https://sputnik-georgia.com/20241223/bochorishvili-euto-odiris-daskvans-exmaureba-291508127.html
გააცამტვერა ყველა მითი: ბოჭორიშვილი არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნაზე
გააცამტვერა ყველა მითი: ბოჭორიშვილი არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნაზე
Sputnik საქართველო
ეუთო/ოდირის მისიის შემაჯამებელი დასკვნის თანახმად, 26 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდა თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში, თუმცა დაფიქსირდა დარღვევები. 23.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-23T13:48+0400
2024-12-23T13:48+0400
2024-12-23T14:10+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
ახალი ამბები
საქართველოს პრეზიდენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24732/13/247321392_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_810f02618dbd262aaf9487eed495020a.jpg
თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. ეუთო/ოდირის მისიის დასკვნამ გააცამტვერა ყველა ის მითი, რასაც ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ ოპოზიციის მოთხოვნა ეფუძნებოდა, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.ეუთო/ოდირის მისიის შემაჯამებელი დასკვნის თანახმად, 26 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდა თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში, თუმცა დაფიქსირდა დარღვევები. გარდა ამისა, შესამჩნევი იყო ქვეყნის მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ფინანსური დომინანტობა. არჩევნების დღე კარგად იყო ორგანიზებული, მაგრამ ხშირ შემთხვეებში (დაკვირვების 24%) ხმის მიცემის ფარულობა პოტენციურად დაირღვა და იყო ცნობები ამომრჩევლებზე დაშინებისა და ზეწოლის შესახებ, რამაც უარყოფითად იმოქმედა პროცესისადმი საზოგადოების ნდობაზე.პრეზიდენტი, ოპოზიცია და მათ მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობდნენ პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოს მეშვეობით მიეღწიათ საპარლამენტო არჩევნებში კენჭისყრის ფარულობის პრინციპის მასობრივი დარღვევისა და საარჩევნო უბნების 2/3--ის შედეგების ბათილად ცნობის აღიარება. საუბარია უბნებზე, სადაც არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა.ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების არგუმენტები არადამაჯერებელი აღმოჩნდა როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის და ისე სასამართლოებისთვის, გარდა - თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოსი, რომლის გადაწყვეტილებაც მოგვიანებით თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა.როგორც ადრე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ეუთო/ოდირიმისიის დასკვნამ უარყო ისეთი ბრალდებები, როგორიცაა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა მარკერის გამო, რომლითაც ამომრჩეველმა შეავსო ბიულეტენები, საზღვარგარეთ ემირანტებისთვის საარჩევნო უბნებთან დაკავშირებული დარღვევები და მესამე - ე.წ. კარუსელი, როდესაც თითქოსდა ვერიფიკაციის აპარატებში დუბლირებული იყო ამომრჩეველთა სიები და ცალკეულმა ამომრჩეველმა ხმა მისცა სხვა ადამიანების დოკუმენტებით, მეოთხე ბრალდება არის რუსეთის არჩევნებში ჩარევა და მეხუთე ბრალდება - ხელისუფლების მხრიდან ძალადობა და ზეწოლა არჩევნებზე.საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართა. მე-11 მოწვევის საკანონმდებლო ორგანომ უფლებამოსილება 25 ნოემბერს შეიძინა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული შედეგები არცერთმა ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა ძალამ არ აღიარა.ცესკოს შემაჯამებელი ოქმის თანახმად, არჩევნების შედეგად მმართველმა პარტიამ 89 მანდატი მოიპოვა, „კოალიცია ცვლილებებისთვის" („ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა") - 19, „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ" („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო") – 16, „ძლიერმა საქართველომ" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები") – 14, პარტიამ „საქართველოსთვის" - 12.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24732/13/247321392_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_38b17322432f2e5484a1d41481ab15d3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველოს პრეზიდენტი
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ახალი ამბები, საქართველოს პრეზიდენტი
გააცამტვერა ყველა მითი: ბოჭორიშვილი არჩევნებთან დაკავშირებით ეუთო/ოდირის დასკვნაზე
13:48 23.12.2024 (განახლებულია: 14:10 23.12.2024) ეუთო/ოდირის მისიის შემაჯამებელი დასკვნის თანახმად, 26 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდა თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში, თუმცა დაფიქსირდა დარღვევები.
თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. ეუთო/ოდირის მისიის დასკვნამ გააცამტვერა ყველა ის მითი, რასაც ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ ოპოზიციის მოთხოვნა ეფუძნებოდა, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა.
ეუთო/ოდირის მისიის შემაჯამებელი დასკვნის თანახმად, 26 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდა თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში, თუმცა დაფიქსირდა დარღვევები. გარდა ამისა, შესამჩნევი იყო ქვეყნის მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ფინანსური დომინანტობა. არჩევნების დღე კარგად იყო ორგანიზებული, მაგრამ ხშირ შემთხვეებში (დაკვირვების 24%) ხმის მიცემის ფარულობა პოტენციურად დაირღვა და იყო ცნობები ამომრჩევლებზე დაშინებისა და ზეწოლის შესახებ, რამაც უარყოფითად იმოქმედა პროცესისადმი საზოგადოების ნდობაზე.
„გააცამტვერა ის ყველა მითი, რაც არჩევნებთან დაკავშირებით შექმნილი იყო და რასაც ეფუძნებოდა ოპოზიციის მოთხოვნა ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ. იქიდან გამომდინარე, რომ სწორედ ეს საფუძველი აღარ არსებობს, სხვა გზებით ხდება არჩევნების შედეგების და ზოგადად დემოკრატიული პროცესის დისკრედიტაცია“, - აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
პრეზიდენტი, ოპოზიცია და მათ მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციები ცდილობდნენ პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოს მეშვეობით მიეღწიათ საპარლამენტო არჩევნებში კენჭისყრის ფარულობის პრინციპის მასობრივი დარღვევისა და საარჩევნო უბნების 2/3--ის შედეგების ბათილად ცნობის აღიარება. საუბარია უბნებზე, სადაც არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა.
ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების არგუმენტები არადამაჯერებელი აღმოჩნდა როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის და ისე სასამართლოებისთვის, გარდა - თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოსი, რომლის გადაწყვეტილებაც მოგვიანებით თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა.
როგორც ადრე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ეუთო/ოდირიმისიის დასკვნამ უარყო ისეთი ბრალდებები, როგორიცაა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა მარკერის გამო, რომლითაც ამომრჩეველმა შეავსო ბიულეტენები, საზღვარგარეთ ემირანტებისთვის საარჩევნო უბნებთან დაკავშირებული დარღვევები და მესამე - ე.წ. კარუსელი, როდესაც თითქოსდა ვერიფიკაციის აპარატებში დუბლირებული იყო ამომრჩეველთა სიები და ცალკეულმა ამომრჩეველმა ხმა მისცა სხვა ადამიანების დოკუმენტებით, მეოთხე ბრალდება არის რუსეთის არჩევნებში ჩარევა და მეხუთე ბრალდება - ხელისუფლების მხრიდან ძალადობა და ზეწოლა არჩევნებზე.
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართა. მე-11 მოწვევის საკანონმდებლო ორგანომ უფლებამოსილება 25 ნოემბერს შეიძინა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოცხადებული შედეგები არცერთმა ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა ძალამ არ აღიარა.
ცესკოს შემაჯამებელი ოქმის თანახმად, არჩევნების შედეგად მმართველმა პარტიამ 89 მანდატი მოიპოვა, „კოალიცია ცვლილებებისთვის" („ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა") - 19, „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ" („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო") – 16, „ძლიერმა საქართველომ" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები") – 14, პარტიამ „საქართველოსთვის" - 12.