- ოპოზიციური პარტია, 1999 წლიდან არჩევნების უცვლელი მონაწილე.
- დაარსებულია 1995 წელს შალვა ნათელაშვილის მიერ.
- პირველ წარმატებას მიღწია 1998 წელს ადგილობრივი არჩევნებზე - პარტიამ მოიპოვა ორი მანდატი, 2002 წელს მოიგო არჩევნები თბილისის საკრებულოში და უმრავლესობა მოიპოვა.
- 2003 წელს პარტიამ არ დაუჭირა მხარი „ვარდების რევოლუციას“ და მხარდამჭერთა ნაწილი დაკარგა.
- 2004 წელს საპარლამენტო არჩევნებზე ხმების მხოლოდ 3,89% აიღო, რის გამოც პარლამენტის მიღმა დარჩა.
- მთელი თავისი არსებობის განმავლობაში პარტია ოპოზიციაშია. ვარდების რევოლუციის შემდეგ „ლეიბორისტული პარტია“ მონაწილეობდა ყველა მსხვილ გამოსვლებში სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ.
- 2008 წელს პარტია მოხვდა პარლამენტში, თუმცა არცერთი მისი დეპუტატი ბოიკოტის ნიშნად არ დასწრებია არცერთ საპარლამენტო სხდომას.
- 2012 წელს პარტიამ უარი თქვა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერის მხარდაჭერაზე და კვლავ ოპოზიციაში დარჩა.
წელი არჩევნების ტიპი ხმების რაოდენობა პროცენტი საერთო ხმებში 2012 საპარლამენტო 26 621 1,24% 2013 საპრეზიდენტო 46 984 2,88% 2014 ადგილობრივი 48 862 3,45% 2016 საპარლამენტო 5 2085 3,14% 2017 ადგილობრივი 49 130 3,27% 2018 საპრეზიდენტო 59 651 3,74% - პარტიის ლიდერები და ცნობილი წევრები: შალვა ნათელაშვილი, ბექა ნათელაშვილი, გიორგი გუგავა.
- ოპოზიციაში ყოფნის მიუხედავად, პარტიამ 2000 წელს მიაღწია ფასიანი ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილებების გაუქმებას. იმავე პერიოდში პარტიამ ასევე ელექტროენერგიაზე ტარიფების შემცირებას მიაღწია.
- უკვე 2019 წელს, საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის გამო შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დროს პარტიამ ოპოზიციურ პარტიებს შორის მედიატორის როლი შეასრულა. „ლეიბორისტების“ ოფისში ოპოზიციურმა პარტიებმა თბილისში ერთიანი კანდიდატების წარდგენის შესახებ შეთანხმება შეძლეს.
- პარტიას პოპულარობა მოუტანა მისი ლიდერის, შალვა ნათელაშვილის გამონათქვამებმა, რომელსაც საქართველოში მეორე ჟირინოვსკის უწოდებენ. ბოლო დროს მისი გამონათქვამები პოპულარულ ინტერნეტ-მემებად იქცნენ.
- არჩევნებზე პარტია მონაწილეობს მე-10 ნომრით, ლოზუნგით „მომავალი შენია“.
- თავის წინასაარჩევნო პროგრამაში პარტია აცხადებს, რომ აპირებს შეინარჩუნოს დიალოგი რუსეთთან ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში, გააღრმავოს ურთიერთობები აშშ-თან და საქართველოში ამერიკული ბაზები განალაგოს.
- ნათელაშვილი: ქათმის დაკვლას ვერ ვუყურებ, მაგრამ დახვრეტის შესაძლებლობაზე ვიმსჯელებდი >>
- „ლეიბორისტული პარტიის“ რეიტინგი ბოლოდროინდელი გამოკითხვების მიხედვით:
გამოკითხვა რეიტინგი IRI 3% Gorbi 3,3% Ipsos 1,9% Edison Research 3% Survation 2,7%