https://sputnik-georgia.com/20191124/sabavSvo-evroviziaze-zedized-meored-poloneTma-gaimarjva-247104487.html
„საბავშვო ევროვიზიაზე“ ზედიზედ მეორედ პოლონეთმა გაიმარჯვა
„საბავშვო ევროვიზიაზე“ ზედიზედ მეორედ პოლონეთმა გაიმარჯვა
Sputnik საქართველო
გამარჯვებულმა, 12 წლის გოგონამ, შეასრულა სიმღერა Superhero, რომელმაც როგორც სხვადასხვა ქვეყნის მაყურებელი, ისე ჟიური დაიპყრო 24.11.2019-ს, Sputnik საქართველო
2019-11-24T22:23+0400
2019-11-24T22:23+0400
2023-08-17T19:42+0400
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24710/44/247104416_0:51:2990:1741_1920x0_80_0_0_f2539408f3fa8d027de993a097da5eb2.jpg
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2019
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24710/44/247104416_0:0:2990:1880_1920x0_80_0_0_172fb6f946db13252560f1367a4054fa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ევროვიზია - 2019, კულტურა საქართველოში, საქართველო
ახალი ამბები, ევროვიზია - 2019, კულტურა საქართველოში, საქართველო
„საბავშვო ევროვიზიაზე“ ზედიზედ მეორედ პოლონეთმა გაიმარჯვა
22:23 24.11.2019 (განახლებულია: 19:42 17.08.2023) გამარჯვებულმა, 12 წლის გოგონამ, შეასრულა სიმღერა Superhero, რომელმაც როგორც სხვადასხვა ქვეყნის მაყურებელი, ისე ჟიური დაიპყრო
თბილისი, 24 ნოემბერი - Sputnik. პოლონეთის წარმომადგენელმა ვიკი გაბორმა გაიმარჯვა სიმღერის საერთაშორისო კონკურსზე „საბავშვო ევროვიზია - 2019“, რომელიც პოლონეთის ქალაქ გლივიცაში გაიმართა.
ტელემაყურებელთა და პროფესიული ჟიურის წევრების კენჭისყრის შედეგებით, „ევროვიზია-2019“-ის გამარჯვებულად დასახელდა ვიკი გაბორი. 12 წლის გოგონამ შეასრულა სიმღერა Superhero. ამგვარად, პოლონეთი ზედიზედ მეორედ „საბავშვო ევროვიზიის“ გამარჯვებული გახდა.
შარშან კონკურსზე პოლონეთის წარმომადგენელმა როქსანა ვეგელმა გაიმარჯვა.
„საბავშვო ევროვიზიის“ ბოლო წუთები ამაღელვებელი იყო, რადგან ჟიურისა და მაყურებლის ფავორიტები იყვნენ პოლონეთი და ყაზახეთი, თუმცა მცირე სხვაობით პოლონელმა მომღერალმა გაიმარჯვა.
საქართველოს წარმომადგენელმა გიორგი როსტიაშვილმა სიმღერით „გვინდა გვიყვარდეს" (We need Love) მე-14 ადგილი დაიკავა.
შოუში გამარჯვებისთვის 19 ქვეყნის ახალგაზრდა კონკურსანტი იბრძოდა.