საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერსაა დაგეგმილი. ოფიციალურად წინასაარჩევნო კამპანია ქვეყანაში სტარტს აგვისტოს ბოლოს – არჩევნებამდე 60 დღით ადრე აიღებს. პარლამენტის 150 დეპუტატს შერეული სისტემით აირჩევენ: ნაწილს პარტიული სიით, ნაწილს კი ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში გამართული კენჭისყრის შედეგებით.