„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – ყველაფერი პარტიის შესახებ

© Sputnik / Alexander Imedashvili„ნაცმოძრაობის“ ლიდერები სააკაშვილის ჩართვას უსმენენ
„ნაცმოძრაობის“ ლიდერები სააკაშვილის ჩართვას უსმენენ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შესახებ.
  • ყოფილი მმართველი პარტია, მთავარი ოპოზიციური პარტია საქართველოში
  • დაფუძნდა 2001 წლის ოქტომბერში მაშინ იუსტიციის ყოფილი მინისტრის და შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიერ. პარტია გამოდიოდა რეფორმების გატარებისა და საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების წინადადებით.
  • ერთი წლის შემდეგ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „რესპუბლიკურ პარტიასა“ და „კონსერვატიულ პარტიასთან“ ერთად ბლოკში თბილისის საკრებულოს არჩევნებში ხმების 24% მიიღო და გამარჯვება გაიყო „საქართველოს ლეიბორისტულ პარტიასთნ“. „ნაცმოძრაობის“ ლიდერი სააკაშვილი საკრებულოს თავმჯდომარე გახდა.
  • 2003 წლის 2 ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომელიც „რესპუბლიკურ პარტიასა“ და „კონსერვატიულ პარტიასთან“ ერთად ბლოკში მონაწილეობდა, მესამე ადგილი დაიკავა, თუმცა ეგზიტპოლების შედეგებმა პირველი ადგილი აჩვენა, ხოლო საერთაშორისო დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ არჩევნები სერიოზული დარღვევებით მიმდინარეობდა.
  • ამ ვითარების ფონზე „ნაცმოძრაობამ“ ზურაბ ჟვანისა და აკაკი ასათიანის პარტიებთან ერთად თავიანთი მომხრეები საპროტესტო აქციაზე გამოიყვანა, რომელსაც შემდეგ „ვარდების რევოლუცია“ ეწოდა.
  • საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე 2003 წლის 23 ნოემბერს გადადგა, რის შემდეგაც არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებული ნაწილი ბათილად აღიარეს.
  • 2004 წლის 4 იანვარს რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, რომელიც სააკაშვილმა ხმების 96%-ით მოიგო. იმავე წლის 28 მარტს ჩატარდა განმეორებითი საპარლამენტო არჩევნები და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხმათა 67%-ით მოიგო, მიიღო საკონსტიტუციო უმრავლესობა.
  • უკვე კონსერვატორებისა და რესპუბლიკელების გარეშე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 2008 წელს კვლავ იგებს საპარლამენტო არჩევნებს და ინარჩუნებს საკონსტიტუციო უმრავლესობას.
  • პარტიის დამფუძნებელი მიხეილ სააკაშვილი ორჯერ აირჩიეს პრეზიდენტად. 2004 წელს მან ხმების 96%, ხოლო 2008 წელს – 53% მიიღო.
  • პარტია 2012 წელს აგებს საპარლამენტო არჩევნებს და ოპოზიციაში გადადის. ის საქართველოში სიდიდით მეორე პარტიად და ქვეყნის მთავარ ოპოზიციურ ძალად რჩება.
  • „ნაცმოძრაობამ“ 2012 წლის შემდეგ არჩევნები ზედიზედ ხუთჯერ წააგო – ორჯერ საპრეზიდენტო, საპარლამენტო და ორჯერ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ამ დროის განმავლობაში პარტიის ბევრი ლიდერი აღმოჩნდა საპატიმროში, თავად სააკაშვილი კი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა.
  • მიხეილ სააკაშვილს საქართველოში რიგი დანაშაულები ედება ბრალად და მასზე ძებნაა გამოცხადებული. მან საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა და ამჟამად უკრაინის მოქალაქეა.

პარტიის შედეგები არჩევნებზე ბოლო რვა წლის განმავლობაში

წელი არჩევნების სახეობა ხმების რაოდენობა ხმების წილი
2012 საპარლამენტო  867 432  40,34%
2013 საპრეზიდენტო  354 103  21,72%
2014 ადგილობრივი თვითმმართველობის  317 395  22,42%
2016 საპარლამენტო  477 053  27,11%
 2017 ადგილობრივი თვითმმართველობის   256 547  17,08%
2018 საპრეზიდენტო I ტური  601 224  37,74%
 2018 საპრეზიდენტო II ტური  780 680  40,48%
  • არსებობის 19 წლის განმავლობაში პარტიამ განიცადა არსებითი ცვლილებები, მისმა ბევრმა ყოფილმა ლიდერმა თავისი პარტია დააარსა.
  • პირველი განხეთქილება პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის დროს მოხდა. მაშინ ოპოზიციაში გადავიდნენ საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პარტია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე, პარტიის „მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის“ ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი, „თავისუფალი დემოკრატების“ უკვე ყოფილი ლიდერი ირაკლი ალასანია.
  • მეორე განხეთქილება უკვე ოპოზიციაში ყოფნის დროს მოხდა, როდესაც „ნაცმოძრაობის“ რიგები დატოვა „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, ხოლო 2016 წელს პარტიამ თავისი ლიდერების ძირითადი ნაწილი დაკარგა გიგა ბოკერიას, გიგი უგულავას, დავით ბაქრაძის ხელმძღვანელობით, რომლებმაც დააარსეს თავიანთი პარტია „ევროპული საქართველო“ და პარლამენტში „ნაცმოძრაობის“ ადგილების დიდი ნაწილი დაიკავეს.
  • პარტიის ლიდერები და მნიშვნელოვანი ფიგურები: შსს-ს ყოფილი ხელმძღვანელი ვანო მერაბიშვილი, საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი გრიგოლ ვაშაძე, ყოფილი დეპუტატი ნიკა მელია, აჭარის ყოფილი მეთაური ლევან ვარშალომიძე.
  • პარტიის იდეოლოგია: ლიბერალური კონსერვატიზმი, როდესაც ლიბერალური შეხედულებები სოციალურ ურთიერთობებსა და ეკონომიკაზე არ უარყოფს ტრადიციულ შეხედულებებს რიგ ფასეულობებზე.
  • პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ყველა შესაძლო სფეროში მრავალი რეფორმა გატარდა. პარტიამ საქართველოში შეცვალა ყველაფერი, განათლებისა და ჯანდაცვის სისტემიდან დაწყებული, ეკონომიკის, სოციალური პოლიტიკისა და მართლმსაჯულების სფეროების ჩათვლით. ყველაზე წარმატებულად მიიჩნევა პოლიციის რეფორმა, ბიუროკრატიის შემცირება და კრიმინალთან ბრძოლა.
  • „ნაცმოძრაობას“ არაერთი სკანდალი უკავშირდება, რომელთა შორის ყველაზე გახმაურებული იყო: ოპოზიციის მიტინგების დარბევა 2007 და 2011 წლებში, ხელისუფლების მაღალი ეშელონების წარმომადგენლების მონაწილეობით გახმაურებულ საქმეებზე ხელის დაფარება, 2008 წლის აგვისტოს ომი, რომელმაც რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა გამოიწვია.
  • პარტია არჩევნებზე მიდის ნომრით „5“ და გაერთიანებულია ბლოკში „ძალა ერთობაშია“ ოთხ პარტიასთან ერთად: „სახელმწიფო ხალხისთვის“, „პროგრესი და თავისუფლება“, „რესპუბლიკური პარტია“, „ევროპელი დემოკრატები“. პარტიის ლოზუნგია „მდიდარი საქართველო – ძლიერი ოჯახი“.
  • თავის პროგრამაში პარტია ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების, ასევე რუსეთთან მოლაპარაკებებში ჟენევის ფორმატის შენარჩუნების პირობას დებს.

„ნაცმოძრაობის“ რეიტინგი ბოლო თვეებში ჩატარებული გამოკითხვების შედეგებით:

გამოკითხვა რეიტინგი
NDI    5%
IRI  16%
Gorbi   11,9%
Ipsos  17,4%
 Edison Research  17%
Survation

 19,8%

 

რას გვპირდება სააკაშვილის პარტია არჩევნების შემდეგ? მოკლედ და გასაგებად>>

ყველა ახალი ამბავი
0