https://sputnik-georgia.com/20231219/nacmozraoba-sxva-qveynebis-specsamaxurebis-interesebit-xelmzrvanelobs-285069968.html
„ნაცმოძრაობა“ სხვა ქვეყნების სპეცსამსახურების ინტერესებით ხელმძღვანელობს – პაპუაშვილი
„ნაცმოძრაობა“ სხვა ქვეყნების სპეცსამსახურების ინტერესებით ხელმძღვანელობს – პაპუაშვილი
Sputnik საქართველო
„ნაცმოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ გენერალი ზურაბ გოგავა დაინიშნა. 19.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-19T18:58+0400
2023-12-19T18:58+0400
2023-12-19T18:58+0400
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
შალვა პაპუაშვილი
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ნიკა მელია
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/10/250061636_0:0:1300:731_1920x0_80_0_0_1303592335164fbba990700be95fc97d.jpg
თბილისი, 19 დეკემბერი – Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ეყრდნობა არა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, არამედ სხვა ქვეყნების სპეცსამსახურების ინტერესებს, ამიტომ მნიშვნელობა არა აქვს, ვინ რომელ რეგიონულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.ეს განცხადება პაპუაშვილმა „ნაცმოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ გენერალ ზურაბ გოგავას დანიშვნაზე კომენტარისას გააკეთა. გოგავა ქართული ჯარის ბრიგადის გენერალი, 2006–2008 წლებში საქართველოს გაერთიანებულ შეიარაღებულ ძალებს ხელმძღვანელობდა. ის „ნაცმოძრაობას“ 2023 წლის აპრილში შეუერთდა.მისი თქმით, „ნაცმოძრაობის“ პრობლემა არ არის იმაში, თუ ვინ ხელმძღვანელობს ამა თუ იმ რაიონულ ორგანიზაციას.„ნაცმოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციების წევრების უმრავლესობამ პარტია 2023 წლის დეკემბრის დასაწყისში დატოვა.ნოემბრის ბოლოს პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ მან პარტიის რიგებიდან ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია გარიცხა, თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს გადაწყვეტილება იურიდიულად არ იყო გაფორმებული.„ეს ფანტასტიკის სფეროდანაა" - მელია სააკაშვილთან შესაძლო თანამშრომლობაზე>>ხაბეიშვილმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მელიამ და მისმა არცთუ ცოტა მომხრეებმა პარტიაში უარი თქვეს ხელი მოეწერათ ე.წ. ერთიანობის მანიფესტზე, რომელიც მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინციატივა იყო.ხანგრძლივი კონფლიქტი„ნაციონალურ მოძრაობაში" კონფლიქტზე საუბარი ჯერ კიდევ 2021 წელს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებისა და დაკავების შემდეგ დაიწყეს. 2023 წელს შიდაპარტიული არჩევნები ლევან ხაბეიშვილმა მოიგო, რომელმაც ნიკა მელია სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში პასიურობაში დაადანაშაულა. მელია, თავის მხრივ, ხაბეიშვილს ყოფილი მაღალჩინოსნების ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მარიონეტს უწოდებს.სააკაშვილის გეგმა ჩაიშალა - „ნაცმოძრაობა" მარტივ მამრავლებად იშლება>>მელიას მტკიცებას, რომ ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის" მხოლოდ ფორმალური ლიდერია, სააკაშვილის ფაქტორიც ამყარებს, რომელმაც ციხეში ყოფნისას პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განაცხადა. მეტიც, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა სოფო ჯაფარიძემ სააკაშვილის სახელით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. მოგვიანებით მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ექს-პრეზიდენტი „ნაცმოძრაობის" პოლიტსაბჭოს უხელმძღვანელებს.ნიკა მელია ახალ პარტიას ქმნის>>>უფრო მეტიც, თავად ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ პარტიის მთავარი ლიდერი არის სააკაშვილი. როდესაც ის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას იღებდა, მხოლოდ იმ პირობებით, რომ სააკაშვილი პატიმარია. თავის მხრივ, „ნაცმოძრაობის" დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ სააკაშვილი ყოველთვის იყო, არის და იქნება გამაერთიანებელი პოლიტიკური ფიგურა.ამავე დროს, ოფიციალურად სააკაშვილი პარტიის წევრიც არ არის. მას ამის უფლება არა აქვს, რადგან საქართველოს მოქალაქე არ არის. მან საქართველოს მოქალაქეობა წლების წინ დაკარგა, როდესაც უკრაინის მოქალაქე გახდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/10/250061636_319:0:1300:736_1920x0_80_0_0_89b32f9a82e7c865c60a26a98818e14d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შალვა პაპუაშვილი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ნიკა მელია, ახალი ამბები, საქართველო
პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , შალვა პაპუაშვილი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ნიკა მელია, ახალი ამბები, საქართველო
„ნაცმოძრაობა“ სხვა ქვეყნების სპეცსამსახურების ინტერესებით ხელმძღვანელობს – პაპუაშვილი
„ნაცმოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ გენერალი ზურაბ გოგავა დაინიშნა.
თბილისი, 19 დეკემბერი – Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ეყრდნობა არა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, არამედ სხვა ქვეყნების სპეცსამსახურების ინტერესებს, ამიტომ მნიშვნელობა არა აქვს, ვინ რომელ რეგიონულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
ეს განცხადება პაპუაშვილმა „ნაცმოძრაობის“ თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარედ გენერალ ზურაბ გოგავას დანიშვნაზე კომენტარისას გააკეთა. გოგავა ქართული ჯარის ბრიგადის გენერალი, 2006–2008 წლებში საქართველოს გაერთიანებულ შეიარაღებულ ძალებს ხელმძღვანელობდა. ის „ნაცმოძრაობას“ 2023 წლის აპრილში შეუერთდა.
„ეს არის ორგანიზაცია, რომელიც ეფუძნება არა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, არამედ სხვა ქვეყნების ინტერესებს, მათ შორის, სხვა ქვეყნების სპეცსამსახურების ინტერესებს. შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში შემოაპარა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურმა... რა მნიშვნელობა აქვს, ვინ რომელ რაიონულ ორგანიზაციას უხელმძღვანელებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, „ნაცმოძრაობის“ პრობლემა არ არის იმაში, თუ ვინ ხელმძღვანელობს ამა თუ იმ რაიონულ ორგანიზაციას.
„ნაციონალური მოძრაობის“ პრობლემა არის მის ფილოსოფიაში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
„ნაცმოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციების წევრების უმრავლესობამ პარტია 2023 წლის დეკემბრის დასაწყისში დატოვა.
ნოემბრის ბოლოს პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ მან პარტიის რიგებიდან ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია გარიცხა, თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს გადაწყვეტილება იურიდიულად არ იყო გაფორმებული.
ხაბეიშვილმა აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც მელიამ და მისმა არცთუ ცოტა მომხრეებმა პარტიაში უარი თქვეს ხელი მოეწერათ ე.წ. ერთიანობის მანიფესტზე, რომელიც მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინციატივა იყო.
„ნაციონალურ მოძრაობაში" კონფლიქტზე საუბარი ჯერ კიდევ 2021 წელს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებისა და დაკავების შემდეგ დაიწყეს. 2023 წელს შიდაპარტიული არჩევნები ლევან ხაბეიშვილმა მოიგო, რომელმაც ნიკა მელია სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში პასიურობაში დაადანაშაულა. მელია, თავის მხრივ, ხაბეიშვილს ყოფილი მაღალჩინოსნების ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მარიონეტს უწოდებს.
მელიას მტკიცებას, რომ ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის" მხოლოდ ფორმალური ლიდერია, სააკაშვილის ფაქტორიც ამყარებს, რომელმაც ციხეში ყოფნისას პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განაცხადა. მეტიც, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა სოფო ჯაფარიძემ სააკაშვილის სახელით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. მოგვიანებით მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ექს-პრეზიდენტი „ნაცმოძრაობის" პოლიტსაბჭოს უხელმძღვანელებს.
უფრო მეტიც, თავად ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ პარტიის მთავარი ლიდერი არის სააკაშვილი. როდესაც ის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას იღებდა, მხოლოდ იმ პირობებით, რომ სააკაშვილი პატიმარია. თავის მხრივ, „ნაცმოძრაობის" დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ სააკაშვილი ყოველთვის იყო, არის და იქნება გამაერთიანებელი პოლიტიკური ფიგურა.
ამავე დროს, ოფიციალურად სააკაშვილი პარტიის წევრიც არ არის. მას ამის უფლება არა აქვს, რადგან საქართველოს მოქალაქე არ არის. მან საქართველოს მოქალაქეობა წლების წინ დაკარგა, როდესაც უკრაინის მოქალაქე გახდა.