1. თევზები
სინაზისა და უბრალოების ნიშანი – ადამიანებში მხოლოდ სიკეთეს ხედავს მაშინაც კი, როცა ამ ადამიანში კარგი არაფერია. ისინი პატიობენ ყველას, ვინც პატიებას ითხოვს, გინდაც ამის ღირსი არ იყოს. ზოგიერთები მათ მიამიტებად და გულუბრყვილოებად მიიჩნევენ, თავად თევზები კი ფიქრობენ, რომ, უბრალოდ, სწორად იქცევიან.
2. სასწორი
კეთილი და მიმნდობი ბუნების გამო სასწორებს ხშირად ღალატობენ. ადამიანები მათ ანდობენ ყველაზე იდუმალ, ბინძურ საიდუმლოს, რადგან იციან, რომ ამას არავისთან გათქვამენ. ამიტომ სადღაც გულის სიღრმეში სასწორები სიძულვილს ატარებენ.
3. ტყუპი
ისინი ადამიანებში საუკეთესო თვისებებს ავლენენ, რადგან ენდობიან მათ, ენდობიან სიტყვაზე და მანამ, სანამ ისინი იმედს არ გაუცრუებენ. თუნდაც მას შემდეგ, როცა ვინმე უღალატებს მათ, მიზეზს ვერ ხედავენ, რომ დანარჩენებს არ ენდონ.
4. კირჩხიბი
რადგან თავად პატიოსანი არიან და ნდობას იმსახურებენ, ამასვე ელიან სხვებისგანაც. ამ წესიდან მხოლოდ ერთი გამონაკლისია: თუ საქმეში ფულია ჩარეული, როგორც წესი, ადამიანებს არ ენდობიან.
5. ქალწული
ყველაფერი თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაზეა დამოკიდებული. ქალწულებს კარგი ალღო აქვთ – იციან, ვინ იმსახურებს ნდობას და ვინ – არა. ეჭვის თვალით უყურებენ ნებისმიერ თვითგამოცხადებულ „ექსპერტს“, რომელსაც არა აქვს ოფიციალური ტიტული და დიპლომი.
6. მერწყული
ადამიანებს სიტყვაზე ენდობიან, რადგან ელოდებიან, რომ სხვებიც მათსავით პატიოსანი იქნებიან. და ყოველთვის გაკვირვებული რჩებიან, როდესაც ისინი ორსახოვანი გამყიდველები და მატყუარები აღმოჩნდებიან ხოლმე. მერწყულები ქალებს მეტად ენდობიან, ვიდრე მამაკაცებს.
7. კურო
ისინი ნათესავებსა და ახლო მეგობრებს ენდობიან. მაგრამ ვერ აიძულებენ თავს, ენდონ საყვარელს, თუ ის ერთხელ მაინც „გამოიჭირეს“. ამის შემდეგ ფიცს დებენ, რომ არავის მისცემენ უფლებას, ასეთი ტკივილი კიდევ ოდესმე განიცადონ.
8. მორიელი
თუ მორიელს ერთხელ მაინც მოატყუებთ, მის ნდობას ვერასდროს ვეღარ მოიპოვებთ. საქმე ის კი არაა, რომ ადამიანმა იცრუა, არამედ ის, რომ ის საიმედო არ აღმოჩნდა. ანუ მორიელები ენდობიან მანამ, სანამ ვინმე მათ ნდობას არ დააღალატებს.
9. მშვილდოსანი
მშვილდოსნები არ ენდობიან საიდუმლოს მქონე ადამიანებს. მაგრამ ენდობიან ბანკის კლერკს, რომელიც სწორად ითვლის მათ თანხას და ოფიციანტს, რომელიც საკვების დაწუნების შემდეგ მათ კერძს არ „აფუჭებს“.
10. თხის რქა
ბევრჯერ მოატყუეს იმისთვის, რომ ამიერიდან ადამიანებს ბრმად და მიამიტურად ენდონ. ისინი არ პატიობენ პირფერებს, რომლებიც ამბობენ, რომ არ უნდოდათ მათი წყენინება – რა თქმა უნდა, უნდოდათ. ადამიანებს სიტყვაზე არ ენდობიან და ყოველთვის ფარულ ქვეტექსტს ეძებენ. ეს, რა თქმა უნდა, ზღუდავს მათ სოციალურ და რომანტიკულ შესაძლებლობებს, მაგრამ თხის რქებს ურჩევნიათ მარტონი იყვნენ, ვიდრე მოტყუებული და „გაყიდული“.
11. ლომი
ეჭვიანი ბუნების გამო ადამიანებს მათ გვერდით ყოფნა უჭირთ. ლომებს არ ესმით, რომ ეჭვიანობის გამო ადამიანები უფრო საძულველი ხდებიან. თუ ლომი ადამიანს ქურდობაში სდებს ბრალს, რატომ არ უნდა მოიპაროს მან? თუ ღალატში – რატომ არ უნდა უღალატოს? მოკლედ, ჩაკეტილი წრეა – რაც უფრო ნაკლებად ენდობა ლომი ადამიანს, მით უფრო მეტი ალბათობაა იმისა, რომ ეს უნდობლობა გამართლდება.
12. ვერძი
მატყუარებს ყველაზე მეტად ვერძები ვერ იტანენ. მათთვის ორი ტიპის ადამიანები არსებობენ – მატყუარები და უუნარო მატყუარები. მიმნდობი ადამიანები მიამიტებად მიაჩნიათ. გარშემომყოფებმა უნდა დაიმსახურონ ვერძების ნდობა, მაგრამ ამას შეიძლება მთელი ცხოვრება დასჭირდეს. ზოგი მათ პარანოიდებს უწოდებს, თვითონ კი თავი რეალისტებად მიაჩნიათ.