ვის მისცა ხმა ქართველმა ტელემაყურებელმა „ევროვიზია 2019"-ზე

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშიდუნკან ლოურენსი
დუნკან ლოურენსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ევროვიზია 2019"-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მაყურებლის კენჭისყრის შედეგები გამოქვეყნდა.

თბილისი, 21 მაისი — Sputnik. ქართველმა ტელემაყურებელმა ევროვიზიის საკუთარი ფავორიტი შეარჩია. ევროვიზიის ფინალი 18 მაისს თელ-ავივში გაიმართა.

ყველაზე მაღალი ქულები საქართველომ კვიპროსს მისცა. შედეგები მთლიანობაში ამგვარად გამოიყურება:

  • კვიპროსი - 12 ქულა
  • სან-მარინო - 10 ქულა
  • რუსეთი - 8 ქულა
  • აზერბაიჯანი - 7 ქულა
  • შვედეთი - 6 ქულა
  • ნიდერლანდები - 5 ქულა
  • ისრაელი - 4 ქულა
  • ისლანდია - 3 ქულა
  • ჩრდილოეთ მაკედონია - 2 ქულა
  • იტალია - 1 ქულა.

რაც შეეხება ჟიურის წევრების არჩევანს, ყველაზე მეტი ქულა დაუწერეს ჩეხეთს. შედეგები ამგვარია:

  • ჩეხეთი - 12 ქულა
  • აზერბაიჯანი - 10 ქულა
  • ნიდერლანდები - 8 ქულა
  • დანია - 7 ქულა
  • კვიპროსი - 6 ქულა
  • საფრანგეთი - 5 ქულა
  • სლოვენია - 4 ქულა
  • შვეიცარია - 3 ქულა
  • შვედეთი - 2 ქულა
  • დიდი ბრიტანეთი - 1 ქულა

ქართული ჟიურის ვერდიქტი პირდაპირ ეთერში მომღერალმა, ეთნო-ჯაზ ბენდი Iriao-ს სოლისტმა გაგა აბაშიძემ გამოაცხადა. ბენდი ევროვიზია 2018-ში მონაწილეობდა.

დუნკან ლოურენსი - Sputnik საქართველო
„ევროვიზია 2019“–ის გამარჯვებული ნიდერლანდების წარმომადგენელი დუნკან ლოურენსი გახდა

სიმღერის კონკურსი „ევროვიზია 2019"-ის გამარჯვებული ნიდერლანდების წარმომადგენელი დუნკან ლოურენსი გახდა. კონკურსის ფინალში ლოურენსმა შეასრულა სიმღერა Arcade.

მეორე ადგილზე გავიდა იტალია, ხოლო მესამეზე - რუსეთი.

საქართველოს ევროვიზიაზე ოთო ნემსაძე წარმოადგენდა, რომელიც ფინალში ვერ გავიდა. მან თელ-ავივში შეასრულა სიმღერა „სულ წინ იარე".

ყველა ახალი ამბავი
0