https://sputnik-georgia.com/20250307/qartuli-ocneba-isfedisgan-kidev-ert-gayalbebas-elodeba-292415158.html
„ქართული ოცნება“ ISFED-გან კიდევ ერთ გაყალბებას ელოდება
„ქართული ოცნება“ ISFED-გან კიდევ ერთ გაყალბებას ელოდება
Sputnik საქართველო
მმართველი პარტია არ ენდობა ორგანიზაციას, რომელმაც უკვე გააყალბა პარალელური დათვლის შედეგები და ხელი შეუწყო ქვეყანაში არეულობას. 07.03.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-03-07T20:41+0400
2025-03-07T20:41+0400
2025-03-07T20:41+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
ქართული ოცნება
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/1a/290573904_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_11e2d2600e8eb89f24a911682ffe0561.jpg
თბილისი, 7 მარტი — Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) სავარაუდოდ კვლავ ცდილობს საარჩევნო დოკუმენტაციის გაყალბებას, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა.ორგანიზაციამ 5 მარტს განაცხადა, რომ დააკმაყოფილებს პროკურატურის მოთხოვნას 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პარალელური დათვლის ყველა დოკუმენტაციის წარდგენის შესახებ. თუმცა, როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ორგანიზაციას მასალები ამ დრომდე არ წარუდგენია და მონაცემების დასამუშავებლად რამდენიმედღიან ვადას ითხოვს.მისი თქმით, ორგანიზაციის გადაწყვეტილება - არ გამოექვეყნებინა პარალელური დათვლის მონაცემები - იყო მიზანმიმართული ნაბიჯი, რათა ცესკოს შედეგებთან სრული შესაბამისობის მიუხედავად, პოლიტიკური სპეკულაციისთვის ფანჯარა დაეტოვებინა.„ლოგიკური კითხვა ისმება, ეს ხომ ბაზაშია ჩატვირთული და ახლა არ არის დასაწერი, შესაბამისად, პროკურატურისთვის მის გადაცემას მცირე დრო სჭირდება, მაგრამ ამას ობიექტური სახით არ გადასცემენ, რათა ეს სიყალბე, რაც ქართული არჩევნების გარშემო მუდმივად იკერება ხოლმე, არ გამოაშკარავდეს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.პოლიტიკური ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის ბრალდებებზე საპასუხოდ, საქართველოს პროკურატურამ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე კენჭისყრის შედეგების შესაძლო გაყალბების საქმეზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.იანვარში საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გამოირიცხა ერთი და იგივე ამომრჩევლის მიერ ერთდროულად რამდენი უბანზე ხმის მიცემა, ასევე მარკირების უხარისხო სითხის გამოყენება.არჩევნებში გაიმარჯვა მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ - ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მან ამომრჩეველთა ხმების 53,93% მიიღო. პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ და მათმა მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა უარი განაცხადეს ცესკოს მონაცემების აღიარებაზე და კენჭისყრა ტოტალურად გაყალბებულად გამოაცხადეს. ხელისუფლება ყველა ბრალდებას დეზინფორმაციას უწოდებს.ISFED-მა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის დეტალური შედეგების გამოქვეყნებაზე უარი განაცხადა.ISFED-თან დაკავშირებული სკანდალი2020 წლის დეკემბერში ISFED სკანდალში გაეხვა. ის ცესკოს პარალელურად ითვლიდა ხმებს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებზე, რა დროსაც სპეციალურ კომპიუტერულ პროგრამებს იყენებდა.2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ხმების დათვლის შემდეგ ცესკომ განაცხადა, რომ პროპორციულ არჩევნებში მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 48,22% მიიღო (პარტიული სიების მიხედვით), ხოლო ISFED-ის მონაცემებით – 45,8%. ოპოზიციამ მაშინვე განაცხადა, რომ ციფრების შეუსაბამობა არჩევნების შედეგების გაყალბებაზე მიუთითებს.თვენახევრის შემდეგ „სამართლიანმა არჩევნებმა“ განაცხადა, რომ დაუშვა შეცდომა. არასამთავრობო ორგანიზაციის პარალელური დათვლის ახალი, განახლებული მონაცემები თითქმის მთლიანად დაემთხვა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებს.მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ საგამოძიებო ორგანოები უნდა დაინტერესდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების ქმედებებით. მან პარალელური ხმების დათვლის მცდარი შედეგების გამოქვეყნებას თაღლითობა და რევოლუციური სცენარის ნაწილი უწოდა, რომელსაც ოპოზიცია ამზადებდა.მმართველმა პარტიამ ასევე განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციამ პრემიერის და მთავრობის გადადგომის მოთხოვნის შემდეგ ნეიტრალიტეტი დაკარგა.იმავდროულად, აშშ-ის იმდროინდელმა ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა, რომ აშშ-ს სრული ნდობა აქვს ISFED-ის მიმართ და არასამთავრობო ორგანიზაციას უწოდა „არჩევნების მონიტორინგის უაღრესად პატივსაცემი და გამოცდილი ორგანიზაცია“.მაშინ არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარე ნინო დოლიძემ განაცხადა, რომ „სამართლიანი არჩევნები“ მთავრობის გადადგომის მოთხოვნას მიკერძოებულ პოზიციად არ მიიჩნევს. ამასთან, მან აღნიშნა, რომ „სამართლიან არჩევნებს“ არასოდეს გამოუთქვამს სურვილი მონაწილეობა მიეღო ტექნოკრატიული მთავრობის ფორმირებაში, როგორც ამას მმართველი პარტიის ზოგიერთი წარმომადგენელი ამტკიცებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0a/1a/290573904_71:0:1210:854_1920x0_80_0_0_f853db0d193ef178e7abd3136d0e708a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ქართული ოცნება , პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციები , საპარლამენტო არჩევნები საქართველოში, ქართული ოცნება , პოლიტიკა საქართველოში
„ქართული ოცნება“ ISFED-გან კიდევ ერთ გაყალბებას ელოდება
მმართველი პარტია არ ენდობა ორგანიზაციას, რომელმაც უკვე გააყალბა პარალელური დათვლის შედეგები და ხელი შეუწყო ქვეყანაში არეულობას.
თბილისი, 7 მარტი — Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) სავარაუდოდ კვლავ ცდილობს საარჩევნო დოკუმენტაციის გაყალბებას, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ორგანიზაციამ 5 მარტს განაცხადა, რომ დააკმაყოფილებს პროკურატურის მოთხოვნას 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების პარალელური დათვლის ყველა დოკუმენტაციის წარდგენის შესახებ. თუმცა, როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ორგანიზაციას მასალები ამ დრომდე არ წარუდგენია და მონაცემების დასამუშავებლად რამდენიმედღიან ვადას ითხოვს.
„ISFED-ს ამ მონაცემების წარდგენა ხუთი დღის წინ სთხოვეს და ეს დოკუმენტი ჯერ არ გადაუციათ. რა თქმა უნდა, ამ დროს გონივრული ეჭვი ჩნდება, რომ შეიძლება, არსებულ მონაცემებში გარკვეული ფალსიფიკაციის მოხდენას ცდილობენ“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
მისი თქმით, ორგანიზაციის გადაწყვეტილება - არ გამოექვეყნებინა პარალელური დათვლის მონაცემები - იყო მიზანმიმართული ნაბიჯი, რათა ცესკოს შედეგებთან სრული შესაბამისობის მიუხედავად, პოლიტიკური სპეკულაციისთვის ფანჯარა დაეტოვებინა.
„ლოგიკური კითხვა ისმება, ეს ხომ ბაზაშია ჩატვირთული და ახლა არ არის დასაწერი, შესაბამისად, პროკურატურისთვის მის გადაცემას მცირე დრო სჭირდება, მაგრამ ამას ობიექტური სახით არ გადასცემენ, რათა ეს სიყალბე, რაც ქართული არჩევნების გარშემო მუდმივად იკერება ხოლმე, არ გამოაშკარავდეს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
პოლიტიკური ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის ბრალდებებზე საპასუხოდ, საქართველოს პროკურატურამ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე კენჭისყრის შედეგების შესაძლო გაყალბების საქმეზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
იანვარში საქართველოს პროკურატურამ საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გამოირიცხა ერთი და იგივე ამომრჩევლის მიერ ერთდროულად რამდენი უბანზე ხმის მიცემა, ასევე მარკირების უხარისხო სითხის გამოყენება.
არჩევნებში გაიმარჯვა მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ - ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მან ამომრჩეველთა ხმების 53,93% მიიღო. პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ და მათმა მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა უარი განაცხადეს ცესკოს მონაცემების აღიარებაზე და კენჭისყრა ტოტალურად გაყალბებულად გამოაცხადეს. ხელისუფლება ყველა ბრალდებას დეზინფორმაციას უწოდებს.
ISFED-მა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის დეტალური შედეგების გამოქვეყნებაზე უარი განაცხადა.
ISFED-თან დაკავშირებული სკანდალი
2020 წლის დეკემბერში ISFED სკანდალში გაეხვა. ის ცესკოს პარალელურად ითვლიდა ხმებს 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებზე, რა დროსაც სპეციალურ კომპიუტერულ პროგრამებს იყენებდა.
2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ხმების დათვლის შემდეგ ცესკომ განაცხადა, რომ პროპორციულ არჩევნებში მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 48,22% მიიღო (პარტიული სიების მიხედვით), ხოლო ISFED-ის მონაცემებით – 45,8%. ოპოზიციამ მაშინვე განაცხადა, რომ ციფრების შეუსაბამობა არჩევნების შედეგების გაყალბებაზე მიუთითებს.
თვენახევრის შემდეგ „სამართლიანმა არჩევნებმა“ განაცხადა, რომ დაუშვა შეცდომა. არასამთავრობო ორგანიზაციის პარალელური დათვლის ახალი, განახლებული მონაცემები თითქმის მთლიანად დაემთხვა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის შედეგებს.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ საგამოძიებო ორგანოები უნდა დაინტერესდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების ქმედებებით. მან პარალელური ხმების დათვლის მცდარი შედეგების გამოქვეყნებას თაღლითობა და რევოლუციური სცენარის ნაწილი უწოდა, რომელსაც ოპოზიცია ამზადებდა.
მმართველმა პარტიამ ასევე განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციამ პრემიერის და მთავრობის გადადგომის მოთხოვნის შემდეგ ნეიტრალიტეტი დაკარგა.
იმავდროულად, აშშ-ის იმდროინდელმა ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა, რომ აშშ-ს სრული ნდობა აქვს ISFED-ის მიმართ და არასამთავრობო ორგანიზაციას უწოდა „არჩევნების მონიტორინგის უაღრესად პატივსაცემი და გამოცდილი ორგანიზაცია“.
მაშინ არასამთავრობო ორგანიზაციის თავმჯდომარე ნინო დოლიძემ განაცხადა, რომ „სამართლიანი არჩევნები“ მთავრობის გადადგომის მოთხოვნას მიკერძოებულ პოზიციად არ მიიჩნევს. ამასთან, მან აღნიშნა, რომ „სამართლიან არჩევნებს“ არასოდეს გამოუთქვამს სურვილი მონაწილეობა მიეღო ტექნოკრატიული მთავრობის ფორმირებაში, როგორც ამას მმართველი პარტიის ზოგიერთი წარმომადგენელი ამტკიცებს.