– საქართველოში რიგით მეორე ოპოზიციური პარტია - ყველაზე მსხვილი საპარლამენტო ოპოზიციური პარტიაა.
– დაფუძნებულია 1999 წელს პოლიტიკოს გიორგი წერეთლის მამის, ნუგზარ წერეთლის მიერ, თუმცა 2016 წლამდე არ უაქტიურია, ვიდრე პარტიაში ყოფილი მმართველი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები არ გადავიდნენ. მოდერნიზებული პარტიის „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ პრეზენტაცია 2017 წლის 30 იანვარს გაიმართა.
„ევროპული საქართველოს“ ძირითადი წინასაარჩევნო დაპირებები>>>
– პარტიის წარმომადგენლებს საქართველოს პარლამენტში 21 ადგილი ეკუთვნით. პარლამენტში ისინი „ნაცმოძრაობის“ შემადგენლობით მოხვდნენ.
– თითქმის ოთხწლიანი არსებობის განმავლობაში პარტიას სერიოზული ტრანსფორმაცია არ განუცდია, არამედ მხოლოდ გაძლიერდა - 2017 წელს მას შეუერთდა „ნაცმოძრაობის“ კიდევ ერთი ლიდერი, ციხიდან გამოსული თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა, რომელმაც სასჯელი სახელმწიფო სახსრების გაფლანგვისთვის მოიხადა.
– პარტიამ მოასწრო მონაწილეობა ორ არჩევნებში და მმართველი პარტია „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგ მესამე ადგილი დაიკავა.
წელი | არჩევნების სახეობა | ხმების რაოდენობა | ამომრჩევლების წილი |
2017 | ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების | 156 232 | 10,4% |
2018 | საპრეზიდენტი | 174 849 | 10,97% |
– პარტიის ლიდერები და გამორჩეული ფიგურები არიან: გიგა ბოკერია, გიგი უგულავა, გიორგი წერეთელი, დავით ბაქრაძე, ელენე ხოშტარია, ოთო კახიძე.
– პარტია ოპოზიციის კოალიციის მხარდამჭერია. მას არაერთხელ მიუღია მონაწილეობა ანტისახელისუფლებო საპროტესტო აქციებში.
„მწვანე“ ეკონომიკა, სპორტული ბავშვები და უარი ნატოზე: საინტერესო წინასაარჩევნო დებატები>>>
– პარტია „ევროპული საქართველოს“ სახელს უკავშირდება საპროტესტო აქციის მხარდაჭერა იმ დროისთვის შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით, კონფლიქტი „ნაცმოძრაობასთან“ და დამდეგ საპარლამენტო არჩევნებზე თბილისში ოპოზიციის ერთიანი მაჟორიტარი კანდიდატების წამოყენების იდეა.
– არჩევნებზე პარტია მიდის „2" ნომრით, ლოზუნგით: „შენი კომპასი გარდამტეხი ცვლილებებისთვის“.
– პარტია ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის გზის გაგრძელების, ასევე რუსეთთან მხოლოდ ჟენევის ფორმატში მოლაპარაკების წარმოების პირობას დებს.
– „ევროპული საქართველოს“ რეიტინგი ბოლო თვეებში ჩატარებული სხვადასხვა გამოკითხვის შედეგად:
გამოკითხვა | რეიტინგი |
IRI | 4% |
Gorbi | 4,8% |
Ipsos | 6,9% |
Edison Research | 5% |
Survation | 5,2% |