პარლამენტში ადგილის მოსაპოვებლად ქართული პარტიები ბოლომდე იხარჯებიან. თუ რომელიმეს არ აქვს სახსრები, იუმორსა და კრეატივს მიმართავს.
იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ მიერ შედგენილ კრებულში, როგორი წინასაარჩევნო ვიდეორგოლები გადის ქართულ ტელევიზიებში.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. მასში მონაწილეობას 48 პარტია და ორი ბლოკი მიიღებს. ამომრჩეველი 150 დეპუტატიდან 120-ს აირჩევს პროპორციული სისტემით, ხოლო 30-ს – მაჟორიტარულით.
წელს არჩევნები საქართველოში უჩვეულო რეჟიმში ჩაივლის კორონავირუსის პანდემიის გამო – ყველა ამომრჩეველი იქნება პირბადით, ხოლო კომისიის წევრებს უსაფრთხოების დამატებითი საშუალებებიც ექნებათ.
მიუხედავად პანდემიისა, არჩევნებზე უზრუნველყოფილი იქნება ყოველმხრივი მონიტორინგი – ცესკომ უკვე დაარეგისტრირა 89 ადგილობრივი და 20 საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლებიც ხმის მიცემის პროცესს დააკვირდებიან.