როგორ მივცეთ ხმა ჩვენს ფავორიტს „საბავშვო ევროვიზია 2019"–ზე: ინსტრუქცია

გამოწერა
სიმღერის კონკურსი პოლონეთის ქალაქ გლივიცაში ჩატარდება და მასში მონაწილეობას 19 ქვეყნის წარმომადგენლები მიიღებენ. საქართველოში პირდაპირი ეთერის ტრანსლაცია, ტრადიციულად, პირველი არხით გაიმართება

 

თბილისი, 20 ნოემბერი – Sputnik. „საბავშვო ევროვიზია 2019–ის“ სიმღერის კონკურსზე საკუთარი ფავორიტისთვის ხმის მიცემა პარასკევიდან, 22 ნოემბრიდან, კონკურსის ოფიციალური ვებ–გვერდის მეშვეობით იქნება შესაძლებელი.

სიმღერის მე–17 კონკურსი პოლონეთის ქალაქ გლივიცაში ჩატარდება. მასში მონაწილეობას მიიღებენ 19 ქვეყნის წარმომადგენლები. საქართველოში პირდაპირი ეთერის ტრანსლაცია, ტრადიციულად, პირველი არხით, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

როგორც ცნობილია, „ევროვიზიაზე“ გამარჯვებულის გამოვლენისას ითვალისწინებენ მაყურებლებისა და ნაციონალური ჟიურის ხმებს, ასევე კონკურსის ოფიციალურ ვებ–გვერდზე ონლაინ მხარდაჭერას. ამასთან, ყველას უფლება აქვს, ხმა მისცეს ნებისმიერი ქვეყნის წარმომადგენელს, გარდა თავისი ქვეყნის წარმომადგენლისა.

ხმის მიცემის ინსტრუქცია გამოქვეყნებულია კონკურსის ოფიციალურ Youtube არხზე. ვიდეოში ნაჩვენებია, როგორ უნდა მისცეს ხმა გულშემატკივარმა მინიმუმ სამ და მაქსიმუმ ხუთ კონკურსანტს ყოველი საკონკურსო რგოლის ნახვის შემდეგ.

ხმის მიცემა შეწყდება 24 ნოემბერს, პირდაპირი ტრანსლაციის დაწყებამდე და განახლდება 15 წუთში მას შემდეგ, რაც ყველა მონაწილე შეასრულებს თავის მუსიკალურ ნომერს.

რა არის ცნობილი საქართველოს წარმომადგენელზე?

გიორგი როსტიაშვილი კახეთიდანაა. შოუ „რანინაში“ მონაწილეობის მისაღებად, რომელში გამარჯვების წყალობითაც მოხვდა „ევროვიზიაზე“, გიორგის ყოველ ჯერზე უწევდა თბილისში საგარეჯოდან ჩამოსვლა და სახლში დაბრუნება. ბიჭის თქმით, ბოლო დროს მას სამარშრუტო ტაქსებშიც ცნობდნენ, რაც, სხვათა შორის, ძალიან სიამოვნებდა. 

გიორგი როსტიაშვილი - Sputnik საქართველო
საბავშვო ევროვიზია 2019: ქართველმა კონკურსანტმა პირველი რეპეტიცია გაიარა – ვიდეო

გიორგი ხშირად საუბრობს თავის განცდებზე იმის გამო, რომ მისი ხმა ძლიერ შეიცვლება მუტაციის პერიოდში, გარდა ამისა, მასზე ძლიერ მოქმედებს აუდიტორიის უყურადღებობა. თუმცა, ახლა როსტიაშვილი პუბლიკის მხრიდან დიდ სიყვარულს გრძნობს. გიორგის კუმირი მაიკლ ჯექსონია.

2018 წელს „ევროვიზიაზე“ საქართველო  „რანინას“ პირველი სეზონის გამარჯვებულმა თამარ ედილაშვილმა წარადგინა. მან მერვე ადგილი დაიმსახურა. საქართველო „საბავშვო ევროვიზიის“ გამარჯვებული სამჯერ – 2008, 2011 და 2016 წლებში – გახდა. 2017 წელს კონკურსი თბილისში ჩატარდა.

Arena Gliwice–ის არენაზე საქართველოს წარმომადგენელი, 13 წლის გიორგი როსტიაშვილი ექვსი ნომრით ფინალურ საღამოს წარდგება და შეასრულებს სიმღერას We need love (ჩვენ გვჭირდება სიყვარული).

ყველა ახალი ამბავი
0