კვირის ასტროპროგნოზი: რას გვიმზადებენ ვარსკვლავები 23–29 დეკემბრის პერიოდში

ამ კვირაში, 26 დეკემბერს მზის დაბნელებაა. ეს დღე ყველასთვის პრობლემური იქნება ცხოვრების ნებისმიერ სფეროში. უნდა ვიყოთ ყურადღებით, შევინარჩუნოთ სიმშვიდე, არ დავიწყოთ ახალი საქმეები. ასტროლოგები გვიკარნახებენ, როგორ უნდა ვიმოქმედოთ 23–29 დეკემბრის პერიოდში
Sputnik

26 დეკემბერს, მზის დაბნელების დღეს ძალზე მნიშვნელოვანია რამდენიმე მომენტის გათვალისწინება ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის. პირველი – ესაა სახლის ენერგეტიკის გასუფთავება – ძველი და უსარგებლო ნივთებისგან გათავისუფლება. მეორე – გასათვალისწინებელია, რომ ადამიანებს შორის მოიმატებს უთანხმოებები. მზის დაბნელება თხის რქის ნიშანში ჩაივლის, რაც ნიშნავს, რომ დიდი რისკია მათთვის, ვინც არ ერიდება უხეშ გამონათქვამებს და ეგოისტურად მხოლოდ თავის თავზე ფიქრობს.

როგორ დავგეგმოთ დეკემბრის მესამე დეკადა მთვარის კალენდრის მიხედვით

გაეცანით კვირის ასტროპროგნოზს და გაიგეთ, როგორი კვირა გელოდებათ, როგორ უნდა მოიქცეთ, რომ უსიამოვნებები აირიდოთ თავიდან და ბედნიერება მოიზიდოთ.

ვერძი

26 დეემბრის გარდა ვერძებს სხვა ნეგატიური დღე ამ კვირაში არ გექნებათ. კვირის პირველ ორ დღეს პლანეტები აღმშენებლობითი და აქტიური იქნებიან. ეს ნიშნავს, რომ ორშაბათს წარმატებების მიღწევაა შესაძლებელი ნებისმიერ სფეროში, მთავარია, მკაფიო მიზნები და სურვილები გქონდეთ.

2020 წლის ჰოროსკოპი - ვერძი>>

შუა კვირაში და ბოლოს გააქტიურდება ფინანსური ნაკადები (გარდა 26 დეკემბრისა). შესაძლებელია ინტუიციაზე დაყრდნობა, მაგრამ ჯანსაღი აზრიც არ დაივიწყოთ. შეგიძლიათ, იაქტიუროთ საქმეებში. შეძლებთ ძალიან ბევრის გაკეთებას.

კურო

კუროებს ამ კვირაში მეტი თავშეკავებულობა გმართებთ, განსაკუთრებით 26 და 27 დეკემბერს. ამ დღეებში მეტად „ფეთქებადი“ იქნებით, თქვენი ენერგეტიკა სერიოზულ ცვლილებებს განიცდის. დიდია ალბათობა იმისა, რომ თქვენმა ცხოვრებამ კალაპოტი შეიცვალოს.

2020 წლის ჰოროსკოპი - კურო>>

24 დეკემბერი კუროებისთვის ყველაზე ხელსაყრელი დღეა, მაგრამ ამ დროსაც საჭიროა ბალანსის დაცვა სიყვარულსა და სამუშაოს შორის. ძალიან სერიოზულ ცვლილებებს თქვენი კალაპოტიდან ამოგდება შეუძლია. ასტროლოგები გირჩევენ, მიიღოთ გაწონასწორებული გადაწყვეტილებები, მისდიოთ გეგმებს, თავი აარიდოთ ნეგატიურ ფიქრებს.

ოცნებები ახდება: ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუმართლებს ყველაზე მეტად 2020 წელს

ტყუპი

მოერიდეთ კონფლიქტურ და უხეშ ადამიანებს, ასევე, კარგი იქნება, თუ საკუთარ ემოციებს გაშემომყოფებს არ აჩვენებთ. 23–25 დეკემბრის პერიოდში სიფრთხილე გმართებთ, რადგან ნეგატიურად განწყობილი პლანეტები გააქტიურდებიან. კვირის ბოლო ორ დღეს პლანეტები ენერგეტიკულად გადაეწყობიან, რის გამოც ძალების მოზღვავებას იგრძნობთ.

2020 წლის ჰოროსკოპი - ტყუპი>>

კვირის ბოლოს უნდა ჩაერთოთ ირგვლივ მიმდინარე ყველა მოვლენაში, არ დაემალოთ ცვლილებებს. თუ უმოქმედოდ იქნებით, შესაძლოა, აუტსაიდერი გახდეთ, რაც წლის ბოლოს უსიამოვო სიურპრიზი გახდება თქვენთვის. ადამიანებთან ურთიერთობები საუკეთესოდ წარიმართება, ამიტომ ყოველ დღეს, გარდა მზის დაბნელების დღისა, უნდა გამოიჩინოთ თანაგრძნობა, ზრუნვა ახლობლების მიმართ.

კირჩხიბი

კირჩხიბები 26 და 27 დეკემბერს ძალზე მგრნობიარე გახდებით, რადგან პლანეტები არახელსაყრელ მდგომარეობაში იქნებიან. ეს ნიშნავს, რომ ხშირად მოიზიდავთ ნეგატიურ ენერგეტიკას. შესაძლოა, თქვენთვის დადგა დრო, რომ განმარტოვდეთ და სხვებს საკუთარი უარყოფითი ემოციები არ „გადასდოთ“.

2020 წლის ჰოროსკოპი – კირჩხიბი>>

რადგან ძალზე მგრძნობიარე გახდებით, მხოლოდ საკუთარი ემოციების გაკონტროლება არ გიშველით. საჭიროა გარშემო ახლობელი ადამიანები შემოიკრიბოთ და სასიამოვნო საოჯახო საქმეები გააკეთოთ, მაგალითად, მორთოთ ნაძვის ხე. გლობალური ცხოვრებისეული ცვლილებები ამ კვირაში მოსალოდნელი არ არის, მაგრამ მაინც ყურადღებით უნდა დააკვირდეთ მოვლენებს.

წინასაახალწლო ჰოროსკოპი: რა ელოდება ზოდიაქოს ნიშნებს 2019 წლის ბოლოს

ლომი

ლომებისთვის ყველაზე კაშკაშა დღეები ამ კვირაში 25, 26 და 27 დეკემბერი იქნება. 26 დეკემბერს, მზის დაბნელების დღეს, მოერიდეთ კონფლიქტებს, ძვირად ღირებული ნივთების შეძენას, ტყუილსა და პირფერობას. ასევე, გაიძლიერეთ ენერგეტიკა. 25 და 27 დეკემბერი სამსახურში დიდი წარმატებების დღეებია. ამ დღეს შეგიძლიათ შეიძინოთ ის, რაც საახალწლო დღესასწაულისთვის გჭირდებათ.

2020 წლის ჰოროსკოპი - ლომი>>

მოსალოდნელია საჩუქრების მიღება, უხვი ქათინაური საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლების მხრიდან. უქმეებზე მეტი დრო დაუთმეთ მეგობრებს, ახლობლებს, ოჯახის წევრებს. ძალიან მნიშვნელოვანი როლი მიენიჭება ახალ საქმიან კონტაქტებს.

ქალწული

ამ კვირაში ბედნიერების მოპოვებაში სასიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობებს გადამწყვეტი როლი მიენიჭება. იდეალური დროა ახალი კავშირების ჩამოყალიბებისთვის, გართობისთვის, ხალხმრავალ ადგილებში სტუმრობისთვის. საპასუხისმგებლო დავალებების გამო, შესაძლოა, ემოციურად „გადაიწვათ“, ამიტომ, ეს რომ არ მოხდეს, შეუთავსეთ ერთმანეთს მუშაობა დასვენება.

2020 წლის ჰოროსკოპი - ქალწული>>

გადაღლა თქვენს ჯანმრთელობაზეც აისახება. იქნებ, დადგა დრო, რომ რაღაც საქმეები და პასუხისმგებლობა კოლეგებს გადააბაროთ, მათ დახმარება სთხოვოთ. მარტო არც საოჯახო საქმეებთან შეჭიდება ღირს. გუნდური მუშაობა სამსახურშიცა და ოჯახშიც ძალებსა და თავდაჯერებულობას შეგმატებთ.

რა გველოდება 2020 წელს აღმოსავლური კალენდრის მიხედვით

სასწორი

ამ კვირაში თქვენთვის უმნიშვნელოვანესი სასიყვარულო სფერო გახდება. სასიყვარულო თავგადასავლების, ადამიანების გაცნობის, არშიყისა და რომანტიკისთვის ყველაზე ხელსაყრელი 24 დეკემბერია, სამშაბათი. განწყობის ამაღლებასა და იღბლის მოზიდვას შეძლებს ისიც, ვისაც უკვე ჰყავს პარტნიორი და ისიც, ვინც სიყვარულს ეძებს.

2020 წლის ჰოროსკოპი - სასწორი>>

სამსახური მეორე პლანზე გადაიწევს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ სფეროში გაუგებრობები და პრობლემები გელოდებათ. პირიქით, ბევრი საქმე თავისთავად გადაწყდება. თუ საშუალება გექნებათ, შეგიძლიათ მივლინებაში გაემგზავროთ, გააკეთოთ მონოტონური საქმე. ასტროლოგების რჩევაა, კარგად გამოიძინოთ და ზედმეტი საკვები არ მიიღოთ ამ კვირაში, განსაკუთრებით, 26 დეკემბერს.

მორიელი

მორიელებს 23–29 დეკემბრის პერიოდში ბევრი მუშაობა ან ოჯახში დიდი ფუსფუსი, ან ორივე ერთად მოგიწევთ. დაგჭირდებათ მეტი ენერგია, ძალა. ასტროლოგები გირჩევენ, მეტი დრო გაატაროთ სუფთა ჰაერზე, იაროთ ფეხით, ეკონტაქტოთ ადამიანებს.

2020 წლის ჰოროსკოპი - მორიელი>>

პოზიტიური განწყობა არსებითად აამაღლებს თქვენს ზოგად პროდუქტიულობას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კვირის პირველ ნახევარში. ამ დროს სასურველია, დაგეგმოთ საქმეები და ენდოთ შინაგან ხმას. არ აიღოთ საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობა, იმუშაოთ, ხოლო ოჯახის წევრებს დრო უქმეებზე დაუთმოთ.

ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ელოდება გამდიდრება 2020 წელს

მშვილდოსანი

შესანიშნავი დროა, რომ ახლობელ ადამიანებს მოულოდნელი საჩუქრები გაუკეთოთ. მართალია, ახალ წლამდე კიდევ დარჩა დრო, მაგრამ გარშემომყოფებისთვის პოზიტიური განწყობის შექმნა უკვე შეიძლება. ეს სადღესასწაულო განწყობის შექმნაში დაგეხმარებათ. ასტროლოგები გირჩევენ, მონაწილეობა მიიღოთ ყველა ღონისძიებაში და განმარტოებას მოერიდოთ.

2020 წლის ჰოროსკოპი - მშვილდოსანი>>

ეცადეთ, მინიმუმამდე დაიყვანოთ ნეგატიური ფიქრები. იმუშავეთ ბევრი. დადებით განწყობას შეგიქმნით მივლინებები, გარემოს შეცვლა. თქვენს თავდაუზოგავ შრომას აუცილებლად დააფასებენ ხელმძღვანელები, კოლეგები და პარტნიორები.

თხის რქა

შუა კვირა საუკეთესო დროა საყიდლებზე წასვლისთვის, მუშაობისა და გარიგებების დადებისთვის. ასტროლოგები გირჩევენ, ფული უძრავ ქონებაში ჩადოთ, ასევე, საკუთარ ჯანმრთელობასა და განათლებაში. 26 დეკემბერს კი სჯობს, ყველაფერს გაეცალოთ, რაც უკავშირდება ფულს და ახლობლებთან ერთად გაატაროთ ეს დღე.

ცხოვრების კანონები: ბუმერანგის პრინციპი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის>>

ამ კვირაში უნდა მოერიდოთ კონფლიქტურ სიტუაციებს. უქმეების გატარება ხმაურიან კომპანიაში ან ახლობლების გარემოცვაში აჯობებს. წაგადგებათ ახალი ნაცნობობა. ამ კვირაში არ გადაიღალოთ ფიზიკურად. აუჩქარებელი რიტმი ბევრად სასარგებლო იქნება თქვენთვის.

ზოდიაქოს თითოეული ნიშანი, როგორც სტიქიური უბედურება

მერწყული

ამ კვირაში სჯობს, ფინანსურ სფეროზე გაამახვილოთ ყურადღება. მთლიანობაში, პერიოდი მშვიდი იქნება, მაგრამ ეს არ ეხება 26 დეკემბერს. მზის დაბნელების დღეს, სჯობს, არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, დაიცვათ სუბორდინაცია, არ დახარჯოთ ფული.

მიმნდობი ადამიანი ხართ თუ ეჭვიანი? ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი>>

კვირის დასაწყისი კარგი დროა არასაჩქარო საქმეების გასაკეთებლად, გეგმების შედგენისთვის, მოლაპარაკეებისთვის. 27 დეკემბრიდან შეგიძლიათ, ფიზიკურად გააქტიურდეთ. 23–26 დეკემბერს კარგი იქნება, რომ მეტად დაისვენოთ, არ ასწიოთ სიმძიმეები. სიყვარულის საკითხებში არ ენდოთ გარშემომყოფებს. სჯობს, საკუთარ ინტუიციასა და გამოცდილებას დაეყრდნოთ. ასევე, ფრთხილად იყავით, რადგან, შესაძლოა, მოშურნეები გააქტიურდნენ.

თევზები

კვირის დასაწყისში ეჭვიანობის შემოტევებია მოსალოდნელი. 27 დეკემბრიდან კი დიდი წარმატებები გელოდებათ ცხოვრების ყველა სფეროში და მათ შორის, სიყვარულში. მთავარია, არ „ჩაიციკლოთ“ წარსულზე, რადგან ახალი წელი ახლოვდება და ყველაფერი ცუდი წარსულს უნდა ჩააბაროთ.

იდეალური მეორე ნახევარი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის>>

ასტროლოგები გირჩევენ, არ აჰყვეთ ემოციებს, არ ენდოთ ჭორებს. ახლა არ არის ის დრო, როცა ურთიერთობები სიმტკიცეზე უნდა გამოსცადოთ. კვირის ბოლოს წადით საყიდლებზე, განაახლეთ გარდერობი, მოემზადეთ ახალი წლისთვის. წაგადგებათ იმიჯისა და გარემოს შეცვლა.