ქაბულოვი: ლავროვი თალიბების დელეგაციას არ შეხვდება

© photo: Sputnik / Nina Zotina
  - Sputnik საქართველო, 1920, 28.09.2023
გამოწერა
თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი არ აპირებს შეხვდეს თალიბანის დელეგაციას, რომელიც რუსეთში ავღანეთის საკითხებზე „მოსკოვის ფორმატის“ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად იმყოფება, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ავღანეთის საკითხებში ზამირ ქაბულოვმა.
მისი თქმით, „თალიბანის“ წარმომადგენლები „მოსკოვის ფორმატის“ შეხვედრაზე, რომელიც ყაზანში გაიმართება, თავად მიიწვია და არა სერგეი ლავროვმა.

„ისინი მოიწვია არა სერგეი ვიქტოროვიჩმა, არამედ მე, როგორც პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა. მინისტრს არ ეკისრება ვალდებულება იმ სტუმრების მიმართ, რომელთაც მე ვიწვევ. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო: თალიბები „მოსკოვის ფორმატის“ მონაწილეები კი არ არიან, არამედ მხოლოდ სტუმრები. ეს პრინციპული განსხვავებაა“, — აღნიშნა ქაბულოვმა RTVI-სთან ინტერვიუში.

მისი თქმით, „მოსკოვის ფორმატში“ მონაწილეობას მისი წევრი 10 ქვეყანა (რუსეთი, ჩინეთი, პაკისტანი, ირანი, ინდოეთი, ავღანეთის მეზობლები ცენტრალური აზიიდან, ასევე ყაზახეთი და ყირგიზეთი) მიიღებს, „თალიბანი“ კი, ისევე, როგორც, მაგალითად, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, კატარისა და თურქეთის წარმომადგენლები, მხოლოდ სტუმარ-დამკვირვებლების სტატუსით დაესწრებიან სხდომებს.
ყველა ახალი ამბავი
0