ახალი ხედვა პოლიტიკაზე: რას გვთავაზობს ბურჯანაძის პარტია

© Sputnik / Alex Shlamovნინო ბურჯანაძე
ნინო ბურჯანაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე 20 დღე დარჩა, პარტიები კვლავ განაგრძობენ ამომრჩევლებისათვის საკუთარი პროგრამების წარდგენას.

თბილისი, 11 ოქტომბერი - Sputnik. პარლამენტის ექს-სპიკერის ნინო ბურჯანაძის  პარტიამ „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა“ თავისი წინასაარჩევნო პროგრამა წარმოადგინა, რომელშიც ასახა ქვეყნის განვითარების ყველა ძირითადი ტენდენცია.

Sputnik - საქართველო გთავაზობთ პარტიის პროგრამის მოკლე მიმოხილვას.

ეკონომიკა

- თვითდასაქმებულთათვის ყოველთვიური გრანტი მათი ნახევარი წლის საშუალო შემოსავლის 70%-ის ოდენობით.

- ბიზნესის გათავისუფლება გადასახადებისაგან, დღგ-ს გარდა.

- მორატორიუმი ბანკროტობის პროცედურებზე

განათლება

- აუცილებელი სკოლამდელი და საშუალო განათლება

- უმაღლესი სასწავლებლების ავტონომია

- მეცნიერებათა აკადემიის რეფორმა და დარგობრივი კვლევითი ინსტიტუტების აღდგენა

- უცხოეთში უმაღლესი განათლების მიღებისათვის ფონდის შექმნა

- უფასო პროფესიული განათლება

- ერთიანი ეროვნული გამოცდების გაუქმება

- მასწავლებლებისათვის ხელფასის გაზრდა 1,6 ათას ლარამდე

ჯანდაცვა და სოციალური სფერო

-პირველადი ჯანდაცვის გაძლიერება

-ოჯახის ექიმის ინსტიტუტის გაძლიერება

-პროფესიული ლაბორატორიების გაძლიერება

-დასაქმების შემდგომ ერთი წლის მანძილზე სოციალური დახმარების შენარჩუნება

-პენსიებისა და ხელფასების ინდექსიკაცია ინფლაციიდან გამომდინარე

- ანაზღაურება სტაჟის მიხედვით

-„დედის ხელფასის“ შემოღება და სტაჟის შენარჩუნება ბავშვების აღზრდის პერიოდში

- მრავალშვილიანი ოჯახებისა და მარტოხელა დედებისათვის ფულადი დახმარება

- დახმარება უმუშევრებს

დემოკრატია

- სავალდებული სამხედრო სამსახურის გაუქმება

- სტაბილური საკანონმდებლო ბაზა

- ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის გაუქმება

-სასამართლოებში მოსამართლეთა რიცხვის გაზრდა

-ჩინოვნიკთა ხელფასების გამჭვირვალობა

 გაეცანით სხვა პარტიების წინასაარჩევნო პროგრამებს:

რას გვპირდება სააკაშვილის პარტია არჩევნების შემდეგ? მოკლედ და გასაგებად

როგორ განვითარდება საქართველო: „სტრატეგია აღმაშენებლის“ ხედვა და ვაშაძის დაპირებები

 

 

ყველა ახალი ამბავი
0