საქართველოში არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის დასკვნამ ოპოზიციას საბოტაჟის შანსები გამოაცალა

© photo: Sputnik / Тарас Лариохин / გადასვლა მედიაბანკშიШтаб-квартира ОБСЕ
Штаб-квартира ОБСЕ - Sputnik საქართველო, 1920, 22.12.2024
გამოწერა
რეალურად არავითარი მუხლი და სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს რიგგარეშე არჩევნების დასანიშნად, განაცხადა კობახიძემ
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. 26 ოქტომბრის არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის მისიის დასკვნამ ქვეყანაში საბოტაჟის მოწყობის თაობაზე ოპოზიციის მცდელობას საფუძველი გამოაცალა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე.
ეუთო/ოდირის მისიის შემაჯამებელი დასკვნის თანახმად, 26 ოქტომბრის არჩევნები ჩატარდა თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში, თუმცა დაფიქსირდა დარღვევები, გარდა ამისა, შესამჩნევი იყო ქვეყნის მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ფინანსური დომინანტობა.
„რეალურად არავითარი მუხლი და სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს რიგგარეშე არჩევნების დასანიშნად, ეუთო/ოდირმაც ბოლომდე გამოაცალა ყველანაირი საფუძველი რადიკალური ოპოზიციის ნებისმიერ მცდელობას, რომ განახორციელონ საბოტაჟი", - განაცხადა კობახიძემ.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ოპოზიციასა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს არჩევნებთან დაკავშირებით რამდენიმე ძირითადი ბრალდება ჰქონდათ წამოყენებული, რაც ეუთო/ოდირის ანგარიშმა „სრულად გააბათილა".
„ოპოზიციამ, ისევე როგორც ოპოზიციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა სალომე ზურაბიშვილმა, ამ არჩევნებთან დაკავშირებით რამდენიმე ძირითადი ბრალდება წამოაყენა და ხუთივე ეს ძირითადი ბრალდება ეუთო/ოდირის ანგარიშით სრულად გაბათილდა", - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, ეუთო/ოდირისმისიის დასკვნამ უარყო ისეთი ბრალდებები, როგორიცაა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა მარკერის გამო, რომლითაც ამომრჩეველმა შეავსო ბიულეტენები, საზღვარგარეთ ემირანტებისთვის საარჩევნო უბნებთან დაკავშირებული დარღვევები და მესამე - ე.წ. კარუსელი, როდესაც თითქოსდა ვერიფიკაციის აპარატებში დუბლირებული იყო ამომრჩეველთა სიები და ცალკეულმა ამომრჩეველმა ხმა მისცა სხვა ადამიანების დოკუმენტებით, მეოთხე ბრალდება არის რუსეთის არჩევნებში ჩარევა და მეხუთე ბრალდება - ხელისუფლების მხრიდან ძალადობა და ზეწოლა არჩევნებზე.
ცესკოს შემაჯამებელი ოქმის თანახმად, არჩევნების შედეგად მმართველმა პარტიამ 89 მანდატი მოიპოვა, „კოალიცია ცვლილებებისთვის" („ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა") - 19, „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ" („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო") – 16, „ძლიერმა საქართველომ" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები") – 14, პარტიამ „საქართველოსთვის" - 12.
გაერთიანებებმა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ და „ძლიერმა საქართველომ“ პირდაპირ განაცხადეს, რომ უარს ამბობენ მანდატებზე, ხოლო ექს-პრემიერ გახარიას პარტიაში „საქართველოსთვის“ თავშეკავებული ფორმულირება არჩიეს და განაცხადეს, რომ მსგავს პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მიანიჭებენ.
საქართველოს ხელისუფლებამ ეუთო/ოდირის ანგარიში არჩევნების ლეგიტიმურობის აღიარებად მიიჩნია და განაცხადა, რომ ამით ბოლო მოეღო უთანხმოებებს ამ თემაზე. ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ ეს იყო აღნიშნული მისიის ყველაზე ნეგატიური ანგარიში ბოლო წლების განმავლობაში.
ყველა ახალი ამბავი
0