუბარი იყო 25 ავსტრალიელი სამხედროს მიერ ავღანეთის ომში (2005-2016 წლების პერიოდში) მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამხედრო ტყვეების მკვლელობის 39 შემთხვევაზე.