https://sputnik-georgia.com/20250905/kavelashvilma-xazaradze-da-japaridze-sheiwyala-294798916.html
მიხეილ ყაველაშვილმა მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა
მიხეილ ყაველაშვილმა მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა
Sputnik საქართველო
პოლიტიკოსებს დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე 8-8 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ შეფარდებული. მათ ასევე აეკრძალათ 2 წლის ვადით... 05.09.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-09-05T10:43+0400
2025-09-05T10:43+0400
2025-09-05T12:29+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოპოზიცია
საქართველოს პრეზიდენტი
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/08/1d/294700104_0:12:800:462_1920x0_80_0_0_791cbfe2448290ad962fb531f4d48742.jpg
თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისთვის დარეგისტრირებული ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ პრეზიდენტის წერილშია ნათქვამი, რომელსაც ადმინისტრაცია ავრცელებს. ცესკოში საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაცია 4 სექტემბერს დასრულდა. რეგისტრირებულ პარტიებს შორისაა „ლელო“, რომლის ლიდერებიც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო ამ დრომდე პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდნენ.როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდება, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი სასჯელს ციხეში იხდის. ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არჩევნები არ უნდა გახდეს ინდულგენცია მათთვის, ვინც დანაშაული ჩაიდინა. 4 ივლისს პრეზიდენტმა ყაველაშვილმა განაცხადა, რომ მზადაა შეიწყალოს მსჯავრდებული პოლიტიკოსები, თუ ისინი მზად იქნებიან მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში, თუმცა, ოპოზიციონერებმა აღნიშნული პირობით პრეზიდენტის შეწყალების შეთავაზებაზე უარი განაცხადეს. პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ შეწყალებული პოლიტიკოსები ამიერიდან თავიანთ საქმიანობას კანონის ფარგლებში განახორციელებენ.14 ივლისს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და კოალიციამ „ლელო – ძლიერმა საქართველომ“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს. გახარია-ხაზარაძის წყვილმა თბილისის მერობის კანდიდატად „ლელოს“ გენმდივანი ირაკლი კუპრაძე წარადგინეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პარტიების „ლელო“ და „გახარია-საქართველოსთვის“ ოპოზიციურ გაერთიანებას ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე 64 ოლქიდან მერობის საკუთარი კანდიდატი მხოლოდ 20 ოლქში ეყოლება. მათ 44 ოლქში კანდიდატი ვერ მოიძიეს. თვითმმართველობის არჩევნებიადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს გაიმართება. ეს არის ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური არჩევნები, რა დროსაც ყველა ქალაქისა და რაიონის მაცხოვრებლები ადგილობრივ ხელმძღვანელობას ირჩევენ. არჩევნებში მონაწილეობას 14 პარტია მიიღებს. ქალაქების მერების გარდა, აირჩევენ საკრებულოების დეპუტატებს. თითოეულ საკრებულოში 10-დან 50-მდე დეპუტატია, რაიონის მოსახლეობის რიცხოვნობიდან გამომდინარე.საკრებულოს პროპორციულ არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 4%-ია. მერის არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ხმათა უმრავლესობა უნდა მიიღოს.საკრებულო შერეული სისტემით კომპლექტდება. დეპუტატების ნაწილი პროპორციული სისტემით აირჩევა - პარტიული სიებით, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მაჟორიტარულით, კონკრეტული კანდიდატებისთვის პირდაპირი ხმის მიცემით.თბილისის მერად არჩევისთვის კანდიდატმა არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მეორე ტური ინიშნება.ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნებისგან იმით განსხვავდება, რომ შედეგები თითოეულ რაიონში ცალ-ცალკე ითვლება.წინასწარი შედეგები 5 ოქტომბერს გამოცხადდება. ამის შემდეგ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საბოლოო შედეგების შესაჯამებლად ერთი თვე ექნება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/08/1d/294700104_85:0:716:473_1920x0_80_0_0_76bb9d0e8212724278260d9330d7f281.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, საქართველოს პრეზიდენტი, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, საქართველოს პრეზიდენტი, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
მიხეილ ყაველაშვილმა მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა
10:43 05.09.2025 (განახლებულია: 12:29 05.09.2025) პოლიტიკოსებს დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე 8-8 თვით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ შეფარდებული. მათ ასევე აეკრძალათ 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება.
თბილისი, 5 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისთვის დარეგისტრირებული ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ პრეზიდენტის წერილშია ნათქვამი, რომელსაც ადმინისტრაცია ავრცელებს.
ცესკოში საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაცია 4 სექტემბერს დასრულდა. რეგისტრირებულ პარტიებს შორისაა „ლელო“, რომლის ლიდერებიც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო ამ დრომდე პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდნენ.
როგორც ყაველაშვილმა აღნიშნა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კონკურენტულ გარემოში ჩატარდება, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი სასჯელს ციხეში იხდის. ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ არჩევნები არ უნდა გახდეს ინდულგენცია მათთვის, ვინც დანაშაული ჩაიდინა.
4 ივლისს პრეზიდენტმა ყაველაშვილმა განაცხადა, რომ მზადაა შეიწყალოს მსჯავრდებული პოლიტიკოსები, თუ ისინი მზად იქნებიან მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში, თუმცა, ოპოზიციონერებმა აღნიშნული პირობით პრეზიდენტის შეწყალების შეთავაზებაზე უარი განაცხადეს.
„ჩემს შეთავაზებას შეწყალების შესახებ შესაბამისმა პატიმრებმა რამდენიმე კვირის წინ უარით უპასუხეს, რითაც პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის შეურაცხყოფის მიყენება სცადეს. თუმცა, რათა არავის დარჩეს იმის თქმის საბაბიც კი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეზღუდული კონკურენტუნარიანობის პირობებში ტარდება, მივიღე გადაწყვეტილება ორი მსჯავრდებულის - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალების თაობაზე“, - აღნიშნულია პრეზიდენტის წერილში.
პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ შეწყალებული პოლიტიკოსები ამიერიდან თავიანთ საქმიანობას კანონის ფარგლებში განახორციელებენ.
„მოვუწოდებ ყველა საარჩევნო სუბიექტს, ხელი შეუწყოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჯანსაღ და მშვიდ გარემოში ჩატარებას. წარმატებებს ვუსურვებ ყველა საარჩევნო სუბიექტს, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მუნიციპალიტეტების განვითარებისა და მოსახლეობის ინტერესების რეალიზების გულწრფელი სულისკვეთებით მონაწილეობს”, - ნათქვამია განცხადებაში.
14 ივლისს პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და კოალიციამ „ლელო – ძლიერმა საქართველომ“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს. გახარია-ხაზარაძის წყვილმა თბილისის მერობის კანდიდატად „ლელოს“ გენმდივანი ირაკლი კუპრაძე წარადგინეს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პარტიების „ლელო“ და „გახარია-საქართველოსთვის“ ოპოზიციურ გაერთიანებას ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე 64 ოლქიდან მერობის საკუთარი კანდიდატი მხოლოდ 20 ოლქში ეყოლება. მათ 44 ოლქში კანდიდატი ვერ მოიძიეს.
თვითმმართველობის არჩევნები
ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს გაიმართება. ეს არის ქვეყანაში ყველაზე მასშტაბური არჩევნები, რა დროსაც ყველა ქალაქისა და რაიონის მაცხოვრებლები ადგილობრივ ხელმძღვანელობას ირჩევენ. არჩევნებში მონაწილეობას 14 პარტია მიიღებს. ქალაქების მერების გარდა, აირჩევენ საკრებულოების დეპუტატებს. თითოეულ საკრებულოში 10-დან 50-მდე დეპუტატია, რაიონის მოსახლეობის რიცხოვნობიდან გამომდინარე.
საკრებულოს პროპორციულ არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 4%-ია. მერის არჩევნებში გამარჯვებისთვის კანდიდატმა ხმათა უმრავლესობა უნდა მიიღოს.
საკრებულო შერეული სისტემით კომპლექტდება. დეპუტატების ნაწილი პროპორციული სისტემით აირჩევა - პარტიული სიებით, ხოლო დანარჩენი ნაწილი - მაჟორიტარულით, კონკრეტული კანდიდატებისთვის პირდაპირი ხმის მიცემით.
თბილისის მერად არჩევისთვის კანდიდატმა არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ხმების ნახევარზე მეტი უნდა მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მეორე ტური ინიშნება.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნებისგან იმით განსხვავდება, რომ შედეგები თითოეულ რაიონში ცალ-ცალკე ითვლება.
წინასწარი შედეგები 5 ოქტომბერს გამოცხადდება. ამის შემდეგ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საბოლოო შედეგების შესაჯამებლად ერთი თვე ექნება.