14:23 25 ნოემბერი 2020
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9447
  • 100 RUB4.3629
  • USD3.3193
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (594)
58 0 0

ქართველი სამხედროები არჩევნებში მონაწილეობას შეძლებენ საარჩევნო უბანზე ან საცხოვრებელი, ან დისლოკაციის ადგილის მიხედვით.

თბილისი, 28 ოქტომბერი – Sputnik. ავღანეთში სამშვიდობო მისია „მტკიცე მხარდაჭერაში“ მონაწილე სამხედრო მოსამსახურეები შეძლებენ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას, აცნობეს „Sputnik–საქართველოს“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პრეს-ცენტრში.

არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება. ამომრჩეველი პარლამენტის 150 დეპუტატს აირჩევს, 120-ს პროპორციული, ხოლო 30-ს – მაჟორიტარული წესით.

კენჭისყრა ავღანეთში ასევე 31 ოქტომბერს ჩატარდება. სამხედროები თავიანთი პოზიციის დაფიქსირებას ორ საარჩევნო უბანზე – ბაგრამის ავიაბაზაზე №1 საარჩევნო უბანზე და მაზარ-ი-შარიფის მარმალის ბაზაზე №2 საარჩევნო უბანზე. არჩევნები კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული უსაფრთხოების ყველა წესის სრული დაცვით ჩატარდება, აღნიშნავენ ცესკოში.

სამხედროები ავღანეთში ხმის მიცემას მხოლოდ პარტიებისა და ბლოკებისთვის შეძლებენ, კანონმდებლობით მათ მაჟორიტარულ არჩევნებში მონაწილეობა ეკრძალებათ. ორ სამხედრო ბაზაზე 861 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

„რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ სამხედრო მოსამსახურეებს, ისინი კენჭისყრაში მონაწილეობას შეძლებენ რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, როგორც ჩვეულებრივი მოქალაქეები, ან დისლოკაციის ადგილის მიხედვით – სამხედრო ნაწილთან განთავსებულ საარჩევნო უბანზე“, – აღნიშნეს ცესკოს პრეს-სამსახურში.

სულ 2020 წლის არჩევნების ერთიან საარჩევნო სიაში რეგისტრირებულია 3 526 032 ამომრჩეველი. აქ შედიან ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებიც (14 170).

ნატოს მისია „მტკიცე მხარდაჭერა" (Resolute Support), რომელიც არასაბრძოლო სტატუსის მატარებელია, ავღანეთში 2015 წლის 1 იანვრიდან იმყოფება. ნატოსა და ავღანეთს შორის ორმხრივი შეთანხმების თანახმად, ქვეყანაში 13 ათასამდე სამხედრო მოსამსახურეა, რომელთა ფუნქციებსაც ავღანეთის ძალოვანი სტრუქტურების სწავლება და მათთვის კონსულტაციების გაწევა წარმოადგენს.

საქართველოში დაჯილდოვდა სამხედრო, რომელიც თვითმკვლელი ტერორისტის აფეთქებას გადაურჩა>>

საქართველოს მხრიდან მისიაში მონაწილეობს 900-მდე ჯარისკაცი. ისინი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, ქაბულსა და მაზარ-ი-შარიფში არიან დისლოცირებული.

თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (594)

მთავარი თემები