https://sputnik-georgia.com/20231215/es-pantastikis-sferodanaa-melia-saakashviltan-tanamshromlobaze-284973307.html
„ეს ფანტასტიკის სფეროდანაა" - მელია სააკაშვილთან შესაძლო თანამშრომლობაზე
„ეს ფანტასტიკის სფეროდანაა" - მელია სააკაშვილთან შესაძლო თანამშრომლობაზე
Sputnik საქართველო
მელია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ახალ პარტიასთან ერთად აპირებს 15.12.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-12-15T14:59+0400
2023-12-15T14:59+0400
2023-12-15T14:59+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
მიხეილ სააკაშვილი
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ნიკა მელია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/07/264211838_0:0:3423:1926_1920x0_80_0_0_00a0aa064a78a1708f8b54f42c1d282d.jpg
თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელმაც გასულ კვირაში პარტია დატოვა, მომავალში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთ პარტიაში თანამშრომლობას გამორიცხავს.მელიამ პარტიიდან წასვლის შესახებ განცხადება 7 დეკემბერს გააკეთა და აღნიშნა, რომ უახლოეს დროში ახალი პოლიტიკური პარტიის დაარსებაზე დაიწყებს მუშაობას, რომელიც, მისი თქმით, ქართული დემოკრატიისთვის ბევრს გააკეთებს.მისი თქმით, იგი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ახალ პარტიასთან ერთად აპირებს, რომლის პრეზენტაციაც მომავალი წლის დასაწყისში გაიმართება.ხანგრძლივი კონფლიქტი„ნაციონალურ მოძრაობაში" კონფლიქტზე საუბარი ჯერ კიდევ 2021 წელს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებისა და დაკავების შემდეგ დაიწყეს. 2023 წელს შიდაპარტიული არჩევნები ლევან ხაბეიშვილმა მოიგო, რომელმაც ნიკა მელია სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში პასიურობაში დაადანაშაულა. მელია, თავის მხრივ, ხაბეიშვილს ყოფილი მაღალჩინოსნების ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მარიონეტს უწოდებს.მელიას მტკიცებას, რომ ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის" მხოლოდ ფორმალური ლიდერია, სააკაშვილის ფაქტორიც ამყარებს, რომელმაც ციხეში ყოფნისას პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განაცხადა. მეტიც, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა სოფო ჯაფარიძემ სააკაშვილის სახელით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. მოგვიანებით მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ექს-პრეზიდენტი „ნაცმოძრაობის" პოლიტსაბჭოს უხელმძღვანელებს.უფრო მეტიც, თავად ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ პარტიის მთავარი ლიდერი არის სააკაშვილი. როდესაც ის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას იღებდა, მხოლოდ იმ პირობებით, რომ სააკაშვილი პატიმარია. თავის მხრივ, „ნაცმოძრაობის" დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ სააკაშვილი ყოველთვის იყო, არის და იქნება გამაერთიანებელი პოლიტიკური ფიგურა.ამავე დროს, ოფიციალურად სააკაშვილი პარტიის წევრიც არ არის. მას ამის უფლება არა აქვს, რადგან საქართველოს მოქალაქე არ არის. მან საქართველოს მოქალაქეობა წლების წინ დაკარგა, როდესაც უკრაინის მოქალაქე გახდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/07/264211838_692:0:3423:2048_1920x0_80_0_0_36b2d723fc3116e058dae322db2c31c4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, მიხეილ სააკაშვილი , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ნიკა მელია, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, მიხეილ სააკაშვილი , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ნიკა მელია, ახალი ამბები
„ეს ფანტასტიკის სფეროდანაა" - მელია სააკაშვილთან შესაძლო თანამშრომლობაზე
მელია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ახალ პარტიასთან ერთად აპირებს
თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია, რომელმაც გასულ კვირაში პარტია დატოვა, მომავალში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ერთ პარტიაში თანამშრომლობას გამორიცხავს.
მელიამ პარტიიდან წასვლის შესახებ განცხადება 7 დეკემბერს გააკეთა და აღნიშნა, რომ უახლოეს დროში ახალი პოლიტიკური პარტიის დაარსებაზე დაიწყებს მუშაობას, რომელიც, მისი თქმით, ქართული დემოკრატიისთვის ბევრს გააკეთებს.
„მომავალში მე მასთან (სააკაშვილთან - რედ.) თანამშრომლობას ერთ პარტიაში მთლიანად გამოვრიცხავ, ოდესმე - ეს ვერ შედგება. ეს იქნება ფანტასტიკის სფეროსთვისაც წარმოუდგენელი," - განაცხადა მელიამ.
მისი თქმით, იგი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ახალ პარტიასთან ერთად აპირებს, რომლის პრეზენტაციაც მომავალი წლის დასაწყისში გაიმართება.
„ნაციონალურ მოძრაობაში" კონფლიქტზე საუბარი ჯერ კიდევ 2021 წელს, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებისა და დაკავების შემდეგ დაიწყეს. 2023 წელს შიდაპარტიული არჩევნები ლევან ხაბეიშვილმა მოიგო, რომელმაც ნიკა მელია სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში პასიურობაში დაადანაშაულა. მელია, თავის მხრივ, ხაბეიშვილს ყოფილი მაღალჩინოსნების ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის მარიონეტს უწოდებს.
მელიას მტკიცებას, რომ ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის" მხოლოდ ფორმალური ლიდერია, სააკაშვილის ფაქტორიც ამყარებს, რომელმაც ციხეში ყოფნისას პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განაცხადა. მეტიც, „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა სოფო ჯაფარიძემ სააკაშვილის სახელით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. მოგვიანებით მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ექს-პრეზიდენტი „ნაცმოძრაობის" პოლიტსაბჭოს უხელმძღვანელებს.
უფრო მეტიც, თავად ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ პარტიის მთავარი ლიდერი არის სააკაშვილი. როდესაც ის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას იღებდა, მხოლოდ იმ პირობებით, რომ სააკაშვილი პატიმარია. თავის მხრივ, „ნაცმოძრაობის" დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ სააკაშვილი ყოველთვის იყო, არის და იქნება გამაერთიანებელი პოლიტიკური ფიგურა.
ამავე დროს, ოფიციალურად სააკაშვილი პარტიის წევრიც არ არის. მას ამის უფლება არა აქვს, რადგან საქართველოს მოქალაქე არ არის. მან საქართველოს მოქალაქეობა წლების წინ დაკარგა, როდესაც უკრაინის მოქალაქე გახდა.