https://sputnik-georgia.com/20220802/avranetsi-al-qaidas-metauri-mokles-269124144.html
ავღანეთში „ალ-ქაიდას" მეთაური მოკლეს
ავღანეთში „ალ-ქაიდას" მეთაური მოკლეს
Sputnik საქართველო
დარტყმა იმ სახლს, რომელშიც ბოევიკი იმყოფებოდა, აშშ-ის პრეზიდენტის ნებართვით უპილოტო საფრენი აპარატის მეშვეობით მიაყენეს. 02.08.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-08-02T15:28+0400
2022-08-02T15:28+0400
2023-07-20T15:46+0400
მსოფლიო დღეს
აშშ
ავღანეთი
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23153/50/231535080_0:115:1955:1214_1920x0_80_0_0_b99c4982f7b835e9c762cc2954fd0ebf.jpg
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. აშშ-ის ხელისუფლებამ 30 ივლისს ავღანეთში კონტრტერორისტული ოპერაცია ჩაატარა, რომლის შედეგად მათ ტერორისტული დაჯგუფება „ალ-ქაიდას" მეთაური აიმან აზ-ზავაჰირი მოკლეს. ის დაჯგუფებას უსამა ბინ ლადენის შემდეგ ხელმძღვანელობდა.ინფორმაცია სპეცოპერაციის შესახებ საზოგადოებას თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა ბრიფინგზე გააცნო, იუწყება РИА Новости.ლიკვიდირებული პირია აიმან აზ-ზავაჰირი, რომელიც წარსულში უსამა ბენ ლადენის მოადგილე იყო. "ნომერ პირველი ტერორისტის" მკვლელობის შემდეგ 2011 წელს დაჯგუფებას სათავეში აზ-ზავაჰირი ჩაუდგა, განაცხადა ამერიკელმა ჩინოვნიკმა.მისი თქმით, დარტყმა იმ სახლს, რომელშიც ბოევიკი იმყოფებოდა, აშშ-ის პრეზიდენტის ნებართვით უპილოტო საფრენი აპარატის მეშვეობით მიაყენეს.თეთრი სახლის წარმომადგენლის განცხადებით, ვაშინგტონს „თალიბანისთვის“ ოპერაციის ჩატარების შესახებ ინფორმაცია არ მიუწოდებია. მისი თქმით, აშშ-ს საკუთარი წყაროებისა და სადაზვერვო მონაცემების იმედი ჰქონდა, რომელთა წყალობით ამერიკის ხელისუფლებამ „წარმატებით მიაღწია დასახულ მიზანს".სამოქალაქო პირების ან ინფრასტრუქტურის შესაძლო დაზიანების შესახებ საუბრისას თეთრი სახლის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სპეცოპერაციის დროს თავად ტერორისტის გარდა არავინ დაზიანებულა.
აშშ
ავღანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23153/50/231535080_91:0:1862:1328_1920x0_80_0_0_554f2666f49de75acfc5cea23215e4ee.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აშშ , ავღანეთი, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
აშშ , ავღანეთი, ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ავღანეთში „ალ-ქაიდას" მეთაური მოკლეს
15:28 02.08.2022 (განახლებულია: 15:46 20.07.2023) დარტყმა იმ სახლს, რომელშიც ბოევიკი იმყოფებოდა, აშშ-ის პრეზიდენტის ნებართვით უპილოტო საფრენი აპარატის მეშვეობით მიაყენეს.
თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. აშშ-ის ხელისუფლებამ 30 ივლისს ავღანეთში კონტრტერორისტული ოპერაცია ჩაატარა, რომლის შედეგად მათ ტერორისტული დაჯგუფება „ალ-ქაიდას" მეთაური აიმან აზ-ზავაჰირი მოკლეს. ის დაჯგუფებას უსამა ბინ ლადენის შემდეგ ხელმძღვანელობდა.
ინფორმაცია სპეცოპერაციის შესახებ საზოგადოებას თეთრი სახლის მაღალჩინოსანმა ბრიფინგზე გააცნო, იუწყება
РИА Новости.
„აშშ-ის პრეზიდენტის ბრძანებით შეერთებულმა შტატებმა კონტრტერორისტული ოპერაცია ჩაატარა ქაბულში. ოპერაცია მიმართული იყო „ალ-ქაიდას" ლიდერის წინააღმდეგ და ამის შედეგად ის განადგურებულია", – განაცხადა ამერიკის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.
ლიკვიდირებული პირია აიმან აზ-ზავაჰირი, რომელიც წარსულში უსამა ბენ ლადენის მოადგილე იყო. "ნომერ პირველი ტერორისტის" მკვლელობის შემდეგ 2011 წელს დაჯგუფებას სათავეში აზ-ზავაჰირი ჩაუდგა, განაცხადა ამერიკელმა ჩინოვნიკმა.
მისი თქმით, დარტყმა იმ სახლს, რომელშიც ბოევიკი იმყოფებოდა, აშშ-ის პრეზიდენტის ნებართვით უპილოტო საფრენი აპარატის მეშვეობით მიაყენეს.
თეთრი სახლის წარმომადგენლის განცხადებით, ვაშინგტონს „თალიბანისთვის“ ოპერაციის ჩატარების შესახებ ინფორმაცია არ მიუწოდებია. მისი თქმით, აშშ-ს საკუთარი წყაროებისა და სადაზვერვო მონაცემების იმედი ჰქონდა, რომელთა წყალობით ამერიკის ხელისუფლებამ „წარმატებით მიაღწია დასახულ მიზანს".
სამოქალაქო პირების ან ინფრასტრუქტურის შესაძლო დაზიანების შესახებ საუბრისას თეთრი სახლის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სპეცოპერაციის დროს თავად ტერორისტის გარდა არავინ დაზიანებულა.