ცხოვრების კანონები: ბუმერანგის პრინციპი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

CC BY-SA 2.0 / Guy Dickinson / Star Trailsვარსკვლავიანი ცა
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ, მნიშვნელობა აქვს; ყველაფერი ცუდი უკან გვიბრუნდება, მაგრამ ეს პრინციპი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის ცხოვრების სხვადასხვა სფეროში მუშაობს, რაც მათი შეხედულებებიდან და სხვადასხვა ინტერესებიდან გამომდინარეობს.

ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს თავისი მანკიერება და სისუსტე აქვს. ეს მანკიერებები და სისუსტეები გვაიძულებს, შევამოწმოთ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდეთ, რომ ბუმერანგის პრინციპი 100 პროცენტით მუშაობს. ადამიანების უმრავლესობა მუდამ ერთსა და იმავე შეცდომას უშვებს. ამის შეცვლა, სამწუხაროდ, შეუძლებელია — ასეთია ჩვენი ბუნება. ბუმერანგის პრინციპი 100-პროცენტით მუშაობს.

ვერძი

ვერძებს უკან უბრუნდებათ თავიანთი სიტყვები, რასაც ისინი იშვიათად აკონტროლებენ. ერთი მხრივ, ეს კარგია, რომ ასე პატიოსანი არიან, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს მათთვის დამანგრეველია. ხანდახან ხდება, რომ საჭიროა კოლეგის დახმარება, ის კი ვერძს თავის წყენას ახსენებს. დახმარებას ვერძები იშვიათად ითხოვენ, მაგრამ ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. ასე უბრუნდებათ მათ ბუმერანგივით გაფრენილი სიტყვა.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ყველაზე, ყველაზე... ზოდიაქოს ნიშნების ძლიერი მხარეები

კურო

კუროებს საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვთ, ამიტომ ბედი მათ თავიანთ თავმოყვარეობას სიყვარულში წარუმატებლობის ფორმით უბრუნებს. თითქმის ყველა კურო ფიქრობს, რომ იდეალურია, ამიტომ ურთიერთობებში ხშირად ზღვარს გადადიან. ეს მათ პირად ცხოვრებაზე უკიდურესად ნეგატიურად აისახება.

ტყუპი

ტყუპები არ აფასებენ იმას, რასაც სხვები მისთვის აკეთებენ, ამიტომ ხშირად მარტონი რჩებიან. მათი ქარაფშუტობა და გულგრილობა მათ მიმართ, ვინც ეხმარება, უყვარს, ზრუნავს — აი, რა უბრუნდებათ მათ ბუმერანგივით, აშორებს რა მათ მეგობრებსა და საყვარელ ადამიანებს და ამასთან ერთად — იღბალს.

კირჩხიბი

კირჩხიბები მანიპულაციით არიან დაწყევლილები და ეს მათ არასდროს ტოვებს. მათ უყვართ, როდესაც ყველაფერს აკონტროლებენ, ამიტომ ვარსკვლავები ხშირად ისე აკეთებენ, რომ კირჩხიბების ცხოვრებაში ქაოსი შეიტანონ, რომელიც კლავს მათში კარგ განწყობას და უფუჭებს ნერვებს.

შეყვარებული წყვილი - Sputnik საქართველო
იდეალური მეორე ნახევარი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის

ლომი

ლომები მხოლოდ საკუთარ თავზე და ოჯახზე ფიქრობენ და ყველაფერი გარშემო საერთოდ არ ანაღვლებთ. მათთვის სამყარო განსაკუთრებულ ორბიტაზე მოძრაობს, რომლის ცენტრი თვითონ არიან. როდესაც ამას ახლობელი ადამიანები შეიგრძნობენ, ისინი ტოვებენ ლომს. მათ ცოტა მეგობარი ჰყავთ — მხოლოდ მლიქვნელები და პირმოთნეები — რასაც გასცემ, იმასვე იღებ. ეს ეგოისტური ნიშანია, რომელსაც გარშემო თავისნაირივე ადამიანები ახვევია.

ქალწული

ქალწულს მუდამ ყველაფერში ეჭვი ეპარება და სულ ცუდზე ფიქრობს. ამას სამყარო ზოდიაქოს არც ერთ ნიშანს არ პატიობს და მას იღბალს ართმევს. უმიზეზო ნეგატივს ბუმერანგის პრინციპით აბრუნებს მიზეზიანი წარუმატებლობით სიყვარულში, საქმეებსა და ფინანსებში.

სასწორი

სასწორები ზედმეტად უზრუნველნი არიან, ამიტომ მათ ცხოვრებაში მუდამ მრავალი სირთულეა. ისინი იშვიათად მიმართავენ ექიმს, არ აკონტროლებენ დანახარჯს, არასწორად იკვებებიან. შემდეგ უკვირთ, რატომ აქვთ ცოტა ფული და რატომ გრძნობენ თავს ცუდად.

ჩრდილოეთის ნათება - Sputnik საქართველო
მიმნდობი ადამიანი ხართ თუ ეჭვიანი? ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი

მორიელი

მორიელებს უყვართ ინტრიგები, მანიპულაციები, ადვილად წყვეტენ ურთიერთობებს ადამიანებთან, რომლებსაც ისინი მოსწონთ. სწორედ ამიტომ ზურგს უკან ხშირად ჭორაობენ მათზე; ვარსკვლავები და სამყარო მათ პრობლემებს ახვევს თავს და ართმევს უნარს, ერთმანეთისგან გაარჩიონ კარგი და ცუდი ადამიანები.

მშვილდოსანი

მშვილდოსნები ზედმეტად უტაქტო და თავისუფლებისმოყვარე ხალხია. იქმნება შთაბეჭდილება, რომ მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ. უყვართ, როცა მათ გამარჯვებულებს უწოდებენ, ამიტომ პირველი ადგილისთვის ყველაფერზე წამსვლელი არიან. ბუმერანგის პრინციპი მათთვის მუდმივი წვრილი და აბეზარი პრობლემების სახით მუშაობს.

თხის რქა

თხის რქებს უყვართ, როცა სამყაროს მბრძანებლის როლს თამაშობენ. ისინი ზედმეტად სერიოზული არიან, ამიტომ ეს მათ ბუმერანგივით კურიოზული უსიამოვნო ვითარებების სახით უბრუნდებათ, რის გამოც ყველა მათ დასცინის. ეს იშვიათად ხდება, მაგრამ — სამართლიანად.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო
ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ლაკონური დახასიათება - ხასიათის მხოლოდ ექვსი შტრიხი

მერწყული

მერწყულებს თავი გმირები ჰგონიათ, რომელთაც განგებამ სამყაროს უბედურებებისა და კატაკლიზმებისგან ხსნა დაუწესა. ისინი ცდილობენ საკუთარი აზრები სხვებს მოახვიონ თავს და ეს ჭეშმარიტებად აქციონ, რის გამოც ბედი მათ მკაცრად სჯის ოჯახური და მოულოდნელი პრობლემებით — მათ ხშირად ტოვებენ საუკეთესო მეგობრებიც კი.

თევზები

თევზებთან საქმე უფრო იოლად არის — ისინი მეოცნებენი არიან, ცხოვრობენ მხოლოდ მშვენიერზე ფიქრებით. მათ არ ჰყოფნის სერიოზულობა, ამიტომ სჯიან საკუთარ თავს — მათ ხომ ცოტა თუ ვინმე აღიქვამს სერიოზულად.

 

ყველა ახალი ამბავი
0