https://sputnik-georgia.com/20241222/zurabishvili-ivanishvils-orbelianebis-sasaxleshi-iwvevs-291503517.html
ველოდები პასუხს! ზურაბიშვილი ივანიშვილს ორბელიანების სასახლეში იწვევს
ველოდები პასუხს! ზურაბიშვილი ივანიშვილს ორბელიანების სასახლეში იწვევს
Sputnik საქართველო
ზურაბიშვილმა საქართველოს მთავრობასა და ივანიშვილს ულტიმატუმი წაუყენა 22.12.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-12-22T22:44+0400
2024-12-22T22:44+0400
2024-12-22T22:53+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრეზიდენტი
ბიძინა ივანიშვილი
ახალი ამბები
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/13/283442855_0:64:3298:1920_1920x0_80_0_0_bc28b84b7a6fb1c6db2e95cec7e12bdd.jpg
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საკითხის განსახილველად მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ორბელიანების სასახლეში მიიწვია. ამის შესახებ ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე.შაბათს, პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რომლის უფლებამოსილებაც 29 დეკემბერს იწურება, ოპოზიციის ლიდერებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყანაში ახალი არჩევნების ჩატარების თემა განიხილეს. პრეზიდენტმა გადაწყვეტილების მიღებისთვის დრო 22 დეკემბრის 21:00 საათამდე აიღო და განაცხადა, რომ მომავალ სამოქმედო გეგმაზე საზოგადოებას პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გააცნობდა.ხვალ იგი მოქალაქეებისთვის ვრცელ ვიდეომიმართვას ჩაწერს, რადგანაც დღეს ტექნიკური გაუმართავობის გამო სცენაზე გამოსვლა ვერ დაასრულა - სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტის მიკროფონი გაითიშა.ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტის თქმით, იგი რჩება ქვეყნის და კონსტიტუციის ერთგული და დასძინა, რომ „არავინ არ ჩათვალოს, რომ არ ვარ ყველას პრეზიდენტი, მე ვარ და ვიქნები".საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს შემაჯამებელი ოქმის თანახმად, არჩევნების შედეგად მმართველმა პარტიამ 89 მანდატი მოიპოვა, „კოალიცია ცვლილებებისთვის" („ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა") - 19, „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ" („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო") – 16, „ძლიერმა საქართველომ" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები") – 14, პარტიამ „საქართველოსთვის" - 12.თბილისში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ქვეყანაში ახალი არჩევნების ჩატარებაა. მათ მოთხოვნას იზიარებენ პრეზიდენტი ზურაბიშვილი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი. პროტესტის პირველ დღეებში პარლამენტთან მასობრივი არეულობა მოხდა, დაშავდა ათობით ძალოვანი და მომიტინგე, ასევე ჟურნალისტები. 4 დეკემბრიდან აქციებმა უფრო მშვიდობიანი ხასიათი მიიღო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/13/283442855_51:0:2611:1920_1920x0_80_0_0_9a0e5a362c08982aaaa6f52dca9f2186.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, ბიძინა ივანიშვილი , ახალი ამბები, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, ბიძინა ივანიშვილი , ახალი ამბები, საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
ველოდები პასუხს! ზურაბიშვილი ივანიშვილს ორბელიანების სასახლეში იწვევს
22:44 22.12.2024 (განახლებულია: 22:53 22.12.2024) ზურაბიშვილმა საქართველოს მთავრობასა და ივანიშვილს ულტიმატუმი წაუყენა
თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საკითხის განსახილველად მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ორბელიანების სასახლეში მიიწვია. ამის შესახებ ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე.
შაბათს, პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რომლის უფლებამოსილებაც 29 დეკემბერს იწურება, ოპოზიციის ლიდერებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყანაში ახალი არჩევნების ჩატარების თემა განიხილეს. პრეზიდენტმა გადაწყვეტილების მიღებისთვის დრო 22 დეკემბრის 21:00 საათამდე აიღო და განაცხადა, რომ მომავალ სამოქმედო გეგმაზე საზოგადოებას პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე გააცნობდა.
„მოვიდეს სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ყველაფერს და მე მზად ვარ, დავსხდეთ და მოვიფიქროთ, როგორ უნდა დაინიშნოს არჩევნები. ოღონდ არჩევნების დანიშვნის რიცხვი უნდა შეთანხმებული იყოს 29 დეკემბრამდე. 29 დეკემბრამდე ჩვენ ყველას გვაქვს დიდი შანსი, რომ ეს ქვეყანა წინ წავწიოთ, რომ ამ ქვეყნიდან მთელ მსოფლიოში წავიდეს დემოკრატიის, შერიგების, წინსვლის მაგალითი. ველოდები პასუხს", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
ხვალ იგი მოქალაქეებისთვის ვრცელ ვიდეომიმართვას ჩაწერს, რადგანაც დღეს ტექნიკური გაუმართავობის გამო სცენაზე გამოსვლა ვერ დაასრულა - სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტის მიკროფონი გაითიშა.
როგორც დღეს დილით პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, იმ შემთხვევაში თუ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გადაწყვეტს ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნები დანიშნოს, რისთვისაც სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, ეს მისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით დასრულდება.
ჯერ კიდევ მოქმედი პრეზიდენტის თქმით, იგი რჩება ქვეყნის და კონსტიტუციის ერთგული და დასძინა, რომ „არავინ არ ჩათვალოს, რომ არ ვარ ყველას პრეზიდენტი, მე ვარ და ვიქნები".
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართა. ცესკოს შემაჯამებელი ოქმის თანახმად, არჩევნების შედეგად მმართველმა პარტიამ 89 მანდატი მოიპოვა, „კოალიცია ცვლილებებისთვის" („ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა") - 19, „ერთიანობა - ნაციონალურმა მოძრაობამ" („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო") – 16, „ძლიერმა საქართველომ" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები") – 14, პარტიამ „საქართველოსთვის" - 12.
თბილისში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა ქვეყანაში ახალი არჩევნების ჩატარებაა. მათ მოთხოვნას იზიარებენ პრეზიდენტი ზურაბიშვილი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი. პროტესტის პირველ დღეებში პარლამენტთან მასობრივი არეულობა მოხდა, დაშავდა ათობით ძალოვანი და მომიტინგე, ასევე ჟურნალისტები. 4 დეკემბრიდან აქციებმა უფრო მშვიდობიანი ხასიათი მიიღო.