„ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“ - ყველაფერი პარტიის შესახებ

© Sputnik / Vladimir Umikashviliზურაბ ჯაფარიძე
ზურაბ ჯაფარიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ პარტიაზე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ყოფილმა თანამებრძოლებმა დააფუძნეს
  • საქართველოს ყველაზე ორიგინალური პარტია ოპოზიციური გაერთიანებაა
  • დაფუძნდა 2016 წელს საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამი ყოფილი თანამებრძოლის - ზურაბ ჯაფარიძის, გოგა ხაჩიძისა და პავლე კუბლაშვილის მიერ.
  • პარტიამ წარმატებას ქართულ კანონმდებლობაში ხარვეზების აღმოჩენის უნარისა და სოციალურ ქსელებში პიარ-სვლების წყალობით მიაღწია.
  • სახელი გაითქვა საკუთარი „ეკლესიის“ დაფუძნების შემდეგ, რომლის რიგებში მოხვედრისა და სასულიერო პირებად კურთხევის შედეგად, ახალგაზრდებს ჯარში მსახურისგან „თავის დაღწევა“ შეეძლოთ.
  • პარტიას პოპულარობა შესძინა ნარკომანების უფლებებისთვის ბრძოლამ - საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით პარტიამ მოახერხა, მიეღწია ჯერ მარიხუანას დეკრიმინალიზაციისთვის, შემდეგ კი ლეგალიზაციისთვის.
  • პირველად პარტიამ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 2018 წელს. მისმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ არჩევნების წინ სახელი გადაიკეთა ზურაბ გირჩი ჯაფარიძედ იმ შემთხვევისთვის, თუ ცესკო პარტიას რეგისტრაციაზე უარს ეტყოდა. მაშინ პარტიამ მეხუთე ადგილი დაიკავა. წინასაარჩევნო კამპანიაში კი დანარჩენ 25 მონაწილეზე ნაკლები დახარჯა.
  • პარტიის მთავარი სახეები არიან: ზურაბ ჯაფარიძე, იაგო ხვიჩია, გერმან საბო, ვახტანგ მეგრელიშვილი.
  • პარტიის სახელს უკავშირდება არაერთი სკანდალი და გახმაურებული მოვლენა. 2018 წლის ბოლოს პარტიამ პირდაპირ ეთერში დათესა მარიხუანა თავის ოფისში, რასაც სასჯელი არ მოჰყოლია, რადგან ამოღებული მარიხუანას რაოდენობა არასაკმარისი აღმოჩნდა სისხლის სამართლებრივი ან ადმინისტრაციული საქმის აღძვრისთვის.
  • პარტიამ უხამსი პერფორმანსი მოაწყო ასევე სამხრეთ ოსეთის დეფაქტო საზღვარზე.
  • სკანდალებს შორისაა 2018 წლის შემოდგომაზე თბილისში მარიხუანას პირველი ფესტივალის ჩატარება, რომელზეც პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატმა მარიხუანა დაარიგა. პოლიციამ დღემდე ვერ შეძლო იმის დადგენა, ვინ მიიღო ეს „ჯოინთები“.
  • გარდა ამისა, პარტიამ შეძლო ხარვეზის პოვნა კარანტინის პერიოდში მასობრივი თავშეყრების აკრძალვაში და ერთობლივი გასეირნების აქცია მოაწყო.
  • ხოლო თბილისში ტაქსის მუშაობაზე ახალი შეზღუდვების დაწესების შემდეგ პარტიამ თავისი კომპანია „შმაქსი“ გახსნა, სადაც მძღოლები საფასურს აიღებდნენ არა მგზავრობისთვის, არამედ ლექციებისთვის.
  • პარტიის კიდევ ერთი ორიგინალური იდეაა ავტომობილ „ტესლას“ გათამაშება იმათ შორის, ვინც საპარლამენტო არჩევნებზე წავა და სოციალურ ქსელებში საარჩევნო უბანთან გადაღებულ ფოტოს განათავსებს.
  • არჩევნებზე პარტია გადის 36 ნომრით, ლოზუნგით - „მეტი „გირჩი“ პარლამენტში“.
  • პარტიის დაპირებათა შორისაა აშშ-თან და ევროკავშირთან ურთიერთობის გაღრმავება და რუსეთთან დიალოგის შენარჩუნება.
  • „ეგეთი პარტია ვართ“: „გირჩი“ ბარებში საარჩევნო შტაბების დახურვას აპროტესტებს >>
  • „გირჩის“ რეიტინგი, სხვადასხვა გამოკითხვის თანახმად:
    გამოკითხვა     რეიტინგი
    Gorbi       

    2,7%

    Ipsos        1,8%
    Edison Research 2%
    Survation 2,1%

 

  

          

 

ყველა ახალი ამბავი
0