რა უნდა იცოდეთ ამ საპარლამენტო არჩევნების შესახებ - ამაში გასარკვევად მოკლე ლიკბეზს გთავაზობთ:
გაიცანით საკანონმდებლო ორგანოს მთავარი პრეტენდენტები
- „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ – პარტიის შესახებ
- „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – ყველაფერი პარტიის შესახებ
- „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ – პარტიის შესახებ
- „ლელო საქართველოსთვის“ – ცნობები პარტიის შესახებ
- „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - ყველაფერი პარტიის შესახებ
- „სტრატეგია აღმაშენებელი“ - ყველაფერი პარტიის შესახებ
- „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ - ყველაფერი პოლიტიკური ძალის შესახებ
- ახალი ხედვა პოლიტიკაზე: რას გვთავაზობს ბურჯანაძის პარტია
- „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“ - ყველაფერი პარტიის შესახებ
ამ არჩევნების მთავარი ინტრიგა: შეძლებს თუ არა მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ შეინარჩუნოს ხელისუფლება არჩევნების ახალი სისტემით. თუმცა ამ არჩევნების შედეგები ნებისმიერ შემთხვევაში იქნება ისტორიული. რატომ? ნახეთ:
საქართველოში საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგულარულად ქვეყნდებოდა საზოჰადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები, რომლებშიც მთავარი პუნქტი პოლიტიკური პარტიების რეიტინგები იყო. გადადით ამ ბმულზე და ხილულად შეადარეთ ქართული პარტიების რეიტინგები არჩევნების წინ
არჩევნები 2020 საქართველოს ისტორიაში შევა როგორც „არჩევნები პირბადეებით“ — პანდემიის გამო არაერთი წესის შემოღება გახდა საჭირო მთელ საარჩევნო პროცესში. რა გავლენა მოახდინა კორონავირუსის პანდემიამ საქართველოში არჩევნებზე და რა წესები დაინერგა — შეგიძლიათ ნახოთ აქ: ექსტრემალური კენჭისყრა: როგორ იმოქმედა პანდემიამ არჩევნებზე ― წესების ჩამონათვალი.
დამზადდა ამომრჩევლის სამახსოვრო ბარათიც. ნახეთ ინსტრუქცია, როგორ უნდა მიიღოთ კენჭისყრაში მონაწილეობა ისე, რომ ჯანმრთელობას არ ავნოთ.
არჩევნებში მონაწილეობას, როგორც წესი, შეძლებენ საქართველოს ის მოქალაქეებიც, როლებიც უცხოეთში იმყოფებიან. როგორ შეძლებენ უცხოეთში მყოფი მოქალაქეები კენჭისყრაში მონაწილეობას? ინსტრუქცია მზადაა
არჩევნები ტრადიციულად ჩატარდება ავღანეთში არსებულ სამხედრო ბაზენზეც, სადაც ქართველი ჯარისკაცები მისია „მტკიცე მხარდაჭერის“ ფარგლებში გადიან სამსახურს. როგორ მიიღებენ მონაწილეობას კენჭისყრაში სამხედრო მოსამსახურეები — წაიკითხეთ აქ.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემას შეძლებენ პატიმრებიც — თანაც არა მარტო მსუბუქი, არამედ მძიმე დანაშაულისთვის გასამართლებულებიც. როგორ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას ქართველი პატიმრები და როგორ ჩატარდება არჩევნები გისოსებს მიღმა, ნახეთ აქ.
ქართული იუმორი ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი სისხარტით, მაგრამ საარჩევნო იუმორთან, შეიძლება ითქვას, ვერაფერი მოვა. პარლამენტში ადგილის დაკავებისთვის რბოლაში პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებსაც ძვირადღირებული რეკლამისთვის საკამრისი სახსრები არ გააჩნდათ, გონებამახვილობის პიკი გამოავლინეს. ნახეთ, როგორ რეკლამას მიმართეს პარტიებმა, ანუ როგორია კრეატივი ქართულად.
თუ გგონიათ, რომ ეს ყველაფერია, ცდებით — ნახეთ ყველაზე კრეატიული და სახალისო წინასაარჩევნო ვიდეორგოლები საქართველოში
იუმორი იუმორად, მაგრამ ყველაზე საინტერესო მაინც ისაა, ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში და არის თუ არა მოსალოდნელი არეულობა ხმის მიცემის დასრულების შემდეგ. ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში და რას უნდა ველოდოთ მათგან – ამის შესახებ ექსპერტების პროგნოზებიდან შეიტობთ.
დაბოლოს, კენჭისყრისშემდგომი პროცედურული საკითხებია, ანუ რა, სად და როდის? — ჩვენ დეტალურად აღვწერეთ თემაში, როდის შეიკრიბება საქართველოს ახალი პარლამენტი და მთავრობა.
რაც ყველაზე მეტად ხაზგასასმელია: ოცდაათი წლის წინ, 28 ოქტომბერს, ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოში ჩატარებული პირველი მრავალპარტიული არჩევნების შედეგად, აირჩა წარმომადგენლობითი ორგანო, რომელმაც ქვეყნის დამოუკიდებლობა აღადგინა. ნახეთ, როგორი იყო ქართული პარლამენტარიზმის გზა.