„ევროვიზია 2019" ისრაელის ერთ–ერთ უდიდეს ქალაქში თელ-ავივში იმართება, რადგან გასულ წელს ლისაბონში ჩატარებულ კონკურსზე ამ ქვეყნის წარმომადგენელმა ნეტა ბარზილაიმ სიმღერით „სათამაშო" (Toy) გაიმარჯვა. „ევროვიზია 2019"-ზე წარსადგენი სიმღერის შესარჩევი კონკურსი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა გასული წლის 21 თებერვალს გამოაცხადა. კონკურსზე სულ 200-ზე მეტი კომპოზიცია შევიდა.
პირველი და მეორე ნახევარფინალი 14 და 16 მაისს, ფინალი კი 18 მაისს გაიმართება. საქართველო კონკურსზე 14 მაისს გამოვა, პირველი ნახევარფინალის მეორე ნაწილში. მუსიკალური კონკურისი შესახებ ახალ ამბებს გაეცანით „Sputnik-საქართველოზე".