წინასაახალწლო ჰოროსკოპი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის განსხვავებულია, მაგრამ ყველას ერთი რამ აერთიანებს - ახალი წელი რომელი ცხოველის მფარველობით ჩაივლის. დანარჩენში კი მნიშვნელოვანია, რომ მივენდოთ არა მხოლოდ ვარსკვლავების გულმოწყალებას, არამედ საკუთარ ძალებს - ასეთ შემთხვევაში სამყარო ბედნიერი შემთხვევითობებით დაგვასაჩუქრებს.
ვერძი
ვერძებს წლის ბოლოს ვალების სასწრაფოდ გასტუმრების სურვილი გაუჩნდებათ. თანაც, საქმე მხოლოდ ფულს არ ეხება. უფრო დიდი სიამოვნებით დააბრუნებენ ისინი მოქმედებებისა და საქმეების „ვალებს". მნიშვნელოვანია, რომ დრო გამოყოთ საკუთარ ცხოვრებისეულ მიზნებზე, ასევე უნდა გაიხსენოთ, ვინ გიხსნათ რთული სიტუაციიდან 2019 წელს და ვის უნდა უპასუხოთ სიკეთეზე სიკეთით.
კურო
კუროებს წინასაახალწლოდ საკუთარი ძალების რწმენა და ამტანობა იხსნის. თუ ნებისმიერ წვრილმანზე გაღიზიანდებით, ნერვები ზღვარზე გექნებათ. მნიშვნელოვანია, რომ მოვლენების დრამატიზირება არ მოახდინოთ, თავი ხელში აიყვანოთ და ამოცანები ეტაპობრივად გადაწყვიტოთ. ამ შემთხვევაში 2020 წელს სიხარულითა და „კუდების" გარეშე შეხვდებით.
ტყუპი
ტყუპებს ბევრი ცვლილება ელოდება სასიყვარულო ფრონტზე. მაგრამ არის მედლის მეორე მხარეც - ჩვენ არა მხოლოდ ადამიანებს, არამედ ნივთებსაც ვეჩვევით. თამამად უნ და გააფართოვოთ ჰორიზონტები და აღმოაჩინოთ სიახლეები გვერდით, სცადოთ უჩვეულო ჰობი, თუნდაც სოციალურ ქსელში ბლოგერი გახდეთ. თამამად იარეთ წინ, სანამ ზურგის ქარი თქვენთვის უბერავს.
კირჩხიბი
საახალწლო დღესასწაულებს რომ გამოფიტული და გადაღლილი არ შეხვდეთ, ასტროლოგები გირჩევენ: ნუ დააწყობთ დიდ გეგმებს, ნუ შეადგენთ საქმეების უსაშველოდ გრძელ ნუსხას. მონიშნეთ სასურველი თემები. წაიკითხეთ თუნდაც ფსიქოლოგიური ლიტერატურა, ან უყურეთ საინტერესო ფილმებს - ეს ყველაფერი მოტივაციის შექმნაში დაგეხმარებათ.
2020 წლის ჰოროსკოპი – კირჩხიბი
ლომი
ლომები დეკემბრის ბოლოს იღბალს ხელში ჩაიგდებთ და ფინალურ აკორდს დასვამთ ისე, რომ 2020 წლის დასაწყისი კაშკაშა და დაუვიწყარი იქნება. აქედან გამომდინარე, სჯობს, წინასაახალწლოდ უმნიშვნელო და ბევრ საქმეზე არ „ჩაიციკლოთ", არამედ ორ-სამ ნამდვილად მნიშვნელოვან საქმეს მიხედოთ. პრიორიტეტების ასეთი განაწილება მეტად შთაგაგონებთ და იღბალს თქვენ მხარეს მოიზიდავს.
ქალწული
ქალწულებს წინასაახალწლოდ საქმეების აჩქარებულ ტემპში გაკეთება მოგიწევთ. შესაძლებელია მოულოდნელობები, მაგალითად, მოულოდნელი ზარი, ცვლილება - ნებისმიერი წინასაახალწლო ორომტრიალი. ამას მედგრად უნდა შეხვდეთ - არ ინერვიულოთ, არ იღელვოთ, არ გადაუხვიოთ არჩეული კურსიდან. სიმშვიდე დაგეხმარებათ, რომ ახალ წელს მშვიდად, გადაღლის გარეშე შეხვდეთ და ლამაზად დაასრულოთ დაწყებული პროექტები.
სასწორი
სასწორები საახალწლო შთაბეჭდილებებისთვის ადრევე უნდა მოემზადოთ: მოიფიქროთ შეხვედრების ადგილები, შეიძინოთ ან შეარჩიოთ სადღესასწაულო სამოსი, საჩუქრები მოუმზადოთ ახლობლებს. პროდუქტების ყიდვაც კი არ გადადოთ 31 დეკემბრისთვის. ახალი წელი აუჩქარებლად - ეს შესანიშნავი განწყობისა და ბედნიერი 2020 წლის გარანტია.
მორიელი
მორიელებს დეკემბერში ფინანსური წარმატებები გელოდებათ, შეგიძლიათ, დადოთ გარიგებები, იყიდოთ რამე ძვირადღირებული ნივთი. გასაკვირი არ იქნება, თუ დღესასწაულის წინ გადაიღალოთ და შვებულება მოგინდეთ სადმე სანატორიუმში და არა საახალწლო ფოიერვერკები და ხმაურიანი დღესასწაული. თქვენთვის რეკომენდებულია საკუთარ თავზე ზრუნვა. ერთი-ორი დღე უსაქმურობა ახალი წლის წინ - იდეალური ვარიანტია ძალების აღდგენისთვის.
მშვილდოსანი
მშვილდოსნების წინასაახალწლო ჰოროსკოპი პერსპექტივაში ძალზე მნიშვნელოვან და სასიამოვნო სიახლეებს შეიცავს: დეკემბერში, შესაძლოა, ძველ ურთიერთობებში გაუგებრობები დაამთავროთ. დროა, შეურიგდეთ ახლობლებს, უარი თქვათ ტოქსიკურ პიროვნებებზე, გაერკვიოთ მიმდინარე პრობლემებში და მომავალში ნაბიჯი თავდაჯერებულმა გადადგათ, მხარში ამოიყენოთ ახლო მეგობრები და საყვარელი ადამიანები. ისინი 2020 წელს თქვენი საყრდენი გახდებიან.
რა გველოდება 2020 წელს აღმოსავლური კალენდრის მიხედვით
თხის რქა
საქმიანი და რაციონალური თხის რქები 2019 წლის დეკემბერში სასიყვარულო ტკბობას, სულიერ განცდებსა და რომანტიკულ ოცნებებს მიეცემიან. შესაძლებელია წარსულთან სრულიად მოულოდნელი შეხვედრა, ან ნოსტალგია გარდასულ დღეებზე - იმაზე, რასაც ვეღარ დაიბრუნებთ. ყველაფერი წესრიგშია - ხანდახან ყველას სჭირდება მატერიალურიდან ცოტაოდენი გადახვევა და ოცნებებში წიაღსვლა, ახლობლებთან გულწრფელი და ემოციური ურთიერთობები.
მერწყული
მერწყულები არ უნდა ეცადოთ მიუღწევლის მიღწევას, საკუთარი თავისთვის პირობის მიცემას, რომ „ეს აუცილებლად მოხდება მერმისს"; ასევე, სხვადასხვა საქმეს არ უნდა შეეჭიდოთ ერთდროულად. მრავალი ამოცანის ერთდროულად შესრულება საერთოდ არ არის ადამიანის ბუნებისთვის ჩვეული. კომფორტული ტემპი და ყურადღება საკუთარი ბიორიტმის მიმართ - ეს მიგიყვანთ სწორედ გამარჯვებებთან ღიმილით 2020 წელს.
თევზები
ასტროლოგები გირჩევენ, ახალი წლის წინა დღეებში არ გაგიტაცოთ თვითანალიზმა, არ დაიწყოთ შედეგების შეჯამება. ვარსკვლავების პროგნოზით, მოსალოდნელია ცოტაოდენი აპათია, დაღლილობა. ეს გასაკვირიც არაა, რადგან 2019 წელი საკმაოდ მრავალფეროვანი და დატვირთული გქონდათ. ასე რომ, არ გაიფუჭოთ განწყობა შეცდომების ანალიზითა და სხვადასხვა უსიამოვნო მომენტის გახსენებით. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე, მიიღეთ უბრალო სიამოვნებები ცხოვრებისგან და 1 იანვარს სრულიად განახლებული და ძალებით სავსე შეხვდით.