თბილისი, 11 ოქტომბერი - Sputnik. პარლამენტის ექს-სპიკერის ნინო ბურჯანაძის პარტიამ „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა“ თავისი წინასაარჩევნო პროგრამა წარმოადგინა, რომელშიც ასახა ქვეყნის განვითარების ყველა ძირითადი ტენდენცია.
Sputnik - საქართველო გთავაზობთ პარტიის პროგრამის მოკლე მიმოხილვას.
ეკონომიკა
- თვითდასაქმებულთათვის ყოველთვიური გრანტი მათი ნახევარი წლის საშუალო შემოსავლის 70%-ის ოდენობით.
- ბიზნესის გათავისუფლება გადასახადებისაგან, დღგ-ს გარდა.
- მორატორიუმი ბანკროტობის პროცედურებზე
განათლება
- აუცილებელი სკოლამდელი და საშუალო განათლება
- უმაღლესი სასწავლებლების ავტონომია
- მეცნიერებათა აკადემიის რეფორმა და დარგობრივი კვლევითი ინსტიტუტების აღდგენა
- უცხოეთში უმაღლესი განათლების მიღებისათვის ფონდის შექმნა
- უფასო პროფესიული განათლება
- ერთიანი ეროვნული გამოცდების გაუქმება
- მასწავლებლებისათვის ხელფასის გაზრდა 1,6 ათას ლარამდე
ჯანდაცვა და სოციალური სფერო
-პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება
-ოჯახის ექიმის ინსტიტუტის გაძლიერება
-პროფესიული ლაბორატორიების გაძლიერება
-დასაქმების შემდგომ ერთი წლის მანძილზე სოციალური დახმარების შენარჩუნება
-პენსიებისა და ხელფასების ინდექსიკაცია ინფლაციიდან გამომდინარე
- ანაზღაურება სტაჟის მიხედვით
-„დედის ხელფასის“ შემოღება და სტაჟის შენარჩუნება ბავშვების აღზრდის პერიოდში
- მრავალშვილიანი ოჯახებისა და მარტოხელა დედებისათვის ფულადი დახმარება
- დახმარება უმუშევრებს
დემოკრატია
- სავალდებული სამხედრო სამსახურის გაუქმება
- სტაბილური საკანონმდებლო ბაზა
- ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაუქმება
-სასამართლოებში მოსამართლეთა რიცხვის გაზრდა
-ჩინოვნიკთა ხელფასების გამჭვირვალობა
გაეცანით სხვა პარტიების წინასაარჩევნო პროგრამებს:
რას გვპირდება სააკაშვილის პარტია არჩევნების შემდეგ? მოკლედ და გასაგებად
როგორ განვითარდება საქართველო: „სტრატეგია აღმაშენებლის“ ხედვა და ვაშაძის დაპირებები